ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები/არქივი/8
ყურადღება! ეს გვერდი არქივის ნაწილია! ეს გვერდი წარმოადგენს გამოუყენებელი, მოძველებული პროცედურის ნაწილს და შენახულია ისტორიული მიზნებისთვის. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. |
გილოცავთ!
რედაქტირებაგილოცავთ! ბედნიერ, წარმატებულ, მეგობრულ და, რაც მთავარია, ნაკლებად კონფლიქტურ ახალ წელს გისურვებთ! ძალიან კარგ, საჭირო და საშვილიშვილო საქმეს აკეთებს ვიკიპედიის ყველა რედაქტორი - დიდი მადლობა ამისთვის, და გავაგრძელოთ ცოდნის გავრცელება ^_^ --Melberg განხილვაწვლილი 21:34, 31 დეკემბერი 2018 (UTC)
- ვერაფერს დაამატებ! გილოცავთ ვიკისაზოგადოებას! წარმატებული 2019 წელი ჩვენ!:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:40, 31 დეკემბერი 2018 (UTC)
- თუ სურვებაა, საერთოდაც უკონფლიქტო ვისურვოთ ეს გარემო ერთმანეთისთვის ;) გილოცავთ ყველას! Happy Xmas and Merry New Year! (© John Lennon). --Rastrelli F 11:10, 1 იანვარი 2019 (UTC)
- გილოცავთ!!! --ცანგალა 19:34, 1 იანვარი 2019 (UTC)
- და თქვენი აქტიურობა (Zangala-ს არ ეხება) გიო ოქრო 19:36, 1 იანვარი 2019 (UTC)
- თუ სურვებაა, საერთოდაც უკონფლიქტო ვისურვოთ ეს გარემო ერთმანეთისთვის ;) გილოცავთ ყველას! Happy Xmas and Merry New Year! (© John Lennon). --Rastrelli F 11:10, 1 იანვარი 2019 (UTC)
გთხოვთ შეამოწმოთ
რედაქტირებასაქართველო-ვანუატუს ურთიერთობები
საქართველო-ხორვატიის ურთიერთობები
ავღანეთი-იაპონიის ურთიერთობები
--ჯეო განხილვაწვლილი 15:00, 14 იანვარი 2019 (UTC)
- კარგი იქნება ახალ სტატიებში ლიტვის ნაცვლად ლიეტუვა გამოვიყენოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:03, 14 იანვარი 2019 (UTC)
სანამ ამ სტატიების შემოწმებას ითხოვ აჯობებს ჯერ სათაურებს მიქციო ყურადღება: ჯერ ერთი მსგავს შემთხვევაში ვწერთ ჯერ ანბანით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყნის სახელს, შესაბამისად უნდა იყოს: ვანუატუ-საქართველოს ურთიერთობები, მეორეც, სწორი ფორმაა ავღანეთ-იაპონიის ურთიერთობები. --ჯაბა 1977 15:07, 14 იანვარი 2019 (UTC)
- სქოლიოს პირდაპირ ნუ გადმოაკოპირებთ. რამდენად ადასტურებს გადმოტანილი სქოლიო ქართული ტექსტს? მაგალითად ავღანეთი-იაპონიის ურთიერთობებში გადმოტანილი სქოლიო ვერ მივხვდი რა საჭირო იყო, რადგან არ შეესატყვისება ტექსტის შინაარსს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:12, 14 იანვარი 2019 (UTC)
- საქართველო-ხორვატიის ურთიერთობები - ამ სტატიაში ბმული საერთოდ გაუქმებულია და ამოსაღებია. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გასაგებია,მადლობა --ჯეო განხილვაწვლილი 17:32, 21 იანვარი 2019 (UTC)
ჩვენი მაგარი ბიჭები
რედაქტირებავფიქრობ ეს ორი ვიდეო იმსახურებს ვიკისაზოგადოებისთვის წარდგენას:
- [1] — მომხმარებელი MIKHEIL საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
- [2] — მომხმარებლები David1010 და Surprizi მესამეზე.
წარმატებები ქართულ ვიკიპედიას და თქვენც ბიჭებო. --ჯაბა 1977 14:01, 15 იანვარი 2019 (UTC)
- „ბიჭებო“ — ეს რომელ ბირჟაზე ვართ. სამწუხაროდ ქართულ ვიკიპედიაში დემოკრატია არ გვაქვს. ესეც უნდა ვიცოდეთ. --ცანგალა 09:09, 21 იანვარი 2019 (UTC)
წაიკითხეთ რჩეული სტატიის კანდიდატი ხმის მიცემამდე!
სტატიები „მამედ ემინ რასულზადე“ და „სტამბოლი“ რჩეულად ისე შეფასდა, რომ ხმის მიმცემებმა (იაკობ მახარაძე, პაატა შ, Jaba1977, Rezo1515, მომხმარებელი:Otogi) არ წაიკითხეს. ნუ დაიწყებთ გეთაყვა მტკიცებას, რომ ასე არაა. ორივე სტატიაში უამრავი სტილისტური და სინტაქსური ხარვეზია, შესავლის წაკითხვაც კი საკმარისი იქნებოდა ამის აღმოსაჩენად:
- „რასულზადე ცოლად აბდულაზიზის, ბიძამისის უფროსი ქალიშვილი, იუმულბანუ შეირთო.“
- „მისი ქალიშვილი, ქუბრა ხანუმი დანიშნული იყო რასულზადეს ვაჟზე, რასულთან“.
- „შემდგომში რასული დახვრიტეს, რის შედეგად ისინი ვერ დაქორწინდნენ.“
- „1908-1909 წლებში რასულზადემ მასზე დაქორწინდა.“
- „უმბულბანუ ხანუმმა რასულზადეს საქნიაობას ამართლებდა და იცავდა.“
- „1929 წელს დაოჯახდა ახალგაზრდა მამაკაცთან სახელად დამად მუსლუმზადე.“
- „რასულზადემ გაიგო თავისი ოჯახის წევრების გადასახლება და მეუღლის გარდაიცვალება.“
- „მათ არ გააჩნდათ ბავშვები.“
- „1908 წლის ბოლოს, რასულზადე დატოვა ბაქო და ირანში გადავიდა.“
- „სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქია“ — ერთი და იგივე ორჯერ გამეორებული
- „აღდგენილმა ქალაქმა, თითქმის XVI საუკუნის მანძილზე რომის და ბიზანტიის (330–1204 და 1261–1453), ლათინთა (1204-1261) და ოსმალეთის იმპერიის (1453-1922) დედაქალაქად ითვლებოდა.“ — ქალაქმა ითვლებოდა, მეთექვსმეტე საუკუნის მანძილზე
- „2015 წელს სტამბოლში დაახლოებით 12,56 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც იგი მსოფლიოს მეხუთე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცია.“
- „კოსტანტინეიე და ბე მაქამ-ე ქონსტანტინიიაჰ ალ-მაჰმიიაჰ და ისტანბული ქალაქის ის სახელწოდებები იყო, რომლებიც ალტერნატიულად იყენებდნენ ოსმალეთში.“
- „მაგრამ რწმენა იმისა, რომ ეს იყო წინამორბედი სახელწოდება სტამბოლისა, თვით ის ფაქტიც უარყოფს, რომ ეს უკანასკნელი ადრეც იყო ქალაქის სახელწოდება და ოსმალეთის დაპყრობასაც უსწრებდა.“
- და სხვანი მრავალნი.
