კარლისტური ომები — დინასტიური ომები ესპანეთის ბურბონთა ორ შტოს შორის 1833-1840 და 1872-1876 წწ. I კარლისტური ომი დაიწყო 1833 წლის 4 ოქტომბერს ფერდინანდ VII-ის სიკვდილის შემდეგ, როდესაც აბსოლუტიზმის მომხრე თავადაზნაურობამ კარლ IV-ის შვილის, დონ კარლოს უფროსის ხელმძღვანელობით მოაწყო აჯანყება ქ. ტალავერაში მარია კრისტინას (ისაბელ II-ის რეგენტი) წინააღმდეგ. კარლისტები ძირითადად პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ. 1837 წელს კარლისტების 14-ათასიანი ჯარი დონ კარლოს უფროსის მეთაურობით შეეცადა აეღო მადრიდი ამ ოპერაციის ჩაშლის შემდეგ კარლისტების მოძრაობა შენელდა. II ომი კარლისტებმა 1872 წელს წამოიწყეს. ისინი შეეცადნენ გაემეფებინათ დონ კარლოს უფროსის შვილიშვილი — დონ კარლოს უმცროსი. ვატიკანისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის რეაქციული წრეების დახმარებით მათ შეძლეს კატალონიისა და ვალენსიის დაპყრობა. მაგრამ რამდენიმე დამარცხების შემდეგ იძულებული გახდნენ ფარხმალი დაეყარათ.

ლიტერატურა

რედაქტირება