იან ბრაუნი
იან ბრაუნი (პოლ. Jan Braun, დ. 15 მაისი, 1926 — გ. 29 ივნისი, 2015 ) — პოლონელი ლინგვისტი-კომპარატივისტი, აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი, შუმეროლოგი, - დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მდებარე სამხრეთ მესოპოტამიის ისტორიული ნაწილის, პირველი ქალაქური ცივილიზაციის, - შუმერის სპეციალისტი.
იან ბრაუნი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 მაისი, 1926 |
დაბ. ადგილი | ლოძი |
გარდ. თარიღი | 29 ივნისი, 2015 (89 წლის) |
დასაფლავებულია | პოვონზკის სასაფლაო |
მოქალაქეობა | პოლონეთი[1] |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, მთარგმნელი, პიანისტი[2] და organist[2] |
მუშაობის ადგილი | ვარშავის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლოძის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ჰაბილიტაცია[3] |
იან ბრაუნი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ვარშავის უნივერსიტეტის ძველი აღმოსავლეთის კათედრაზე.
1991 წელს მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1995 წელს კი იგი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. იან ბრაუნის სახელი ცნობილია უპირველეს ყოვლისა თავისი კვლევებით შუმერული ენის დარგში, რომელთა მიხედვით ეს ენა მიეკუთვნება სინო-ტიბეტურ ჯგუფს. პროფესორ იან ბრაუნის აღნიშნული დასკვნა ჩინურ-ტიბეტურის შუმერულთან ნათესაობის შესახებ ეფუძნება მის მიერვე შუმერულსა და ტიბეტურ-ბირმულ ენებს შორის აღმოჩენილ პარალელებს, უპირატესად ძველ ტიბეტურ ენაში აღმოჩენილ საერთო ელემენტებს. მისი კვლევები თავმოყრილია ძირითად შრომებში სახელწოდებებით "Sumerian and Tibeto-Burman" (Warszawa 2001) და "Sumerian and Tibeto-Burman". Additional Studies (Warszawa 2004).
ამ წიგნებში პროფესორ იან ბრაუნს მოჰყავს 337 ლექსიკური შესატყვისი, რომელთა შორისაა მხოლობითი რიცხვის პირველი და მეორე პირების ნაცვალსახელების მაჩვენებლები, სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი ერთეულები და ნათესაობის გამომხატველი ცნებები, შუმერულსა და ძველტიბეტურ ენებს შორის ფონემურ შესატყვისობათა ანალიზი, სიტყვაწარმოება და მორფოლოგია.
2004 წელს პროფესორმა იან ბრაუნმა გააფართოვა თავის ნაშრომი და ძველტიბეტურ ენებსა და შუმერულ ენებს შორის ლექსიკური შესატყვისების სია 341-მდე გაზარდა, მოიყვანა ძირითადი ომონიმებისა და სინონიმების სია, ასევე იმ სახელადი პრეფიქსების სია, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა მოცემული ენებში.
პროფესორი იან ბრაუნი 1962-1970 წლებში დიდ უნივერსალურ ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული შუმეროლოგიური სტატიების უმეტესობის ავტორია,
ლიტერატურა
რედაქტირება- Ryszard Kulesza, Marek Stępień (red.), Historia Starożytna w Polsce (Akme.Studia historica 5), Warszawa 2009. —
- Euscaro-caucasica : historical and comparative studies on Kartvelian and Basque. Warszawa, «Dialog», 1998.
- Kassite and Dravidian. Warszawa, Wydawnictwo Agade, cop. 2009.
- Luvian and Tyrsenian. Warszawa, Wydawnictwo Agade, 2007.
- Протокартвельский язык / Protokartvelian. Warszawa, Wydawnictwo Agade, cop. 2008.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bibliothèque nationale de France Record #14538975h // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 2.0 2.1 Czech National Authority Database
- ↑ Polish Science