სტატიის ავტორს რომ უჭირს ქართული გრამატიკისა და ენობრივი სტილისტიკის ხლართებში გარკვევა, ეს გასაგებია და პრობლემა არაა. მაგრამ შემფასებლებმა არ მითხრათ, რომ ეს ხარვეზები წაკითხვისას გამოგრჩათ... სასაცილო იქნება. ასეთი ფარისევლური დამოკიდებულება ვიკიპედიის სტატიების ხარისხის მიმართ დამღუპველია. არადა რა მარტივია: თუ წაიკითხე, შეაფასე; თუ არ წაგიკითხავს, თავი შეიკავე! ხომ არავინ არავის არაფერს აძალებს! გმადლობთ. Deu. 10:32, 19 იანვარი 2019 (UTC)
- ერთგვარი მიდგომაა, რომ რახან ბევრი წერია (ანუ დიდი სტატიაა) რჩეულობას იმსახურებს. უნდა იყოს აქტიურობა, სამი მომხმარებლის მიერ სტატიის რჩეულად გამოცხადება სწორია? არა. რახან დიდი სტატიაა რჩეულად გამოცხადება (მითუმეტეს გადაუკითხავად) არასწორია. ამიტომ არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა ამ არჩევნებში (გამონაკლისის კასპიის ზღვა). ახლა ალბათ ისევ რუპორებად ჩაგვთვლიან, მაგრამ.... გიო ოქრო 10:52, 19 იანვარი 2019 (UTC)
- სამი მომხმარებლის მიერ არჩეული სტატია არაა პრობლემა. თუ მხოლოდ სამი მომხმარებელი წაიკითხავს, დიახაც რომ მხოლოდ ამ სამმა უნდა შეაფასოს და მისცეს ხმა. სხვებს უბრალოდ უნდა ეყოთ მოთმინება და ბრმა ხმა არ მისცენ მეგობრის, ახლობლის, გავლენიანი ვიკიპედიელის თუ ვიკიმედიელის სტატიას. Deu. 11:07, 19 იანვარი 2019 (UTC)
- ფაქტია, მომხმარებელი დეუ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამას უკვე პერსონალური შეტევაც აღარ ჰქვია, საქმე გვაქვს მთლიანად პროექტის შეფერხებასთან.იგივე საქმიანობას ეწევა მომხმარებელი გიო ოქრო. მიმაჩნია, რომ მომხმარებელი დეუ უნდა დაიბლოკოს განუსაზღვრელი ვადით. @Otogi:, @David1010: მაინტერესებს თქვენი აზრი. — Mikheil მიწერა 13:39, 19 იანვარი 2019 (UTC)
- მე არაფერი დამიწერია ისეთი, რაც პერსონალურ შეტევას შეესაბამება. გიო ოქრო 13:46, 19 იანვარი 2019 (UTC)
- @MIKHEIL: რომელი ჩემი ფრაზაა პერსონალური შეტევა? გიო ოქრო 13:50, 19 იანვარი 2019 (UTC)
- სასაცილოა. Deu. 14:14, 19 იანვარი 2019 (UTC)
- @MIKHEIL: რომელი ჩემი ფრაზაა პერსონალური შეტევა? გიო ოქრო 13:50, 19 იანვარი 2019 (UTC)
- მე არაფერი დამიწერია ისეთი, რაც პერსონალურ შეტევას შეესაბამება. გიო ოქრო 13:46, 19 იანვარი 2019 (UTC)
- ფაქტია, მომხმარებელი დეუ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამას უკვე პერსონალური შეტევაც აღარ ჰქვია, საქმე გვაქვს მთლიანად პროექტის შეფერხებასთან.იგივე საქმიანობას ეწევა მომხმარებელი გიო ოქრო. მიმაჩნია, რომ მომხმარებელი დეუ უნდა დაიბლოკოს განუსაზღვრელი ვადით. @Otogi:, @David1010: მაინტერესებს თქვენი აზრი. — Mikheil მიწერა 13:39, 19 იანვარი 2019 (UTC)
- სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი, მეგრამ ერთი რამ ფაქტია: მომხმარებელი Deu მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი წვლილი არაფრად ჩააგდოს და ახდენს ჩემ დისკრედიტირებას, ამას უკვე სისტემური სახე მიეცა. ნამდვილად სატირალი ის ფაქტია, რომ მომხმარებელი Deu ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე აქტიურია მარტო განხილვების გვერდებზე და დისკუსიებში, სადაც ახდენს სხვა მომხმარებლების დისკრედიტირებას. ალბათ მას ლომის წილი ეკუთვნის დისკუსიებში ნაწერით, ეს რესურსი სწორად რომ გამოეყენებინა, ახლა ალბათ ჩემსაზე უკეთესი რამდენიმე რჩეული სტატია ექნებოდა ვიკიპედიას. მე არ ვდავობ იმ ფაქტზე, რომ შეცდომები მაქვს სტატიებში, თუმცა ვინმეს წინ ავუდექი ასეთი სტატიების გასწორების დროს? თვითონ Deu-მ კარგად იცის ამაზე პასუხი, მას აქვს შესწორებული ჩემი ერთ-ერთი სტატიაც და რა, შევედავე ამ ფაქტზე? მომხმარებელი Deu უკვე ჩასაფრების პოლიტიკას ატარებს, მოყოლებული წინა წლის ივლისიდან ის მიზანმიმართულად ჯერ ადმინისტრატორ მიხეილს, შემდეგ კი უკვე ყველა ადმინის დისკრედიტირება დაიწყო. ამის ნათელი მაგალითია ეს ფაქტი. ახლა კი ჯერი ჩემია. ბოლოს კი თავისთავს ისე წარმოაჩენს ხოლმე, ვითომ ჩვენ ვიყოთ უზურპატორები და ის მსხვერპლი. ძალიან სამწუხარო ფაქტია. მომხმარებელ Deu გამო ხშირად სურვილიც კი არ მქონია ქართულ ვიკიში მუშაობის, თუმცა ჩავთვალე, რომ ვიკიპედია ამას არ მოითმენს და ისევ გავაგრძელე მუშაობა. ფაქტია! რომ კონკრეტული მომხმარებლის გამო ვიკიპედია სტაგნაციამდე მიდის და საზოგადოებას სჭირდება მშვიდი გარემო სამუშაოდ, რასაც ხელს უშლის მომხმარებელი Deu. ვიმედოვნებ, რომ ვიკისაზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. პატივისცემით --Mehman 97 14:55, 19 იანვარი 2019 (UTC)
- სამი მომხმარებლის მიერ არჩეული სტატია არაა პრობლემა. თუ მხოლოდ სამი მომხმარებელი წაიკითხავს, დიახაც რომ მხოლოდ ამ სამმა უნდა შეაფასოს და მისცეს ხმა. სხვებს უბრალოდ უნდა ეყოთ მოთმინება და ბრმა ხმა არ მისცენ მეგობრის, ახლობლის, გავლენიანი ვიკიპედიელის თუ ვიკიმედიელის სტატიას. Deu. 11:07, 19 იანვარი 2019 (UTC)
შეცდომებზე მითითება და მომხმარებლებისთვის იმის შეხსენება, რომ რაღაცის შესაფასებლად საჭიროა, მინიმუმ ამ რაღაცას გაეცნო, ეს რატომ არის ვინმეზე ან რაიმეზე თავდასხმა? საიდან მოვიდა საერთოდ ეს მიდგომა? როდის მერე გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ და არაფერზე მითითება არ გვჭირდება (კიდევ უარესი, არავის აქვს ამის უფლება)? რა უბედურებაა? ადმინისტრატორებთან მექნება თხოვნა, სადამსჯელო ადმინისტრაციული ქმედებების განხორციელებისას კარგად განმარტონ, რაში გამოიხატა დარღვევა და რის შესაბამისად ისჯება ესა თუ ის მომხმარებელი კონკრეტულ შემთხვევაში. „ფაქტია, რომ ასეა“ არ არის არგუმენტი. გიო ოქრომ რა დააშავა, არც ეგ მესმის.
დავითის განცხადებას რაც შეეხება, სწორი და სამართლიანი შენიშვნაა, რომელსაც საკუთარ თავზეც ვიღებ. მაგალითის სახით მოყვანილი სტატიებისთვის მე არ მიმიცია ხმა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც სტატიის წაუკითხავად გამიკეთებია ეს, რაც ძალიან ცუდია და არ ვამაყობ ამით. მგონი, რეგულარულად მხოლოდ დავითი და პაატა მონაწილეობენ ამ პროცედურაში სწორად. მივბაძოთ მათ.
აქვე ვიტყვი, რომ უნდა შევეშვათ „სტატიის ავტორის“ ცნების აქტიურად გამოყენებას. მე კი შეიძლება ავდექი და დავწერე/ვთარგმნე სტატია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე დამატებითი უფლება ან ვალდებულება მაქვს (ერთგვარი პასუხისმგებლობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვანდალიზმი ჩავიდინე ამ სტატიაში). სხვა შემთხვევებში სტატია ისევე მეკუთვნის მე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ამიტომ არ არის ხოლმე აუცილებელი, სტატიაში არსებული შეცდომების გასწორება თუ სტატიისთვის რაიმე ტექსტის შემატების შესაძლებლობა ან მისი სექციების სისტემატიზაცია/გასწორება თუ სხვა საქმენი მხოლოდ მის მთარგმნელს/დამწერს დავაკისროთ (ეს შენიშვნაც ვრცელდება ჩემზე ასევე).
