ვასილი ჩუიკოვი

საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის მარშალი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი

ვასილი ივანეს ძე ჩუიკოვი (რუს. Василий Иванович Чуйков; დ. 12 თებერვალი (31 იანვარი), 1900, სოფ. სერებრიანიე-პრუდი, ახლანდ. მოსკოვის ოლქი — გ. 18 მარტი, 1982, მოსკოვი) — საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის მარშალი (1955), საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (19 მარტი, 1944 და 6 აპრილი, 1945). სკკპ წევრი 1919 წლიდან.[1]

ვასილი ივანეს ძე ჩუიკოვი
რუს. Василий Иванович Чуйков
მეტსახელი შტურმის გენერალი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი (31 იანვარი), 1900
დაბადების ადგილი სოფ. სერებრიანიე-პრუდი, ვენიოვის მაზრა, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1982 (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
რსფსრ-ის დროშა რსფსრ
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯარის სახეობა წითელი არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1918–1982
წოდება საბჭოთა კავშირის მარშალი
მეთაურობდა 9th Army
ბრძოლები/ომები რუსეთის სამოქალაქო ომი, წითელი არმიის ლაშქრობა პოლონეთში, სსრკ-ფინეთის ომი, იაპონია-ჩინეთის მეორე ომი, დიდი სამამულო ომი
ჯილდოები
საბჭოთა კავშირის გმირი საბჭოთა კავშირის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი
ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი
წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი სუვოროვის I ხარისხის ორდენი სუვოროვის I ხარისხის ორდენი
სუვოროვის I ხარისხის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“
მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“
მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“ მედალი „ბერლინის აღებისათვის“ მედალი „ვარშავის გათავისუფლებისათვის“ მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა ვეტერანი“
სსრკ მედალი „საბრძოლო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის“ მედალი „ყამირი მიწების ათვისებისათვის“ მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“ საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წელი“
საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 40 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 50 წელი“ საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წელი“ მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავად“

დაიბადა გლეხის ოჯახში. სამხედრო სამსახურში იყო 1917 წლიდან, წითელ არმიაში1918 წლის აპრილიდან. დაამთავრა მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) სამხედრო-საინსტრუქტორო კურსები (1918), ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1925), ამავე აკადემიის აღმოსავლური ფაკულტეტი (1927), მგწა-ს მექანიზაციისა და მოტორიზაციის სამხედრო აკადემიასთან არსებული აკადემიური კურსები (1936).[2]

1917 წლის დეკემბრიდან იყო მენაღმეთა რაზმის იუნგა კრონშტადტში. 1917–1922 წლების სამოქალაქო ომში — ასეულის მეთაური, მსროლელი პოლკის მეთაურის დამხმარე (1918 წლის ნოემბრიდან) და მეთაური (1919 წლის მაისიდან), 1921–1922 წლებში — ქალაქ ველიჟის გარნიზონის უფროსი. 1927 წლიდან სამხედრო მრჩეველი ჩინეთში. 1929 წლის სექტემბრიდან შორეული აღმოსავლეთის განსაკუთრებული წითელდროშოვანი არმიის შტაბის განყოფილების უფროსი, 1932 წლიდან მგწა-ს შტაბის მე-4 სამმართველოსთან არსებული უფროსთა შემადგენლობის გასაუმჯობესებელი კურსების უფროსი. 1936 წლიდან მექანიზებული ბრიგადის უფროსი, 1938 წლის აპრილიდან ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მსროლელთა კორპუსის უფროსი. 1938 წლის ივლისიდან მეთაურობდა ბობრუისკის მებრძოლთა საარმიო ჯგუფს (1939 წლის სექტემბერში გადაკეთდა მე-4 არმიად), მონაწილეობდა ლაშქრობაში დასავლეთ ბელორუსიაში. სსრკ-ფინეთის ომში (1939–1940) მეთაურობდა მე-9 არმიას. 1940 წლის მარტიდან ისევ მე-4 არმიის მეთაური იყო. 1940 წლის დეკემბრიდან 1942 წლის მარტამდე სამხედრო ატაშე ჩინეთში.[2]

დიდ სამამულო ომში ჩაერთო 1942 წლის მაისში, მოქმედ არმიაში: 1-ლი სარეზერვო არმიის (1942 წლის ივლისიდან — 64-ე არმიის) მეთაური. 1942 წლიდან მეთაურობდა 62-ე არმიას, 1943 წლის აპრილში გადაკეთდა მე-8 საგვარდიო არმიად, ვასილი ჩუიკოვი ომის ბოლომდე მის მეთაურად დარჩა. ამ არმიამ დაიცვა სტალინგრადი (დღ. ვოლგოგრადი), მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთის დონეცისა და დნეპრის ფორსირებაში, ზაპოროჟიეს და ოდესის განთავისუფლებაში, ვისლა-ოდერის ოპერაციაში და სხვ. ბერლინის ოპერაციაში (1945) არმიის მებრძოლებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ბელორისიის I ფრონტის მთავარ მიმართულებაზე, გაარღვიეს მტრის ძლიერი თავდაცვა ზელოვის სიმაღლეებზე და ომი დაასრულეს ბერლინში.[2]

ომის შემდეგ 1946 წლიდან იყო გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფის მთავარსარდლის მოადგილე, 1-ლი მოადგილე, ხოლო 1949 წლიდან — მთავარსარდალი.[2] 1953–1960 წლებში კიევის სამხედრო ოლქის მეთაური. 1960–1964 წლებში სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე და 1961–1972 წლებში ერთდროულად სსრკ სამოქალაქო თავდაცვის უფროსი. 1972 წლიდან სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფის გენერალური ინსპექტორი. 1961 წლიდან სკკპ ცკ-ის წევრი (1952 წლიდან კანდიდატი). სსრკ II–X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[1]

დაჯილდოებულია 9 ლენინის ორდენით (1943, 1944, 1945 და სხვ.), 4 წითელი დროშის ორდენით (1920, 1925 და სხვ.), 3 სუვოროვის I ხარისხის ორდენით (1943, 1944, 1945),[2] საპატიო იარაღით (ხმლით, 1968) და მედლებით, აგრეთვე უცხოური ორდენებითა და მედლებით.[1] დაკრძალულია ვოლგოგრადში, მამაის ყორღანზე.[2]

თხზულებები

რედაქტირება
  • От Пекина до Берлина, 1927–1945. — М., 2015.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Падерин И. Г. Земля не терпит робких. — М., 1970.
  • Командарм 62-й / Авт.-сост. Т. Д. Кузьмин. — Волгоград, 2002.
  • Слипченко Ф. Ф. Навечно в памяти народной. — Волгоград, 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 168.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Нестёркин В. Д. ЧУЙКОВ // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 641.