ესპანეთის მონარქების სია
ეს არის ესპანეთის მონარქების სია, რომლებიც არიან ესპანეთის მმართველები სიტყვის თანამედროვე გაგებით. ესპანეთის მონარქების ტახტი, ისევე როგორც პორტუგალიის ტახტი, იყო შემდეგნი:
- ვესტგუთების მეფეები
- გალისიის მეფეები
- ასტურიის მეფეები
- არაგონის მეფეები
- კასტილიის მეფეები
- ლეონის მეფეები
- ნავარის მეფეები
ეს წარმომავლობები საბოლოოდ გააერთიანა ფერდინანდ II-ისა და ისაბელ I-ის ქორწინებამ. მიუხედავად ამისა მათი სამეფოები კვლავ განცალკევებულები იყვნენ, მათი პირადი კავშირებით ისინი მართავდნენ თავიან თავებს ერთად, როგორც ერთი ბატონობა. ფერდინანმა ასევე დაიპყრო ნავარის სამხრეთ ნაწილი და შემოუერთა იგი ესპანეთს. ეზაბელამ მისი სამეფო დაუტოვა თავის დას, ხოანას. ფერდინანდის სიკვდილის შემდეგ, მისმა ქალიშვილმა ხოანამ მემკვიდრეობით მიიღო არაგონის სამეფო. ხოანას შვილს, მომავალ საღვთო რომის იმპერატორს - კარლ I-ს არ უნდა რომ ყოფილიყო უბრალო რეგენტი, იგი იყო გამოცხადებული კასტილიის და არაგონის ერთობლივ მეფედ მის დედასთან ერთად ბრიუსელში. მის სიკვდილამდე, იგი გახდა კასტილიისა და არაგონის განსაკუთრებული მეფე. იმ დროიდან ტახტები მუდმივად გაერთიანებული იყო.
ავსტრიელთა (ჰაბსბურგების) საგვარეულო
რედაქტირებახუანასა და კარლ I-ის ქვეშ, კასტილიისა და არაგონის ტახტი საბოლოოგ გაერთიანდა ერთ მონარქად.
# | სახელი | დასაწყისი | დასასრული | ტიტული | ნათესაობა წინამორბედ(ებ)თან | |
---|---|---|---|---|---|---|
1 | კარლ I |
14 მარტი, 1516 | 16 იანვარი, 1556 | საღვთო რომის იმპერატორი, მეფე რომაელების, იტალიელების და ესპანელების, |
ხუანას შვილი, ისაბელას და ფერდინანდის შვილიშვილი. | |
2 | ფილიპე II | 16 იანვარი, 1556 | 13 სექტემბერი, 1598 | მეფე ესპანეთის, პორტუგალიის და ნეაპოლის. |
კარლ I-ის შვილი | |
3 | ფილიპე III | September 13, 1598 | 31 მარტი, 1621 | მეფე ესპანეთის და პორტუგალიის. | ფილიპე II–ის შვილი | |
4 | ფილიპე IV | 31 მარტი, 1621 | 17 სექტემბერი, 1665 | მეფ ესპანეთის და 1640 წლამდე პორტუგალიის | ფილიპე III–ის შვილი | |
5 | კარლ II | 17 სექტემბერი, 1665 | 1 ნოემბერი, 1700 | მეფე ესპანეთის ესპანური ჰოლანდიის მმართველი |
ფილიპე IV–ის შვილი |
ბურბონების საგვარეულო
რედაქტირება1700 წელს კარლ II გარდაიცვალა. კარლი შეცვალა 16 წლის ფილიპმა, კარლის დის, მარია ტერეზას შვილიშვილმა, როგორც მისმა მემკვიდრემ.[1]
# | სახელი | დასაწყისი | დასასრული | ტიტული | ნათესაობა წინამორბედ(ებ)თან | |
---|---|---|---|---|---|---|
6 | ფილიპე V | 16 ნოემბერი, 1700 | 14 იანვარი, 1724 | ესპანეთის მეფე | ფილიპ IV–ის დიდი შვილიშვილი | |
7 | ლუის I | 14 იანვარი, 1724 | 31 აგვისტო, 1724 | ესპანეთის მეფე | ფილიპე V-ის შვილი | |
8 | ფილიპე V | 6 სექტემბერი, 1724 | 9 ივლისი, 1746 | ესპანეთის მეფე | ლუის I-ის მამა | |
9 | ფერდინანდ VI | 9 ივლისი, 1746 | 10 აგვისტო, 1759 | ესპანეთის მეფე | ფილიპე V-ის შვილი | |
10 | კარლ III | 10 აგვისტო, 1759 | 14 დეკემბერი, 1788 | ესპანეთის, ნეაპოლის და სიცილიის მეფე, პარმის დუკე |
ფილიპე V-ის შვილი | |
11 | კარლ IV | 14 დეკემბერი, 1788 | 19 მარტი, 1808 | ესპანეთის მეფე | კარლ III-ის შვილი | |
12 | ფერდინანდ VII | 19 მარტი, 1808 | 6 მაისი, 1808 | ესპანეთის მეფე | კარლ IV-ის შვილი |
ბონაპარტების საგვარეულო
რედაქტირებაერთადერთი მონარქი ამ დინასტიიდან იყო ჟოსეფი, მისი ძმის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის დაძალებით. იგი ქვეყნის სათავეში მოვიდა კარლ IV-ისა და ფერდინანდ VII-ის უარის თქმის შემდეგ. წოდება, რომელსაც ჟოსეფი ატარებდა შემდეგნაირად ჟღერდა: "ესპანეთისა და ინდოეთის მეფე, გრაცია ღმერთი და კონსტიტუციური მდგომარეობა". მას შემდგომ მიცეს წინა მეფეების ყველა წოდება.