მეჰმან, დავითი შენს დისკრედიტირებას რანაირად ახდენს ან როგორ აკნინებს შენს წვლილს? :დ ეს შენიშვნები მიემართებათ ხმის მიმცემებს, რომლებიც იმსახურებენ კიდევაც მათ. შეცდომები გქონდა, ფაქტია. ეს ფაქტი მხოლოდ აღნიშნა დავითმა და არავითარი პრეტენზია არ წამოუყენებია. არავის რომ არ აუდექი წინ, დავითიც მაგაზე ლაპარაკობს: უნდა ვიკითხოთ და ვასწოროთ სტატიები. თვითონაც გაუსწორებია სტამბოლში რაღაც შეცდომები, როგორც ახლა ვნახე. კოლეგიალურობის ნაწილია ეს და პირადად მე, მაგ სტატიის „ავტორი“ რომ ვყოფილიყავი, მადლობასაც გადავუხდიდი. ნუ აღვიქვამთ ყველაფერს აგრესიად, გთხოვთ.--შოთა (განხილვა) 15:03, 19 იანვარი 2019 (UTC)
- მეჰმან, მე აქ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენზე ცუდი არაფერი მითქვამს მგონი და შენი ორივე რჩეული სტატია სტილისტურადაც გავმართე შეძლებისდაგვარად. ტყუილი არ მიკადრია არასდროს და არც ახლა მითქვამს ტყუილი: შენს ორივე ამ სტატიას ხმები ისე მისცეს, არ წაუკითხავს არავის! და შენ მოგწონს ასე მიღებული რჩეულობა თუ რა გინდა თქვა? შენთვის ხარისხია მთავარი თუ სტატუსი? რაიმე მავალდებულებს, რომ ამაზე ხმა არ ამოვიღო და დავდუმდე? ხარისხზე ვინ ზრუნავს და ვინ აფერხებს ვიკიპედიას, ჩანს.
- აი მუქარებს რაც შეეხება, თქვენთვის შეინახეთ, ბატონებო! Deu. 15:10, 19 იანვარი 2019 (UTC)
ნამდვილად სასაცილოა ეს ყველაფერი და იცით რატომ? ჯერ ერთი სიახლეებში იწერება ის, რაც პრაქტიკულად ერთი მომხმარებლის უთანხმოებაა სხვებთან. მეორე, სიახლეებში იწერება ამბები, რომელიც თავად ამ მომხმარებელმა 2018 წლის 20 ოქტომბერს (სამი თვის წინ) შეასწორა და კიდევ მესამე, სასაცილოა რომ ზოგიერთ ვიკიპედიელს ჩვევად ექცა ვიკიპედიაში მსგავსი ამბების დროს შემოსვლა და გააქტიურება. მეთოდები მოგიძველდათ, შეცვალეთ მაინც, თორემ უკვე აღარც გვეცინება. --ჯაბა 1977 16:23, 19 იანვარი 2019 (UTC)
- „მსგავსი ამბების დროს შემოსვლა და გააქტიურება“ მიხეილის ადმინად დარჩენის კენჭისყრაზე რატომ არ აღნიშნეთ უკაცრავად? რასაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი (ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/6#არ_შეუჩერდეს გადახედე სიას). გიო ოქრო 16:30, 19 იანვარი 2019 (UTC)
გაგახსენებ რომ იქ კენჭისყრა იყო და მთავარ გევრდზე იყო გამოტანილი,ბუნებრივია ყველა მარტივად ნახულობდა. აქვე იმასაც გეტყვი, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი გამოხტომები ბევრს ძლიან ძვირი დაუჯდა. --ჯაბა 1977 16:33, 19 იანვარი 2019 (UTC)
- დაუსაბუთებელი არ არის, თუმცა გვიანია ამაზე ლაპარაკი. გიო ოქრო 16:38, 19 იანვარი 2019 (UTC)
გიორგი მაგის დასაბუთება რომ მოთხოვეს რამდენიმე მომხარებელს და ვერ დაასაბუთა ნახე რაც დაემართათ. გაითვალისწინე გაფრთხილება გაქვს უკვე. მინდა რომ იმუშაო და შენი რესურსი სწორი მიმართულებით წარმართო. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრატორები ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. წარმატებები. --ჯაბა 1977 16:42, 19 იანვარი 2019 (UTC)
- არ მოუთხოვიათ. პირდაპირ დაბლოკეს , თუმცა ვიმეორებ, გვიანია ამაზე ლაპარაკი. P.S. ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება#რუსული ხომ არ იცი შემტხვევით? გიო ოქრო 16:46, 19 იანვარი 2019 (UTC)
აბა აქ ნახე თუ არ გააფრთხილეს.--ჯაბა 1977 16:50, 19 იანვარი 2019 (UTC)
- მაგრამ დაუსაბუთა. გიო ოქრო 16:53, 19 იანვარი 2019 (UTC)
თუ დაუსაბუთა ქვემოთ სექცია ნახე. :))) გარდა ამისა შენ თუ თვლი რომ ეგ დასაბუთებაა ამით ეჭქვეშ აყენებ ადმინისტრატორის ქმედებას და კიდევ ერთხელ ახდენ მომხმარებლის დისკრედიტაციას და შენც იმსახურებ უკვე ადეკვატურ ზომებს. ადმინებს გთხოვთ ამ მომხარებელს მიხედოთ: @Mikheil:, @Otogi:, @David1010:.--ჯაბა 1977 17:00, 19 იანვარი 2019 (UTC)
- ტყუილი რომ თქვი არ უთხოვიათო ამას არ ვიმჩნევ :) --ჯაბა 1977 17:01, 19 იანვარი 2019 (UTC)
- სიახლეებში იწერება ის, რომ ამჟამინდელი და მისი წინამორბედი ერთ-ერთი სტატია წაკითხვის გარეშე შეაფასეთ რჩეულად, მათ შორის თქვენ, ბატონო Jaba1977. სიახლეებში იწერება იმ სტატიაზე, რომელიც დღეს შევასწორე (თუ ამას საერთოდ მნიშვნელობა აქვს) და რომელიც ამჟამადაა მთავარ გვერდზე გატანილი და რომელშიც ახლაც კი უამრავი ხარვეზია, რადგან ყველაფრის გასწორება ვერ შევძელი. თქვენი ხმის დამსახურებით, დღეს მთავარ გვერდზე გატანილია სტატია, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი წინადადებები წერია, ზოგი წინადადების აზრი კი საერთოდ გაუგებარია. თქვენი დამსახურებით ხარისხს იმდენად დაბალი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, რომ ასე გაუმართავი სტატიები რჩეული სტატიის სტატუსს იღებენ წაკითხვის გარეშე. მიმდინარე სტატიაა ასეთი, მიმდინარე! და ეს იწერება სიახლეებში.
- აი თქვენ კი, რადგან ჩემს სიტყვებს უბრალოდ ვერც კი დააყენებთ ეჭვქვეშ, საუბრობთ იმაზე, რომ ამის თქმის უფლება მე არ მქონდა. ან ამის თქმის უფლება ახლა არ მქონდა. ამბობთ, რომ მე, რომელიც ამ დარღვევაზე და ფარისევლობაზე მიგითითებთ და თქვენ მიერ უგულებელყოფილ ხარვეზებს უკვე მეორედ ვასწორებ „რჩეულ“ სტატიაში, ვიკიპედიის განვითარებას ვაფერხებ; ხოლო თქვენ — რომლებსაც ხარისხი არ გაინტერესებთ და ხმას აძლევთ სტატიას წაუკითხავას — ვიკიპედიას ავითარებთ.
- სიმართლე ფარდობითი არაა, მეგობრებო. მე რომ სულაც ჯოჯოხეთის ცეცხლში დასაწვავ ვიკიპედიელად მივაჩნდე ვინმეს, ჩემი სიტყვების სიმართლეს ვერავინ უარყოფს. ამიტომ ან უნდა შეცდომა აღიაროთ, როგორც ეს შოთამ გააკეთა, ან საუბრის თემა გადაიტანოთ სხვა რამეზე და მე დამბლოკოთ. სამწუხაროა, რომ არასდროს არ გყოფნით გამბედაობა, რომ თქვენი შეცდომები აღიაროთ.
