დედა-სამშობლო (ვოლგოგრადი)
დედა-სამშობლო (რუს. Родина-мать) — ძეგლი-ანსამბლის „სტალინგრადის ბრძოლის გმირების“ კომპოზიციური ცენტრი მამაის ყორღანზე, ქალაქ ვოლგოგრადში. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქანდაკება მშენებლობის პერიოდში, ყველაზე მაღალი ქანდაკება რუსეთში და ევროპაში კვარცხლბეკის გარეშე.
დედა-სამშობლო Родина-мать | |
---|---|
მონუმენტი „დედა სამშობლო გეძახის“ მამაის ყორღანზე | |
კოორდინატები | 48°44′32″N 44°32′13″E / 48.742278° ჩ. გ. 44.537083° ა. გ. |
მდებარეობა | რუსეთი, ვოლგოგრადი, |
არქიტექტორი | ევგენი ვუჩეტიჩი, ნიკოლაი ნიკიტინი |
მასალა | ბეტონი |
სიმაღლე | 85 მ |
დაწყების თარიღი | 1959 |
დასრულების თარიღი | 1967 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საერთო ინფორმაცია
რედაქტირებამოქანდაკე ევგენი ვუჩეტიჩისა და ინჟინერ ნიკოლოზ ნიკიტინის ნამუშევარი არის მრავალმეტრიანი ქალის ქანდაკება, რომელსაც ფეხი აქვს წინ გადაადგმული და ხელში უჭირავს ხმალი. ქანდაკება დედა-სამშობლოს ალეგორიას წარმოადგენს, რომელიც მოუწოდებს თავის შვილებს მტერთან საბრძოლველად.
ქანდაკების მშენებლობა დაიწყო 1959 წლის მაისში და დასრულდა 1967 წლის 15 ოქტომბერს. შექმნის მომენტში ქანდაკება იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა. ძეგლი-ანსამბლის მთავარ ქანდაკებაზე სარესტავრაციო სამუშაოები ორჯერ მიმდინარეობდა: 1972 წელს და 1986 წელს. 1972 წლის რესტავრაციისას შეცვალეს ხმალი.
სავარაუდოა, რომ მოქანდაკემ ქანდაკება გამოძერწა ბადროს მტყორცნელი სპოტსმენის ნინო დუმბაძის მიხედვით, ხოლო სახე საკუთარი მეუღლის ვერას მიხედვით[1]. სხვა მოსაზრების მიხედვით ქანდაკებისათვის პოზიორობდნენ ანასტასია პეშკოვა[2], ვალენტინა იზოტოვა[3] ან ეკატერინა გრებნევა[4]. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ქანდაკებას აქვს პარალელები პარიზის ტრიუმფალური თაღის ფიგურასთან „მარსელიოზა“. ასევე ფიქრობენ რომ ძეგლის პოზიცია შთაგონებულია გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს მიხედვით.
2010 წლის ოქტომბერში მუშაობა დაიწყეს ძეგლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად[5].
მთელი ღამის განმავლობაში ქანდაკება განათებულია პროჟექტორებით.
ტექნიკური მონაცემები
რედაქტირებაქანდაკება დამზადებულია რკინაბეტონისაგან. გამოყენებულია 5 500 ტონა ბეტონი და 2 400 ტონა მეტალის კონსტრუქცია (კვარცხლბეკის გარეშე).
ძეგლის საერთო სიმაღლეა 85 მეტრი[6], 87 მეტრია კვარცხლბეკთან ერთად. იგი აღმართულია ბეტონის ფუნდამენტზე, რომლის სიღრმეც 16 მეტრია. ქალის ფიგურის სიმაღლე ხმლის გარეშე არის 52 მეტრი[7]. ძეგლის მასა 8 ტონაზე მეტია.