# | სახელი | დასაწყისი | დასასრული | ტიტული | ნათესაობა წინამორბედ(ებ)თან | |
---|---|---|---|---|---|---|
6 | ჟოზეფ I | 6 ივნისი, 1808 | 11 დეკემბერი, 1813 | ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე | ნაპოლეონ ბონაპარტის ძმა |
ბურბონების პირველი რესტავრაცია
რედაქტირებაკარლ IV-ის უფროსი შვილმა მიიღო ტახტის მემკვიდრეობა. წოდებას რომელსაც ატარებდა შემდეგნაირად ჟღერდა: კასტილიის, ლეონისა და არაგონის მეფე...გრაცია ღმერთისაგან
# | სახელი | დასაწყისი | დასასრული | ტიტული | ნათესაობა წინამორბედ(ებ)თან | |
---|---|---|---|---|---|---|
6 | ფერდინანდ VII | 11 დეკემბერი, 1813 | 29 სექტემბერი, 1833 | ესპანეთის მეფე | კარლ IV-ის შვილი | |
6 | ისაბელა II | 29 სექტემბერი, 1833 | 30 სექტემბერი, 1868 | ესპანეთის დედოფალი | ფერდინანდ VII-ის შვილი |
1868 წლის ესპანეთის რევოლუციის შემდეგ გადადგა იზაბელა II, ჩამოყალიბდა პროვინციული მმართველობა და რეგენტობით მეთაურობდა ფრანცისკო სერანო ი დომინგუესი 1868 წლის 8 ოქტომბრიდან 1871 წლის 2 იანვარმდე, მანამ სანამ ახალი მონარქი მოიძებნა. ამადეუსი არჩეული იყო როგორც მეფე და მას ახალი წოდება ჰქონდა: ესპანეთის მეფე, გრაცია ღმერთი და ერის ნება-სურვილი
# | სახელი | დასაწყისი | დასასრული | ტიტული | ნათესაობა წინამორბედ(ებ)თან | |
---|---|---|---|---|---|---|
6 | ამადეუს I | 4 დეკემბერი, 1870 | 11 თებერვალი, 1873 | ესპანეთის მეფე |
ესპანეთის პირველი რესპუბლიკა (1873-1874)
რედაქტირებაიხილეთ ესპანეთის პრეზიდენტი
ბურბონების მეორე რესტავრაცია
რედაქტირებაიზაბელა II-ის უფროსმა შვილმა აღადგინა ტახტი. ესპანეთის კონსტიტუციური მეფე.
ფრანკოისტური ესპანეთი (1936-1975)
რედაქტირება1936 წლის 1 ოქტომბერს გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ გამოაცხადა სახელმწიფო მეთაურობა ესპანეთის იმ ნაწილებში, რომელსაც ნაციონალისტები აკონტროლებდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ. ომის დასასრულის შემდგომ, 1939 წლის 1 აპრილს გენერალმა ფრანკომ მთელი ესპანეთის გაკონტროლება დაიწყო. 1947 წელს, ფრანკომ გამოაცხადა მონარქიის რესტავრაცია, მაგრამ არ დართო ნება ფარისეველ უნფანტე ხუანს რომ დამჯდარიყო ტახტზე. 1969 წელს, ფრანკომ განაცხადა რომ ხუან კარლოსი, ბარსელონის გრაფის შვილი, იქნებოდა მისი მემკვიდრე. 1975 წლის, ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ხუან კარლოსმა მემკვიდრეობით მიიღო მისგან ესპანეთის მეფობა.
ესპანეთის მეორე რესპუბლიკა (1931-1939)
რედაქტირებაიხილეთ ესპანეთის პრეზიდენტი
ბურბონების მესამე რესტავრაცია
რედაქტირება# | სახელი | დასაწყისი | დასასრული | ტიტული | ნათესაობა წინამორბედ(ებ)თან | |
---|---|---|---|---|---|---|
6 | ალფონსო XII | 30 დეკემბერი, 1874 | 25 ნოემბერი, 1885 | ესპანეთის კონსტიტუციური მეფე | ისაბელა II-ის შვილი | |
6 | ალფონსო XIII | 17 მაისი, 1886 | 14 აპრილი, 1931 | ესპანეთის კონსტიტუციური მეფე | ალფონსო XII-ის შვილი |
# | სახელი | დასაწყისი | დასასრული | ტიტული | ნათესაობა წინამორბედ(ებ)თან | |
---|---|---|---|---|---|---|
6 | ხუან კარლოს I | 22 ნოემბერი, 1975 | 19 ივნისი, 2014 | ესპანეთის მეფე | ალფონსო XIII ის შვილიშვილი | |
6 | ფილიპე VI | 19 ივნისი, 2014 | დღემდე | ესპანეთის მეფე | ხუან კარლოს I-ის შვილი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კამენი, ჰენრი. "ფილიპე V (ესპანეთი):: მეფე, რომელმაც იმეფა ორჯერ", გვ. 6. იალის უნივერსიტეტის პრესის გამომცემლობა, 2001. ISBN 0-300-08718-7