მამაის ყორღანი (რუს. Мамаев курган) — შემაღლება მდინარე ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ქალაქ ვოლგოგრადის ცენტრალურ რაიონში, სადაც სტალინგრადის ბრძოლის დროს მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლა 1942 წლის სექტემბრიდან 1943 წლის იანვრამდე. დღესდღეობით მამაის ყორღანი პირველ რიგში ცნობილია, როგორც სტალინგრადის ბრძოლის გმირებისადმი მიძღვნილი ანსამბლი, რომლის მთავარი მონუმენტიცაა „დედა-სამშობლო გეძახის“. მამაის ყორღანზე რამდენიმე საძმო და ინდივიდუალური საფლავია, რომელშიც განისვენებს დაახლოებით 35 000 ქალაქის დამცველის ცხედარი.

მამაის ყორღანი
Мамаев курган

მონუმენტი „დედა სამშობლო გეძახის“ მამაის ყორღანზე
კოორდინატები 48°44′32″N 44°32′13″E / 48.742222° ჩ. გ. 44.536944° ა. გ. / 48.742222; 44.536944
მდებარეობა ვოლგოგრადი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1959
დასრულების თარიღი 1967
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3410022000

2014 წლიდან მამაის ყორღანი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში[1].

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება მამაის ყორღანი დიდი ხანია ცნობილია[2][3][4]. თავისი სახელწოდება ლეგენდარულმა მამაის ყორღანმა მიიღო ოქროს ურდოს პერიოდიდან. გორაკზე მდებარეობდა სადარაჯო პუნქტი, რომელიც შექმნა ოქროს ურდოს დუმნის მეთაურმა მამაიმ[2].

არსებობს ლეგენდა რომ დუმნისთავი მამაი დაკრძალულია ყორღანში და სახელიც მის პატივსაცემად ეწოდა, მაგრამ საფლავი ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი.

ანსამბლი

რედაქტირება

ანსამბლის ძირითადი კომპოზიცია შედგება შემდეგი ნაგებობებისგან:

  • კომპოზიცია - ჰორელიეფი „თაობების მეხსიერება“.
  • ვერხვებისს ხევანი
  • დაღუპულთა მოედანი
  • კედელი-ნანგრევი
  • გმირთა მოედანი
  • მონუმენტური რელიეფი
  • სამხედრო დიდების დარბაზი
  • მწუხარების მოედანი
  • მთავარი მონუმენტი: „დედასამშობლო გეძახის“
  • სამხედრო მემორიალური სასაფლაო
  • მემორიალური პარკი მამაის ყორღანის მთისწინეთზე

ყორღანის ტერიტორიაზე ჩვენს პერიოდამდე ასევე შემორჩენილია:

  • გერმანელთა ბუნკერი
  • სიცოცხლის წყარო
  • ტანკის ნახევარი შასი

მემორიალური კომპლექსის „კედწლი-ნანგრევი“ და „სამხედრო დიდების დარბაზის“ მონახულებისას თან ახლავს ხმის კომპოზიციები.

მწუხარების მოედნიდან იწყება აღმართი ყორღანის მწვერვალისკენ, სადაც დგას ძირითადი მემორიალი „დედასამშობლო გეძახის“. ბორცვზე დაკრძალულია 34505 მებრძოლი - ქალაქის დამცველები, აქვეა 37 გრანიტის საფლავი სადაც დაკრძალულია საბჭოთა კავშირის ის გმირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სტალინგრადის ბრძოლაში.

ქანდაკება „დედასამშობლო გეძახის“ არის მთელი ანსამბლის კომპოზიციური ცენტრი. ეს არის ქალი, რომელსაც ხელში უჭირავს ხმალი და დგას საბრძოლო მოწოდების პოზაში. ძეგლის სიმაღლეა 85 მეტრი ხმალთან ერთად და 52 მეტრი ხმლის გარეშე. ქანდაკება რკინაბეტონითაა შექმნილი, გამოყენებულია 5 500 ტონა ბეტონი და 2 400 ტონა მეტალის კონსტრუქცია.

ყორღანის ძირიდან მის მწვერვალამდე 200 გრანიტის საფეხურია, რომელიც სტალინგრადის ბრძოლის 200 დღეს ეძღვნება.

1959 წლის მაისში მოქანდაკე ევგენი ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით მამაის ყორღანზე დაიწყო ძეგლი-ანსამბლის „სტალინგრადის ბრძოლის გმირებს“ მშენებლობა.

1967 წლის 15 ოქტომბერს შედგა ძეგლის საზეიმო გახსნა. ცერემონიალში მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომპარტიის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი ანდრეი გრეჩკო, საბჭოთა კავშირის მარშლები ანდრია ერიომენკო და ვასილი ჩუიკოვი.

თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა ანსამბლის მეორე ეტაპის მშენებლობას - ლენინის გამზირიდან ვოლგამდე. ამ გზაზე უნდა გაშენებულიყო საფეხმავლო ხეივანი სადაც განთავსებული იქნებოდა სტელები ყველა იმ შენაერთის სახელობისა, რომლებიც მონაწილეობდნენ სტალინგრადის ბრძოლაში[5].

2008 წლის 31 იანვარს შეიტანეს რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლების სიაში და ამ პერიოდიდან ფედერალური კუთვნილებაა[6]. რუსეთის კულტურის უწყებისაათვის გადაცემის წინ იგი გაერთიანდა მუზეუმ-პანორამასთან „სტალინგრადის ბრძოლა“. გაერთიანებული დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე ველიჩკინი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ოლქის კულტურის განყოფილებას.

2008 წელს დირექციამ განაცხადა ახალი საგამოფენო დარბაზის აშენების შესახებ[7].

2008 წლის 12 ივნისს მოსკოვში წითელ მოედანზე გამოაცხადეს კონკურსის „რუსეთის შვიდი საოცრების“ შედეგი. რეზულტატის მიხედვით მამაის ყორღანი შევიდა რუსეთის შვიდი საოცრების სიაში[8].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. UNESCO World Heritage Centre. Mamayev Kurgan Memorial Complex "To the Heroes of the Battle of Stalingrad" - UNESCO World Heritage Centre. whc.unesco.org. ციტირების თარიღი: 2016-03-17.
  2. 2.0 2.1 Символы российских городов — Волгоград. Мамаев курган (ссылка проверена 5 декабря 2010)
  3. Мамаев Курган на сайте о Волгограде დაარქივებული 2011-01-29 საიტზე Wayback Machine. (ссылка проверена 28 ноября 2010)
  4. Фильм «Сталинградская битва» на Youtube, слушать 42-48-е секунды — фильм был снят в 1948-49 годах, однако, название «Мамаев Курган» в нём уже приводится, что говорит о том, что оно было известно уже до строительства мемориала (ссылка проверена 28 ноября 2010).
  5. Аркадий Урицкий.. (15 ноября 2010 года) Мамаев Курган заслонят небоскребами. V1.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2010-11-18.
  6. Мамаев курган стал федеральным. news.vdv-s.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2018-05-26.
  7. Ребрикова, Ирина. Мамаев курган. Вход свободный?. VOLGOGRAD.RU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 10 апреля 2008.
  8. Мамаев курган стал чудом России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-24. ციტირების თარიღი: 2018-05-26.