- თქვენი მუქარების არავის ეშინია. Deu. 17:01, 19 იანვარი 2019 (UTC)
- @Jaba1977: „ამით ეჭქვეშ აყენებ ადმინისტრატორის ქმედებას“ — ყველას თავისი აზრი აქვს, შენთვის არ დაასაბუთა, ჩემთვის პირიქით, მაგრამ ამის გამო თუ დაბლოკვას მოითხოვ უცნაურია., ეჭქვეშაც არ დამიყენებია. ისე კი ძალიან გავცდით განხილვის თემას და ჯობს აქ შევჩერდეთ. გიო ოქრო 17:30, 19 იანვარი 2019 (UTC)
- შენ გეუცნაურება, მე არა. --ჯაბა 1977 18:30, 19 იანვარი 2019 (UTC)
@Otogi:, @David1010: თქვენ რას ფიქრობთ ამ შემთხვევაზე?--შოთა (განხილვა) 16:29, 20 იანვარი 2019 (UTC)
- სამწუხაროდ ამ კონკრეტულ განხილვაში დიდად ვერ ვერთვები, რადგან რა აზრიც უნდა დავწეროთ, რა კენჭისყრაც უნდა გავმართოთ, ბანაკის ბავშვების რაოდენობას მაინც ვერ ვაჯობებთ:). ცხადია დაბლოკვას, თუ მომხმარებელი ვანდალი არაა, არ ვემხრობი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:42, 20 იანვარი 2019 (UTC)
მომხმარებელი:Jaba1977-მემუქრება
რედაქტირება@Otogi: @David1010: @MIKHEIL: მომხმარებელი:Jaba1977 — მემუქრება. მიიღეთ რამე ზომა (გაფრთხილება) . მომხმარებელი:Luka shenko1994 — მომხმარებელს ხან პირად გვერდზე ხან სტატიების განხილვის გვერდზე ვუთითებ და ვთხოვ, რომ მხოლოდ გუგლის თარჯიმანს ნუ ხმარობს რადგან სულ სხვა ინფორმაცია გამოდის. ამჟამად კი ჯაბა მემუქრება. მიიღეთ ზომები. იხ. მომხმარებლის განხილვა:Luka shenko1994#კიკინის დარბაზი მე კი გეკითხებით არ მაქვს იმის უფლება, რომ მომხმარებელს ვუთხრა, რომ მხოლოდ გუგლის თარჯიმანს ნუ ხმარობს? ველი პასუხს და რეაგირებას ჯაბას მიმართ.--ცანგალა 09:02, 21 იანვარი 2019 (UTC)
- წაიკითხეთ რჩეული სტატიის კანდიდატი ხმის მიცემამდე! — სამწუხაროდ ეს თემა სასწრაფოდ დახურეს ადმინებმა თავისი ჩვეული უკანონო წესით. რადგან იციან მტყუანი არიან.--ცანგალა 09:12, 21 იანვარი 2019 (UTC)
- „გთხოვთ ამ მომხარებელს მიხედოთ“ — მართლაც და რომელ ბირჟაზე ვართ? გიო ოქრო 09:14, 21 იანვარი 2019 (UTC)
მომხმარებელი:Jaba1977-მემუქრება 2
რედაქტირებააბსოლიტურად ვეთანხმები ცანგალას (ზევით) და მინდა ვთქვა, რომ ჩემთანაც იგივე რამ ხდება. ადგილი აქვს მუქარას. ასე მაგალითად: მე ვაფიქსირებ ჩემ აზრს (ვიძახი, რომ უცბად გააქტიურებას და ხმის მიცემას ჰქონდა ადრე ადგილი-თქო, არავინ დამიდანაშაულებია!), შემდეგ ვიღებ ასეთ პასუხს: აქვე იმასაც გეტყვი, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი გამოხტომები ბევრს ძლიან ძვირი დაუჯდა., შემდეგ ჩემ განცხადებაზე ვამბობ, რომ დაუსაბუთებელი არ არის, მაგრამ იმასაც ვძენ, რომ უკვე გვიანია და აღარ არის კარგი ამის გაგრძელება, საპასუხოდ ვიღებ მაგის დასაბუთება რომ მოთხოვეს რამდენიმე მომხარებელს და ვერ დაასაბუთა ნახე რაც დაემართათ. გაითვალისწინე გაფრთხილება გაქვს უკვე, შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხი ადმინისადმი, მე დასაბუთებულად ჩავთვალე (ადმინმა არ ჩათვალა, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს და ამ აზრის დაფიქსირების უფლებაც მაქვს) მიციღე შემდეგი, უკვე პირდაპირი მუქარა: გარდა ამისა შენ თუ თვლი რომ ეგ დასაბუთებაა ამით ეჭქვეშ აყენებ ადმინისტრატორის ქმედებას და კიდევ ერთხელ ახდენ მომხმარებლის დისკრედიტაციას და შენც იმსახურებ უკვე ადეკვატურ ზომებს. ადმინებს გთხოვთ ამ მომხარებელს მიხედოთ — ეჭვქვეშ რომ ვაყენებ ამის გამო უნდა დავიბლოკო? თანაც ეჭვქვეშ სად დავაყენე? მე ჩემი აზრი გამოვთქვი და არავის არ მივაყენე შეურაცხყოფა. ადმინებმა ეს კარგად იციან (რომ არ იბლოკება არავინ ამის გამო) და ამიტომ ჯაბას სურვილი არ ახდა. ახლა კი პასუხს ვითხოვ ამ მუქარების გამო. გიო ოქრო 10:30, 21 იანვარი 2019 (UTC)
- რით შეიძლება დაგემუქროს მოხმარებელი, რომელიც ადმინისტრატორი არ არის? რაში ხედავ მუქარას? — Mikheil მიწერა 10:37, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ბლოკი მუქარით. ადმინისტრატორი არ არის და შესაბამისად არც ამ მუქარის უფლება აქვს. იქნებ ვცდები? გიო ოქრო 10:39, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ანუ გეშინია, რომ არაადმინისტრატორმა დაგბლოკოს? მაშინ აგიხსნი, რომ ვიკიპედიაში ეს შეუძლებელია. — Mikheil მიწერა 10:42, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ეგ ვიცი, რომ ჯაბა ვერ დამბლოკავს, მაგრამ რატომ უნდა ვიყო ტყუილუბრალოდ ბლოკით მუქარის ობიექტი? გიო ოქრო 10:43, 21 იანვარი 2019 (UTC)
- თუ შესაძლებლობა არ აქვს და შენ ეს კარგად იცი, ეს მუქარაა? მე რომ ახლა რომელიმე არაადმინისტრატორი დამემუქროს ბლოკით, სერიოზულად უნდა აღვიქვა? წარმატებები. — Mikheil მიწერა 10:46, 21 იანვარი 2019 (UTC)
- და ასე გაგრძელდეს? გიო ოქრო 10:53, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ძალიან კარგად მუშაობ და ასე გააგრძელე :) — Mikheil მიწერა 11:03, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ადმინი არ არის, მაგრამ... --ცანგალა 11:12, 21 იანვარი 2019 (UTC)
- მაგრამ, რა? — Mikheil მიწერა 11:13, 21 იანვარი 2019 (UTC)
- MIKHEIL, ეს შენც კარგად იცი და აქ ახსნას არ დავწერ.--ცანგალა 11:15, 21 იანვარი 2019 (UTC)
- მართლა მაინტერესებს, რას გულისხმობ? — Mikheil მიწერა 11:16, 21 იანვარი 2019 (UTC)
- MIKHEIL, ეს შენც კარგად იცი და აქ ახსნას არ დავწერ.--ცანგალა 11:15, 21 იანვარი 2019 (UTC)
- მაგრამ, რა? — Mikheil მიწერა 11:13, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ადმინი არ არის, მაგრამ... --ცანგალა 11:12, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ძალიან კარგად მუშაობ და ასე გააგრძელე :) — Mikheil მიწერა 11:03, 21 იანვარი 2019 (UTC)
- და ასე გაგრძელდეს? გიო ოქრო 10:53, 21 იანვარი 2019 (UTC)
- თუ შესაძლებლობა არ აქვს და შენ ეს კარგად იცი, ეს მუქარაა? მე რომ ახლა რომელიმე არაადმინისტრატორი დამემუქროს ბლოკით, სერიოზულად უნდა აღვიქვა? წარმატებები. — Mikheil მიწერა 10:46, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ეგ ვიცი, რომ ჯაბა ვერ დამბლოკავს, მაგრამ რატომ უნდა ვიყო ტყუილუბრალოდ ბლოკით მუქარის ობიექტი? გიო ოქრო 10:43, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ანუ გეშინია, რომ არაადმინისტრატორმა დაგბლოკოს? მაშინ აგიხსნი, რომ ვიკიპედიაში ეს შეუძლებელია. — Mikheil მიწერა 10:42, 21 იანვარი 2019 (UTC)
- ბლოკი მუქარით. ადმინისტრატორი არ არის და შესაბამისად არც ამ მუქარის უფლება აქვს. იქნებ ვცდები? გიო ოქრო 10:39, 21 იანვარი 2019 (UTC)
მინდა დავრწმუნდე
რედაქტირება@Otogi: @MIKHEIL: @David1010: მინდა დავრწმუნდე მაქვს თუ არა უფლება მომხმარებელს, რომელიც გუგლის თარჯიმნით სტატიები შემოაქვს მივუთითო შეცდომებზე თუ თვალები დავხუჭო. არ მითხრათ შენ თვითონ ასწორეო. მაშინ სადაც შეცდომას აღმოვაჩენ თქვენ გადმოგიგზავნით და ასწორეთ. ცანგალა 12:35, 21 იანვარი 2019 (UTC)
- შეცდომებზე მითითების უფლება ყველას გვაქვს და აუცილებელიცაა, მთავარია ამას როგორი ფორმით გააკეთებ. ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ახალი მომხმარებელები არ უნდა დავაფრთხოთ და ვიკიზე გული არ უნდა ავაცრუებინოთ--დათო1010 17:44, 21 იანვარი 2019 (UTC)
- მადლობა პასუხისთვის.--ცანგალა 18:28, 21 იანვარი 2019 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირება,,ინდოფადა სპორტსმენში" თავისფერი რას ნიშნავს?
