ლექეთი

სოფელი აზერბაიჯანში.

ლექეთი, ლექართი (აზერ. Ləkit, რუს. Лекит) — უძველესი პუნქტი ისტორიულ ჰერეთში, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში (საინგილო). მდებარეობს ქ. კახიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრის დაშორებით. მოსახლეობის რაოდენობა — 1510 კაცი.

სოფელი
ლექეთი
აზერ. Ləkit
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი შაქი-ზაქათალა
რაიონი კახი
კოორდინატები 41°29′15″ ჩ. გ. 46°50′51″ ა. გ. / 41.48750° ჩ. გ. 46.84750° ა. გ. / 41.48750; 46.84750
ცენტრის სიმაღლე 486 მეტრი
მოსახლეობა 1 510
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ლექეთი — აზერბაიჯანი
ლექეთი

სახელწოდება რედაქტირება

ტერმინი „ლექართი“ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვანაირადაა მოხსენებული. ქართულ წყაროებში მოხსენებულია - ლექართი ანუ ლექეთი (ზ.ედილი, ა.ჩხენკელი, მ. დუმბაძე და სხვ.) რუსულ წყაროებში - лекит ლექით (И. Д. Барановский, М.А Казиев და სხვ.) Лякит ლიაქით - (А.С. Хаханов, К. В. Тревер) და სხვ.

სახელწოდება „ლექართი“ ქართული წარმოშობისაა. ამ სიტყვის სუფიქსი — „ლე“ მეგრულ-სვანური წარმოშობისაა და ქართულ „სა“-ს უდრის, ხოლო ფუძე — „ქართი“, ქართველური სატომო სახელია, რომელიც მეგრულში თბილისის აღმნიშვნელად გამოიყენება. საიდანაც მომდინარეობს „სა-ქართ-ველო“ „ადგილი, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ქართველებით დასახლებული ქვეყანა“[1]

ისტორია რედაქტირება

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1310 წელს ლექართის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე გათხარეს და შეისწავლეს ქრისტიანული წმინდა ნინოს ტაძარი, ტეტრაკონქი (VII-IX სს.). ვარაუდობენ, რომ აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. 1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა სოფელი ლექეთი დაუმტკიცა ელისუს სულთანს ალი-სულთან ბეგს.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 203.
  • მარჯანიშვილი გ. ჰერეთი, თბ., 2005, გვ. 26-31
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
  • ედილი ზ. საინგილო. თბ., 1947. გვ. 156-158
  • ადამია ი.,„ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 47-59
  • მარჯანიშვილი გ.,„ ორი ნაკლებად ცნობილი ძეგლი ისტორიული ჰერეთიდან“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 67 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984 წელი. — გვ. 16-21
  • Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959;

სქოლიო რედაქტირება

  1. ჩიქობავა ა., ენათმეცნიერების შესავალი, თბ. 1952 წ., გვ. 203
  2. ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 84.