ისაბელ II (ესპანეთი)
ისაბელ II (ესპ. Isabel II; დ. 10 ოქტომბერი, 1830, მადრიდი — გ. 19 აპრილი, 1904, პარიზი) — ესპანეთის დედოფალი 1833-1868 წლებში, 1837 წლიდან იგი იყო ესპანეთის კონსტიტუციური მონარქიის პირველი მონარქი.
ისაბელ II | |
---|---|
Isabel II de Borbón | |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 სექტემბერი, 1833 |
მმართ. დასასრული: | 30 სექტემბერი, 1868 |
წინამორბედი: | ფერდინანდ VII |
მემკვიდრე: | ამადეუს I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 ოქტომბერი, 1830 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 19 აპრილი, 1904 |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი |
შვილები: |
ისაბელი, ასტურიის პრინცესა ალფონსო XII, ესპანეთის მეფე მარია დელ პილარი მარია დე ლა პასი ეულალია, გალიერას ჰერცოგინია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფერდინანდ VII |
დედა: | მარია კრისტინა სიცილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფერდინანდ VII-ისა და მარია კრისტინა სიცილიელის შვილი. სამეფო ტახტი დაიკავა ფერდინანდის მიერ სალიკური სამართალის შეცვლის შედეგად. მცირეწლოვან დედოფალს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი დონ კარლოსი, რამაც გამოიწვია პირველი კარლისტური ომი.
დედოფალ ისაბელის ბრძანებით 1850 წელს მადრიდში სამეფო თეატრი ააშენეს.
დაამხეს 1968 წელს და ქვეყნიდან გაიქცა. 1870 წელს ემიგრაციაში ყოფნის დროს უარი თქვა ტახტზე შვილის ალფონსო XII-ის სასარგებლოდ. შვილისა და შვილიშვილის მეფობის პერიოდში ცხოვრებას მაინც პარიზში ატარებდა და 1904 წელს იქვე გარდაიცვალა.
ოჯახი
რედაქტირება1846 წელს დააქორწინეს საკუთარ ბიძაშვილზე ფრანსისკო ბურბონზე (1822-1902 წწ.), რომელსაც იმპოტენტისა და ჰომესექსუალის რეპუტაცია ჰქონდა. დედოფალი სულაც არ აპირებდა თავისი სიამოვნება ქვეყნის ინტერესებისათვის შეეწირა. მისი მრავალრიცხოვანი საყვარლები ძირითადად დაბალი ფენებიდან იყვნენ. მისმა შვილებმა მამების სახელების მიხედვით მიიღეს ზედწოდებები. მაგალითად: მარია ისაბელას უწოდებდნენ არანუელას, რადგან მამამისი იყო ოფიცერი ლუდვიგ არანი. ალფონსოს, მამის, ოფიცერ პუიგა მოლტოს მიხედვით პუიგმოლტეხოს უწოდებდნენ. ფრანსისკო დე ასის ბურბონმა დედოფლის ყველა შვილი თავისად აღიარა:
- მარია ისაბელა (1851–1931) — ასტურიის პრინცესა, ჯიჯენტოს გრაფის, გაეტანის ცოლი.
- მარია კრისტინა (1854–1897),
- ალფონსო XII (1857–1885) — ესპანეთის მეფე 1874–1885 წლებში
- მარია დე პილარი (1861–1879),
- მარია დე ლა პას ესპანელი (1862–1946) — ლუდვიგ ფერდინანდ ბავარიელის ცოლი;
- ეულალია (1864–1958) — ინფანტ ანტონიო ორლეანელის ცოლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Barton, Simon. A History of Spain (2009) excerpt and text search
- Carr, Raymond, ed. Spain: A History (2001) excerpt and text search
- Esdaile, Charles J. Spain in the Liberal Age: From Constitution to Civil War, 1808–1939 (2000) excerpt and text search