--ჯეო განხილვაწვლილი 17:37, 21 იანვარი 2019 (UTC)
- მანდ ფერის კოდი უნდა ჩაჯდეს და მაგ ფერს მიიღებს ინფოდაფის ზედა ზოლი რომელიც ჩვეულებრივ მწვანეა--დათო1010 17:46, 21 იანვარი 2019 (UTC)
UG-GE-ის ტრენინგი კახეთში
რედაქტირება2019 წლის 2 თებერვალს, „Wikimedia Community User Group Georgia“-ის ბორდის წევრები მიხეილ ჭაბუკაშვილი და ჯაბა ლაბაძე, ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მიწვევით ესტუმრნენ ახმეტის ახალგაზრდულ ცენტრსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრს. ჩაატარეს ლექცია-გაკვეთილი ქართული ვიკიპედიის შესახებ და დასახეს საკმაოდ საინტერესო აქტივობები, რომლებიც განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.--Mehman 97 20:52, 3 თებერვალი 2019 (UTC)
იმსა და ვიკიპედია 5
რედაქტირებამეგობრებო, ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ 2019 წლის 9 თებერვალს 11 საათიდან 13 საათამდე ქართულ ვიკიპედიაში სტატიებს დაწერენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის მიერ ორგანიზებული ერთდღიანი ვიკი-ბანაკის მოსწავლეები (თემატიკა - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობა). გთხოვთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მყისიერი ქმედებებისაგან რედაქტირების კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამ პროექტის ფარგლებში დაწერილი ყველა სტატია თავს მოიყრის ერთ კატეგორიაში, 10 თებერვლიდან კი თავისუფლად შეგეძლებათ შეამოწმოთ (სურვილის შემთხვევაში) და გაასწოროთ შეცდომები (არსებობის შემთხვევაში). მადლობა. --ჯაბა 1977 15:52, 8 თებერვალი 2019 (UTC)
- ხელს არც ვახლებ და შეცდომების აღმოფხვრა ვიკიპედიის მომხმრებლებს რატომ ევალებათ. ეს ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება პირადი ინიციატივით (სადმე შეთანხმება არსებობს ამაზე?). ამიტომ ამას გაასწორებს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია და მომხმარებელი განხილვა:Jaba1977. წარმატებები. --ცანგალა 16:15, 8 თებერვალი 2019 (UTC)
- ვერ წარმომიდგენია, რომ ფონდი ვიკიმედია დათანხმდეს იმაზე, რომ მოსწავლეები მიიყვენეთ ე.წ. ვიკი-ბანაკში, ხელში მიეცით წიგნები და გადმოაწერინეთო. --ცანგალა 17:04, 8 თებერვალი 2019 (UTC)
ნუ ახლებ ხელს არაა პრობლემა. მანდ კარგად დაგიწერე: თავისუფლად შეგეძლებათ შეამოწმოთ (სურვილის შემთხვევაში) არ გაქვს სყურვილი? შენი ნებაა, ვერ დაგაძალებ. ჩვენ გვაცალე მაშინ მუშაობა. ფონდი რა შუაშია ესეც ვერ გავიგე? მოკლედ გვაცალე მუშაობა და ყველაფერს სალაპარაკოს ნუ ხდი. --ჯაბა 1977 17:05, 8 თებერვალი 2019 (UTC)
- @Zangala: მეც დამაინტერესა ფონდი რა შუაშუა? სანამ რამეს დაწერ, ჯობია კარგად გაიაზრო! რუსებს კარგი ნათქვამი აქვთ: „семь раз отмерь, один раз отреж“. --Mehman 97 20:27, 8 თებერვალი 2019 (UTC)
- ცანგალ, გეფიცები, აზრზე თუ იყო, რამხელა ძალისხმევასა და მილიონებს ხარჯავს ფონდი მსგავს პროექტებზე, ახალ მოხალისეთა მოსაძიებლად და ძალიან საწყენია შენგან, ასეთი გამოცდილი ვიკიპედიელისგან, ასეთი დამოკიდებულება, აი, ძალიან! გთხოვ, კარგად გაეცნო ვიკიმედიის საქმიანობას ამ მიმართულებით. ხანდახან მგონია, რომ ვიკიპედიაში ახალ მომხმარებლებს ვეღარ გუობ შენ, რომელმაც ამდენი ვიკიპედიელი აღზარდე. საინტერესოა, რა მოხდა? — Mikheil მიწერა 20:43, 8 თებერვალი 2019 (UTC)
- @Zangala: მეც დამაინტერესა ფონდი რა შუაშუა? სანამ რამეს დაწერ, ჯობია კარგად გაიაზრო! რუსებს კარგი ნათქვამი აქვთ: „семь раз отмерь, один раз отреж“. --Mehman 97 20:27, 8 თებერვალი 2019 (UTC)
2019 წლის 8 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი (Wikimedia Community User Group Georgia) აწყობს ვიკიბანაკს ახალბედა ვიკიპედიელებისთვის. მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ვიკი-ტექნოლოგიები და მუშაობა ვიკიმედიის პროექტებში (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდება ვიკიპედიაში მუშაობაზე. ვიკიბანაკის მთავარი მიზანია ახალი მომხმარებლების შეძენა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში. დეტალურად ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიასა და მეტა-ვიკიზე. პატივისცემით, --Mehman 97 13:59, 20 თებერვალი 2019 (UTC)
ძალიან კარგი წამოწყებაა--ჯეო განხილვაწვლილი 16:59, 3 მარტი 2019 (UTC)
- მართლზომიერია აქედან სტატიების Copy → Paste როდესაც წიგნს თავშივე უწერია „© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018“? თანაც ასე რომ ვიკიში ხარისხიან მუშაობას ვერ ასწვლით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჯერ კითხვაზე მჭირდება პასუხი. გიო ოქრო 18:13, 9 აპრილი 2019 (UTC)
- მართლზომიერია, როდესაც ავტორი გაძლევს ნებას (შეგიძლიათ გადაამოწმოთ, როგორც არაერთხელ გაგიკეთებიათ). მეორე ნაწილზე მხოლოდ ერთს დავწერ: ქსე-დან Copy → Paste ხომ გვაძლევს ხარისხიან შედეგს? (ჯერ ესეც გადასამოწმებელია, ქსე-დან Copy → Paste რამდენად მართლზომიერია) როდესაც მომხმარებელი პირველად იწყებს მუშაობას ვიკიში, ყველა ხერხია (გონივრულობის ფარგლებში) სასარგებლო. --Mehman 97 19:04, 9 აპრილი 2019 (UTC)
- მაგარი ლოგიკა გაქვს :))) ქსე-დან Copy → Paste-ს სტატიები (რომლებიც ქსე-ს ტექსტებისაგან საკმაოდ განსხვავდება) ბევრად უკეთესია ვიდრე ესენი. ქსე-ს © არ უზის. ავტორის ნებართვა რომ არსებობს, ზუსტად ეს მაინტერესებდა. გიო ოქრო 19:17, 9 აპრილი 2019 (UTC)
- ხოოო, ლოგიკა არც თქვენ გაქვთ ნაკლები :) ქსე-ში, რომ © არ უზის ეს იმას არ გულისხმობს, რომ წინ და უკან შეგიძლიათ, როგორც მოგესურვებათ გამოიყენოთ იქ მოცემული ინფორმაცია (© არ ისაზღვრება საავტორო უფლებები). ხარისხი არც ამ ბოლოს აქვს ნაკლები, ამასობაში. მე დავასრულე, --Mehman 97 19:25, 9 აპრილი 2019 (UTC)
- ქსე-ს გადმოტანილი სტატიები იქ დაწერილისაგან განსხვავდება, Copy → Paste არ არის. მე მაგ წიგნის ხარისხზე არ ვლაპარაკობ, აქ შემოტანილ სტატიებზე ვამბობ :) გიო ოქრო 19:28, 9 აპრილი 2019 (UTC)
- ბოდიში ჩარევისთვის: საავტორო უფლებები ვრცელდება როგორც ქსე-ზე, ასევე ენციკლოპედია-ლექსიკონზე. ავტორის ნებართვა, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიკიპედიაში ამ მასალის გამოყენება შესაძლებელი იყოს: ჩვენ გვჭირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილობითი, ბეჭედდარტყმული ნებართვა, რომ ის უარს ამბობს საავტორო უფლებების ტრადიციულ დაცვაზე და თანახმაა ვიკიპედიის Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით მასალის გავრცელებაზე, რომელიც უნდა ინახებოდეს OTRS სისტემაში. იგივე ეხება ქსე-საც. ჩემი რჩევაა, რომ დამატებითი (ძალიან სიღრმისეული) კამათის თავიდან არიდების მიზნით შემოიფარგლოთ ავტორის ნებართვის საკმარისობით.--Melberg განხილვაწვლილი 19:42, 9 აპრილი 2019 (UTC)
- ხოოო, ლოგიკა არც თქვენ გაქვთ ნაკლები :) ქსე-ში, რომ © არ უზის ეს იმას არ გულისხმობს, რომ წინ და უკან შეგიძლიათ, როგორც მოგესურვებათ გამოიყენოთ იქ მოცემული ინფორმაცია (© არ ისაზღვრება საავტორო უფლებები). ხარისხი არც ამ ბოლოს აქვს ნაკლები, ამასობაში. მე დავასრულე, --Mehman 97 19:25, 9 აპრილი 2019 (UTC)
- მაგარი ლოგიკა გაქვს :))) ქსე-დან Copy → Paste-ს სტატიები (რომლებიც ქსე-ს ტექსტებისაგან საკმაოდ განსხვავდება) ბევრად უკეთესია ვიდრე ესენი. ქსე-ს © არ უზის. ავტორის ნებართვა რომ არსებობს, ზუსტად ეს მაინტერესებდა. გიო ოქრო 19:17, 9 აპრილი 2019 (UTC)
- მეც ამის დიდი მომხრე ვარ, თუ დავიწყებთ ყველაფერზე საავტორო უფლებების ძიებას, მაშინ სავარაუდოდ ქსე-დან შემოტანილი ყველა სტატია უნდა წაიშალოს. --Mehman 97 19:49, 9 აპრილი 2019 (UTC)
- მართლზომიერია, როდესაც ავტორი გაძლევს ნებას (შეგიძლიათ გადაამოწმოთ, როგორც არაერთხელ გაგიკეთებიათ). მეორე ნაწილზე მხოლოდ ერთს დავწერ: ქსე-დან Copy → Paste ხომ გვაძლევს ხარისხიან შედეგს? (ჯერ ესეც გადასამოწმებელია, ქსე-დან Copy → Paste რამდენად მართლზომიერია) როდესაც მომხმარებელი პირველად იწყებს მუშაობას ვიკიში, ყველა ხერხია (გონივრულობის ფარგლებში) სასარგებლო. --Mehman 97 19:04, 9 აპრილი 2019 (UTC)
ყურადღება!