ქანდაკება დგას კვარცხლბეკზე, რომლის სიმაღლეც 2 მეტრია, კვარცხლბეკი თავის მხრივ დგას ფუნდამენტზე, რომელიც 16 მეტრი სიღრმისაა და თითქმის არ ჩანს, მთელი ფუნდამენტი მიწის ქვეშაა მოქცეული.
ქანდაკება მასიური არაა, მის შიგნით ღრუა. შიგნით მთელი ქანდაკება შედგება პატარა ოთახებისაგან. რკინაბეტონის ქანდაკების კედლები 25-30 სმ სისქისაა. კარკასის სიმაგრეს ემსახურება 117 მეტალის ტროსი.
ხმლის სიგრძე არის 33 მეტრი და მასა 14 ტონა, იგი თავდაპირველად უჟანგი ტიტანის ფილებისაგან იყო დამზადებული. ქარის გამო ხმალმა დეფორმაცია განიცადა. ტიტანის ფირფიტები გადაადგილდა და ქარის დროს იწვევდა ხმაურს. სწორედ ამის გამო 1972 წელს უჟანგი ტიტანის ფილები მთლიანი რკინის მადნით ჩამსხმული ხმლით შეცვალეს[8][9]. ქანდაკების რკინაბეტონის კონსტრუქცია გაამაგრეს 1986 წელს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის შესაბამისად, რომელსაც ხელმძღვვანელობდა რომან სერიხი.
ფაქტები
რედაქტირება- ქანდაკება „დედა-სამშობლო“ შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ამ მომენტისათვის ყველაზე მაღალი ქანდაკება მსოფლიოში. მისი სიმაღლე - 52 მეტრი, ხელების სიგრძე 20 მეტრი, ხმლის სიგრძე - 33 მეტრი. ქანდაკების საერთო სიმაღლე - 85 მეტრი. ამჟამად ქანდაკებას უჭირავს მეცხრე ადგილი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ქანდაკებებს შორის[10] და არის მსოფლიოს ყველაზე მაღალი არარელიგიურ ქანდაკება მსოფლიოში.
- ქანდაკების სილუეტი გამოყენებულია ვოლგოგრადის გერბზე და ვოლგოგრადის ოლქის დროშაზე.
- ქანდაკების ასლი დგას ჩინეთის ქალაქ მანჯურიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Родина-мать: история создания, фотографии
- Возведение «Родины-Матери»
- Информация о мемориальном комплексе на сайте «Госсимволика»
- Новые Известия: Косметика для Родины-матери დაარქივებული 2008-04-12 საიტზე Wayback Machine.
- Строительство комплекса. Мемориальный комплекс Мамаев курган. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-05. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „«Родина-мать зовет!» 10 фактов о монументе“. culture.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-02-27.
- ↑ Иванушкина, Полина. «Слушайте! Я — Родина-мать!» // Аргументы и факты. — 2013. — № 17 (1694) за 24 апреля. — С. 69.
- ↑ Родину-мать зовут Валей. // Волгоград-Инфо (15.06.2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2010-10-17.
- ↑ Галкина, Анна. Родина-мать обосновалась на Семи Ветрах. // Ваша газета (08.06.2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ Стацкий, Григорий. «Родина-Мать» ушла на «больничный». // Сайт v1.ru (15.10.2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2010-10-17.
- ↑ Родина-мать зовет!
- ↑ Памятник-ансамбль героям Сталинградской битвы на Мамаевом кургане // Подвиг народа: Памятники Великой Отечественной войны, 1941—1945 гг. / Сост. и общ. ред. В. А. Голикова. — М.: Политиздат, 1980. — С. 127.
- ↑ Как устроен мемориал «Родина-мать». BIGPICTURE.RU. ციტირების თარიღი: 2016-06-03.
- ↑ Скульптура «Родина-мать зовет!» в Волгограде на фото и карте. russights.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-16. ციტირების თარიღი: 2016-06-03.
- ↑ Infozoom — Самые высокие статуи мира. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2018-05-27.