ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი
ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (პოლონურად Wydział Orientalistyczny Uniwersytetu Warszawskiego.)— აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრი პოლონეთში. მდებარეობს ვარშავაში, ფაკულტეტი მდებარეობს უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში.
დაფუძნდა | 2008 |
---|---|
ტიპი | ფაკულტეტი და აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება |
ქვეყანა | პოლონეთი |
http://orient.uw.edu.pl |
2008 წლამდე ოფიციალური სახელწოდება "ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტი" იყო
ისტორია
რედაქტირებაფაკულტეტი დაფუძნებულ იქნა 1932 წელს. პირველი რექტორი იყო სტანისლავ სხაერი. 1933 წელს სტუდენტებს ოთხი სპეციალობის არჩევა შეეძლოთ: ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, სინოლოგია და თურქოლოგია. 1952 წელს სპეციალურ მიმართულებებს დაემატა აფრიკანისტიკის, ასიროლოგიის, სემიტოლოგიის კათედრები. 1975 წელს ოფიციალურად ფორმდება სპეციალიზაციები შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
- აფრიკანისტიკა,
- არაბისტიკა
- ისლამოლოგია
- სემიტოლოგია
- ეგვიპტოლოგია
- ასიროლოგია
- ინდოლოგია
- ირანისტიკა
- იაპონოლოგია
- მონგოლისტიკა
- სინოლოგია
- თურქოლოგია.
დღესდღეობით ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თავის რიგებში აერთიანებს 130 თანამშრომელს, ხოლო სტუდენტების რიცხვი 1200 კაცს აღემატება.
სტრუქტურა
რედაქტირება- არაბისტიკის და ისლამოლოგიის კათედრა
- სამხრეთ აზიის კათედრა
- აფრიკის ენათა და კულტურათა კათედრა
- ჰებრაისტიკის განყოფილება
- ირანისტიკის განყოფილება
- ევროპული ისლამის განყოფილება
- იაპონოლოგიისა და კორეანისტიკის განყოფილება
- სინოლოგიის განყოფილება
- თურქოლოგიისა და ცენტრალური აზიის ხალხთა განყოფილება
- ძველი აღმოსავლეთის განყოფილება
- აღმოსავლეთ ევროპის სტუდია
- მულტიკულტურული ურთიერთობების სტუდია
- პრაქტიკული ბუდიზმის კურსები
- იუნესკოს კათედრა "საერთო სახლი - ეთნიკური კულტურები ცივილიზაციათა დიალოგში"
პედაგოგ-მასწავლებლები
რედაქტირება- იუზეფ ბიელავსკი (პოლ. Józef Bielawski) - არაბისტი, ყურანის პოლონურად მთარგმნელი
- იან ბრაუნი (პოლ. Jan Nepomucen Józef Braun) ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, შუმეროლოგი, ბასკოლოგი
- სტანისლავ გოჯინსკი (პოლ. Stanisław Godziński) მონგოლისტი, ტიბეტოლოგი, ბუდოლოგი, დიპლომატი, პოლონეთის ელჩი მონღოლეთში
- ალექსანდრ დუბინსკი (პოლ. Aleksander Dubiński) თურქოლოგი, ოსმანისტი