რედაქტირებაძვირფასო ვიკიპედიელებო! მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 8 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი (Wikimedia Community User Group Georgia) აწყობს ვიკიბანაკს ახალბედა ვიკიპედიელებისთვის. ამ დროის მონაკვეთში ვიკიპედიაში შეიქმნება ან გაუმჯობესდება სტატიები, ამიტომ გთხოვთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მყისიერი ქმედებებისაგან, რედაქტირების კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ბანაკის განმავლობაში შექმნილი ან გაუმჯობესებული ყველა სტატია თავს მოიყრის ერთ კატეგორიაში. ყოველი დღის ბოლოს ორგანიზატორები მაქსიმალურად შეეცდებიან ვიკიფიცირება გაუკეთონ ყველა სტატიას, ხოლო 13 მარტიდან თქვენც შეგიძლიათ მათ შეუერთდეთ. აგრეთვე, ნუ უკბენთ ახალბედებს და გაითვალისწინეთ, რომ ისინი სწავლობენ და მათ თავზე ვიკიპედიელები უდგათ :) მადლობა, --Mehman 97 20:23, 7 მარტი 2019 (UTC)
- @Mehman97, Jaba1977, David1010, Surprizi, MIKHEIL: შემოწმების დროს დააკვირდით შესავალში ტირეს (—) არსებობას. ზოგ შემთხვევაში არ უნდა. მაგ., სამოსწავლო საბჭო — აქ არ უნდოდა. გიო ოქრო 09:03, 10 მარტი 2019 (UTC)
იქნებ ზემოთ რაც წერია ისიც გაითვალისწინო. რედაქტირების კონფლიქტში მოვყევი სტატიაში ივანე ნიკურაძე. --ჯაბა 1977 09:18, 10 მარტი 2019 (UTC)
- @გიო ოქრო: ჯაბამ უკვე დაგიწერა, რომ გაეცანი ზემოთ მოცემულ მეჰმანის კომენტარს და ახალ სტატიების რედაქტირება შეწყვიტე--დათო1010 09:32, 10 მარტი 2019 (UTC)
:::განხილვის გვერდზე თუ შეიძლება შენიშვნის დაწერა?--ცანგალა 19:35, 9 აპრილი 2019 (UTC)
მე-4 ადმინი
რედაქტირებავიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/Zangala
--ჯეო განხილვაწვლილი 14:41, 17 მარტი 2019 (UTC)
- მსგავს პანიკას შეეშვი და როცა ადმინობის კანდიდატი თანხმობას დაგიწერს, შემდეგ ადმინი გაიტანს მთავარ გვერდზე. --ჯაბა 1977 14:55, 17 მარტი 2019 (UTC)
- პანიკა არაფერს შუაშია, თანხმობაც იყო უკვე--ჯეო განხილვაწვლილი 15:44, 17 მარტი 2019 (UTC)
გიმეორებ: აქ ამის ადგილი არ არის. თანხმობას კი ვერ ვხედავ ვერც არჩევნების გვერდზე და ვერც კანდიდატის გახილვის გვერდზე. მისი მადლობა შენ რატომ ჩათვალე თანხობად გაურკვეველია. დაელოდეთ თანხმობას. --ჯაბა 1977 15:51, 17 მარტი 2019 (UTC)
სალამი, ცოტა ხნის წინ მოვაწესრიგე არათავისუფალი ფაილების მართლზომიერი გამოყენების (რომელსაც აქამდე არასწორად სამართლიან გამოყენებას ვეძახდით) თარგები და განმარტების გვერდი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი არის ფონდ ვიკიმედიის 2007 წლის 23 მარტის სალიცენზიო პოლიტიკის განმსაზღვრელი რეზოლუციის ნაწილი, მასში ბევრ ვერაფერს შევცვლიდი (რეალურად, თარგმანია რეზოლუციის). ამავდროულად, ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გამომდინარე, საინტერესო მგონია ასევე ქართული კანონმდებლობის მოყვანა, რომელიც ასევე ცნობს მართლზომიერი გამოყენების დოქტრინას. ვიკიმედია საქართველოს შეიძლება გამოადგეს, ვინმეს თუ ექნება არათავისუფალი ფაილის გამოყენებაზე პრეტენზია :) --Melberg განხილვაწვლილი 09:31, 24 მარტი 2019 (UTC)
საქართველოს რუკის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება
რედაქტირებაპარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუკის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. აღნიშნული ქმედებისათვის იურიდიული პირი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან საქმიანობის ლიკვიდაციით დაისჯება. --Melberg განხილვაწვლილი 09:07, 2 მაისი 2019 (UTC)
- ანუ ჩვენც შეგვეხება ხომ ეს კანონი? გიო ოქრო 09:16, 2 მაისი 2019 (UTC)
- რომც მიიღონ, საკამათოა, შეგვეხება თუ არა. გერმანული ვიკიპედია მოქმედებს ორ სამართლებრივ იურისდიქციაში: ამერიკულში (სადაც ფიზიკურად განთავსებულია ფონდის სერვერები) და გერმანულში. ამით გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემა არის ვპ:მაგას შეზღუდვა გერმანულ ვიკიპედიაში: არათვისუფალი ფაილები ფიზიკურად არ აქვთ, რადგანაც გერმანული სამართალი მაგა-ს არ ცნობს.--Melberg განხილვაწვლილი 09:27, 2 მაისი 2019 (UTC)
- ნუ, ალბათ ჩვენც ორივე შეგვეხება (ამერიკულიც და ქართულიც). გიო ოქრო 09:36, 2 მაისი 2019 (UTC)
- რომც მიიღონ, საკამათოა, შეგვეხება თუ არა. გერმანული ვიკიპედია მოქმედებს ორ სამართლებრივ იურისდიქციაში: ამერიკულში (სადაც ფიზიკურად განთავსებულია ფონდის სერვერები) და გერმანულში. ამით გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემა არის ვპ:მაგას შეზღუდვა გერმანულ ვიკიპედიაში: არათვისუფალი ფაილები ფიზიკურად არ აქვთ, რადგანაც გერმანული სამართალი მაგა-ს არ ცნობს.--Melberg განხილვაწვლილი 09:27, 2 მაისი 2019 (UTC)
იმსა და ვიკიპედია 6
რედაქტირებამეგობრებო, ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ 2019 წლის 17 ივნისს 12 საათიდან 15 საათამდე ქართულ ვიკიპედიაში სტატიებს დაწერენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის მიერ ორგანიზებული ერთდღიანი ვიკი-ბანაკის მოსწავლეები (თემატიკა - თელავის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობა). გთხოვთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მყისიერი ქმედებებისაგან რედაქტირების კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამ პროექტის ფარგლებში დაწერილი ყველა სტატია თავს მოიყრის ერთ კატეგორიაში, 18 ივნისიდან კი თავისუფლად შეგეძლებათ შეამოწმოთ (სურვილის შემთხვევაში) და გაასწოროთ შეცდომები (არსებობის შემთხვევაში). მადლობა. — Wiki - ჯაბა 18:52, 16 ივნისი 2019 (UTC)
- @Jaba1977: მადლობა შეტყობინებისათვის, წარმატებები--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:19, 16 ივნისი 2019 (UTC)
- იმედია სათანადო დონეზე არიან მომზადებულები ვიკი-ბანაკის მოსწავლეები და არა როგორც ყოველთვის შეცდომებით შემოიტანენ სტატიებს. ვინც ატარებს ვიკიბანაკს (ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის) იმათმა გაასწოროს შეცდომით შემოტანილი სტატიები. ჩუმად კეთდება ყველაფერი ვიკიპედიის (ვიკიპედია დიდია, არც კი ვიცით როგორ, ვინ და სად) სახელით. წარმატებები.--ცანგალა 20:44, 16 ივნისი 2019 (UTC)
- შეცდომებზე ცოტა ზემოთ გიპასუხე და აღარ ვაპირებ განმეორებას. სხვას აქ საპასუხოს ვერაფერს ვხედავ სიმართლე გითხრა.--Wiki - ჯაბა 21:14, 16 ივნისი 2019 (UTC)
- საუბრის გაგრძელების სურვილი არ მაქვს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩატარების ადგილს არ უთითებ. ამ დროს კი ვიკიპედიის სახელით აკეთებთ. ბევრი კითხვა ჩნდება. და ალბათ ამ კითხვებზე წინა ბანაკს მიმითითებ. მაგ. UG-GE/WikiTrainings in Marneuli — მეტავიკიზე ვნახე, მაგრამ დღევანდელი ვერ ვნახე. იქნებ მიმითითო. --ცანგალა 06:37, 17 ივნისი 2019 (UTC)
- ვიკიპედიის სახელის ბოროტად გამოყენებასთან ხომ არ გვაქვს ადგილი, რადგან ოფიციალურად მე პირადად ვერსად ვერ მივაგენი დღევანდელი დღის ჩატარების შესახებ შეთანხმებას.--ცანგალა 08:26, 17 ივნისი 2019 (UTC)
- როდესაც ბანაკი, პროექტი ან სხვა რაიმე აქტივობა ვიკიპედიის სახელით კეთდება, საჭიროა წინასწარ მისი დაგეგმვა/მომზადება ოფიციალურად, წერილობით და არა ზეპირსიტყვიერად (მგონი ესეც არ ყოფილა). პირდაპირ ფაქტის წინაშე არ უნდა ვდგებოდეთ. ამ საზოგადოების წევრი მეც ვარ, ზემოაღნიშნული მომხმარებელიც და კიდევ ბევრი სხვა და ყველას ინფორმირება საჭიროა მანამ, სანამ რომელიმე მომხმარებელი იმ საზოგადოების სახელით იმოქმედებს, რომლის შენადგენლობაში სხვა პიროვნებებიც არიან. გიო ოქრო 08:37, 17 ივნისი 2019 (UTC)
- წინა წევრების აზრს დავეთანხმები და ჩემი მხრივ დავამეტებდი, იმას რომ, სხვადასხვა რბილად რომ ვთქვათ უღირებულებო სტატიების შექმნას, ღონისძიების მოთავეებმა ღონისძიებები მიმართონ იმგვარი სტატიების შექმნის პოპულარიზებისკენ, როგორების უკიდურეს სიმწირეს განიცდის ქართული ვიკი დღეს, და რომლებითაც ქართული ვიკის არსებობის მანძილზე რედაქტორების და ბოტების გარდა რეალური ადამიანებიც დაინტერესდებიან და მიიღებენ საჭირო ინფორმაციას, რაც ზოგადად ვიკიპედიის პროექტის სულისკვეთებას წარმოადგენს. --OpusDEI მომწერეთ 07:48, 18 ივნისი 2019 (UTC)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსის შედეგები
რედაქტირებაკონკურს „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019“-ის შედეგები ცნობილია, გთხოვთ გაეცნოთ მას. კითხვების ან სხვა სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ შედეგების განხილვის გვერდზე. პატივისცემით, --Mehman 97 21:59, 18 ივლისი 2019 (UTC)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება
რედაქტირება2019 წლის 1 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ დააჯილდოვებს კონკურს „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019“-ის და „ვიკის უყვარს ძეგლები 2019“-ის გამარჯვებულებს. დაინტერესებული პირები მობრძანდით შემდეგ მისამართზე: „საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი“; ვაჟა ფშაველას გამზირი 99, თბილისი, საქართველო. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიმდებარედ. პატივისცემით, --Mehman 97 19:41, 29 ივლისი 2019 (UTC)
წინ მივდივართ!
რედაქტირებასტატიების რაოდენობით ლათინურ ვიკიპედიას გადავასწარით და 57-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. გილოცავთ! გიო ოქრო 07:05, 6 აგვისტო 2019 (UTC)
- ასეც ველოდით. მეც გილოცავთ. --Wiki - ჯაბა 10:31, 6 აგვისტო 2019 (UTC)
- მკვდარ ენას მაინც გადავუსწროთ! --OpusDEI 11:13, 8 აგვისტო 2019 (UTC)
13 სტატიაც და უზბეკურსაც გავუსწრებთ და 56-ეზე გადავინაცვლებთ. --Wiki - ჯაბა 04:53, 19 აგვისტო 2019 (UTC)
სტრატეგიის სალონი
რედაქტირებამოგესალმებით. 2019 წლის 8 სექტემბერს (კვირას), „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ფონდ ვიკიმედიის ხელშეწყობით საქართველოში ატარებს სტრატეგიის სალონს, რომელიც თავის მხრივ უნდა შეიმუშავოს რეკომენდაციები ვიკიმედიის მოძრაობისა და ფონდ ვიკიმედიის განვითარებისთვის. სტრატეგიის სალონში მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი ვიკიპედიელები და ვიკიმედიის პროექტში ჩართული პირები, აგრეთვე საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები. სალონით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა. გაითვალისწინეთ: ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. პატივისცემით, --Mehman 97 07:37, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
- „ქვემოთ მოცემული ინფორმაცია (თქვენი მომხმარებლის სახელი; სახელი; გვარი) იქნება საჯაროდ წარმოდგენილი მეტა-ვიკიზე და ვიკიმედიის სხვა პროექტებში; აგრეთვე ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მოხსენებებში. თუ გსურთ მარტო თქვენი მომხმარებლის სახელის ასახვა, გთხოვთ შენიშვნის სექციაში აღნიშნოთ ამის შესახებ და იქნება გამოქვეყნებული მარტო მომხმარებლის სახელი.“ რატომ გვავალდებულებთ გვარ-სახელის მითითებას, ტელ. ნომრის მითითებას. ეს ყველაფერი ხომ პირადი მონაცემებებია. რისი გასაჯაროების სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ცანგალა 08:22, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
- მანდ ნათლად წერია, რომ სახელის და გვარის გასაჯაროვება თუ არ გსურთ შენიშვნაში ჩაწერეთ, თავის მხრივ სახელი და გვარი ჩვენ გვჭირდება თქვენი იდენთიფიკაციისთვის, რომ დაგიშვათ კონფერენციაზე. საკონტაქტო ინფორმაცია კი არასოდეს საჯაროდ არ ქვეყნდება, შესაბამისად მაგის აღნიშვნის აუცილებლობაც არ არსებობს. მეტი ყურადღება გმართებთ. --Mehman 97 08:57, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
- ყველაფერი ყურადღებით წავიკითხე. მობილურის ნომერი *, რომელსაც ვარსკვლავი აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შევსება აუცილებლობას წარმოადგენს არ შევავსებ, რადგან ამ შემთხვევაში ელ. ფოსტის მინიშნებაც საკმარისი უნდა იყოს. ვერ ვხვდები რატომ გსურთ ამდენი პირადი მონაცემები. იმედია „მტერს“ არ ჩაუვარდება ხელში.--ცანგალა 09:39, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
- გამოვაგზავნე. არ მითხრათ არ მიგვიღიაო. --ცანგალა 09:50, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
- ღია, უხეში დარღვევაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის. თუ მიაწვდენთ ხმას, ოფიცრები აუცილებლად დაინტერესდებიან. --OpusDEI 17:45, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
- ვიცი, მაგრამ რას ვიზამთ, როდესაც დემოკრატია მკვდარია ქართულ ვიკიპედიაში და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფში, მაგრამ ... ვის გაუგონია ორი დღით ადრე აცხადებდნენ კონფერენცია ტარდება. ეს, რომელ წეს და კანონს ექვემდებარება? მაგრამ...--ცანგალა 13:23, 7 სექტემბერი 2019 (UTC)
- ღია, უხეში დარღვევაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის. თუ მიაწვდენთ ხმას, ოფიცრები აუცილებლად დაინტერესდებიან. --OpusDEI 17:45, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
- მანდ ნათლად წერია, რომ სახელის და გვარის გასაჯაროვება თუ არ გსურთ შენიშვნაში ჩაწერეთ, თავის მხრივ სახელი და გვარი ჩვენ გვჭირდება თქვენი იდენთიფიკაციისთვის, რომ დაგიშვათ კონფერენციაზე. საკონტაქტო ინფორმაცია კი არასოდეს საჯაროდ არ ქვეყნდება, შესაბამისად მაგის აღნიშვნის აუცილებლობაც არ არსებობს. მეტი ყურადღება გმართებთ. --Mehman 97 08:57, 6 სექტემბერი 2019 (UTC)
გილოცავთ!
რედაქტირებაქართული ვიკიპედია დიდი სხვაობით უსწრებს უზბეკურს და 56-ე ადგილს იკავებს! https://meta.wikimedia.org/wiki/List_of_Wikipedias --M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 17:18, 16 სექტემბერი 2019 (UTC)
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
რედაქტირებაგამარჯობა, დღეს მე @Zangala:, @David1010: და @Mehman97: ვიყავით სახელმწიფო ენის დეპარტამენტში. შეხვედრაზე განვიხილეთ ვიკიპედიაში სტატიების სახელწოდებების პრობლემური საკითხები და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის შესახებ - მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციები სტატიების პრობლემურ სახელწოდებებთან დაკავშირებით.--Melberg მიწერა 10:38, 11 ოქტომბერი 2019 (UTC)
ახალი რუკები
რედაქტირებააქვე შეგატყობინებთ, რომ დღეიდან ვიკიში ახალი openstreetmap-ზე ინტეგრირებული რუკები ამუშავდა და შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ. მაგალითის სახით იხილეთ თბილისი და სტამბოლი. --Mehman 97 19:12, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ვიკიდატაში რამე სპეციალურის შევსება ხომ არ უნდა? მაგ., მსხლები (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — აქ რომ ჩაისვას. გიო ოქრო 19:14, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- ანუ წითლად რომ შემოიხაზოს. გიო ოქრო 19:15, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- მითითებულ სოფელში არ ჩაგიმატებია ახალი რუკა, maplink-ის თარგი გამოიყენე. შემოხაზვაზე ალბათ რაღაც არის მისათითებელი. გადავამოწმებ. --Mehman 97 19:31, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- არ ჩამიმატებია. წინასწარი გადახედვით ვცადე და არ შემოიხაზა. გიო ოქრო 19:34, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- შემოხაზვა როგორც ჩანს openstreetmap-ზეა დამოკიდებული, ვიკიდატაზე ისეთი არაფერი ჩანს, რაც მოხაზავდა მას. ხვალ დეველოპერებს ვკითხავ კიდევ. --Mehman 97 19:39, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- კარგია თუკი გაარკვევ. იქნებ როგორმე ჩასწორებაც შევძლოთ. ზოგიერთი სახელი არასწორადაა დატანილი. გიო ოქრო 19:41, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- დასახლებული პუნქტის საზღვრები წესით იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ თავად OpenStreetMap-ზე არის დატანილი პოლიგონით. თბილისის და ზოგიერთი დიდი ქალაქის არის მოცემული.--Alan📭🕙 21:58, 9 ნოემბერი 2019 (UTC)
- კარგია თუკი გაარკვევ. იქნებ როგორმე ჩასწორებაც შევძლოთ. ზოგიერთი სახელი არასწორადაა დატანილი. გიო ოქრო 19:41, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- შემოხაზვა როგორც ჩანს openstreetmap-ზეა დამოკიდებული, ვიკიდატაზე ისეთი არაფერი ჩანს, რაც მოხაზავდა მას. ხვალ დეველოპერებს ვკითხავ კიდევ. --Mehman 97 19:39, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- არ ჩამიმატებია. წინასწარი გადახედვით ვცადე და არ შემოიხაზა. გიო ოქრო 19:34, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- მითითებულ სოფელში არ ჩაგიმატებია ახალი რუკა, maplink-ის თარგი გამოიყენე. შემოხაზვაზე ალბათ რაღაც არის მისათითებელი. გადავამოწმებ. --Mehman 97 19:31, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
- კი, openstreetmap-ზეა დამოკიდებული ამ შემთხვევაში, როგორც საზღვრები, ისე სახელწოდებებიც. --Mehman 97 21:37, 10 ნოემბერი 2019 (UTC)
- ანუ წითლად რომ შემოიხაზოს. გიო ოქრო 19:15, 28 ოქტომბერი 2019 (UTC)
ვიკისკოლა საქართველო
რედაქტირებამოგესალმებით! ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს ქართულ ვიკიპედიაში სტატიებს დაწერენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის მიერ ორგანიზებული ვიკისკოლა საქართველოს მოსწავლეები. გთხოვთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მყისიერი ქმედებებისაგან რედაქტირების კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მადლობა, --Mehman 97 11:22, 19 ნოემბერი 2019 (UTC)
ge.wikimedia.org
რედაქტირებამოგესალმებით! „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ადმინისტრაციული საიტი შეიქმნა, ახლა მის "მოწყობაზე" ვმუშაობთ. საიტი განცალკევებულია ვიკიმედიის სხვა საიტებისგან (მაგ. ვიკიპედიისგან), შესაბამისად თქვენი მოქმედი ვიკი ანგარიშით ვერ შეხვალთ და ვერც დარეგისტრირდებით, თუ გსურთ თქვენი ანგარიშით შეგიქმნათ ანგარიში, მომწერეთ თქვენი მეილი (mehman@wikimedia.ge), სადაც მიიღებთ ერთჯერად პაროლს. --Mehman 97 11:30, 21 ნოემბერი 2019 (UTC)
- @Mehman97: არ მაქვს მეილი :(, დარეგისტირების შანსი=0% მაქვს--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 18:06, 17 დეკემბერი 2019 (UTC)
ერედვის მუნიციპალიტეტი
რედაქტირებასალამი. დღეს ვიმყოფებოდი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და შევეცადე დამეზუსტებინა რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ-ჯერობით სოფლების შესვლა-არშესვლით შემოიფარგლება. დაზუსტდა: 1) რომ ის სოფლები, რომლებსაც ენციკლოპედია „საქართველო“ ერედვის მუნიციპალიტეტს მიაწერს, მართლაც ეკუთვნის ერედვის მუნიციპალიტეტს; 2) რომელი სოფელი რომელ ტერიტორიულ ორგანოში შედის; 3) რომელ სოფლებზე [ან ნასოფლარებზე] ჰქონდა კონტროლი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. ჩემ მიერ შემოთავაზებული რუკა მცირე ცვლილებებს საჭიროებს. შიდა ქართლის მხარეში მისი შესვლა-არშესვლის საკითხზე ვაგრძელებ კონტაქტებს. საქმესთან დაკავშირებით ასევე ინფორმირებულია და მასში ჩართულია ბორდის წევრი, მომხმარებელი Surprizi. გიო ოქრო 12:17, 27 ნოემბერი 2019 (UTC)
- დიდი მადლობა გიორგის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობისათვის. პირადად ჩემთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს, კონკრეტულად ამ სამი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებასთან დაკავშირები. მიუხედავად გიორგის ადგილზე გასვლისა და ჩემი მხრიდან ტელეფონით გასაუბრებისა, აღნიშნული საკითხი მაინც ღიად რჩება. ვიცი ჯაბას და ,,მ,,-ს მოსაზრებები და ამიტომ ვიმედოვნებ რო აღნიშნულ საკითხზე საუბარს შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციასთანაც განვაგეძობთ, ისევე როგორც ქურთისა და თიღვის მუნიციპალიტეტებთან.Surprizi განხილვაწვლილი 10:03, 28 ნოემბერი 2019 (UTC)
ვმ საქართველოს ბიუჯეტი
რედაქტირებამოგესალმებით! გაცნობებთ, რომ ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ „ფონდ ვიკიმედიისგან“ ერთ წლიანი დაფინანსების სახით მიიღო 24 000 აშშ დოლარი (იხ. ბიუჯეტი). აღნიშნული თანხა მოხმარდება წლიური „2020 სამოქმედო გეგმის“ შესრულებისთვის, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და „ფონდ ვიკიმედიას“ შორის. პატივისცემით, --Mehman 97 19:12, 7 დეკემბერი 2019 (UTC)
საქართველოს ვიკიკონფერენცია 2019
რედაქტირებამოგესალმებით! გაცნობებთ, რომ საქართველოს ვიკიკონფერენცია 2019 გაიმართება ამ კვირა დღეს, 22 დეკემბერს. კონფერენცია დაიწყება 12 საათზე, გთხოვთ 15 წუთით ადრე გამოცხადდეთ. რეგისტრაციისთვის და მოხსენების გასაკეთებლად გაეცანით ბმულზე მოცემულ ინფორმაციას. მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 5, მთაწმინდა, თბილისი, საქართველო (საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოპირდაპირედ). — Mehman 97 17:27, 17 დეკემბერი 2019 (UTC)