მთავარი მენიუს გახსნა

კარლოს მარია დე ბურბონი (ესპ. Carlos María de Borbón, ფრანგ. Charles Marie de Bourbon; დ. 30 მარტი, 1848 — გ. 18 ივლისი, 1909) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კარლისტთა პარტიის პრეტენდენტი ესპანეთის სამეფო ტახტზე 1868-1909 წლებში კარლოს VII-ის სახელით და საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე და პრეტენდენტი 1887-1909 წლებში შარლ XI-ის სახელით.

კარლოს მარია დე ბურბონი
D. Carlos de Borbón y de Austria-Este smoking.jpg
დაბ. თარიღი 30 მარტი, 1848
ლიუბლიანა, ავსტრია
გარდ. თარიღი 18 ივლისი, 1909, (61 წლის)
ვარეზე, იტალია
ეროვნება ესპანელები
წოდება მადრიდის ჰერცოგი
კარლისტების კანდიდატი ესპანეთის ტახტზე
საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი
(ქ. 1867 - გარდ. 1893)
ბერტა დე როანი
(ქ. 1894)
შვილ(ებ)ი ბლანკა, ტოსკანის პრინცესა
ხაიმე, მადრიდის ჰერცოგი
ელვირა
ბეატრისი
ალისია
მშობლები მამა: ხუანი, მონტისონის გრაფი
დედა: მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე

სექციების სია

ბიოგრაფიარედაქტირება

ადრეული წლებირედაქტირება

კარლოს მარია დაიბადა 1848 წლის 30 მარტს ლიუბლიანაში, ავსტრია-უნგრეთის მფლობელობაში შემავალი კარნიოლას სამეფოში, თანამედროვე სლოვენიაში. იგი იყო მონტისონის გრაფ ხუან დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტეს უფროსი ვაჟი. მისი სრული სახელია კარლოს მარია დე ლოს დოლორეს ხუან ისიდრო ხოსე ფრანსისკო კირიკო ანტონიო მიგელ გაბრიელ რაფაელი. თავისი ბავშვობა მან ლონდონში გაატარა, სადაც დაიბადა მისი უმცროსი ძმა — ალფონსო. მას შემდეგ, რაც კარლისტთა პარტიამ მამამისს ტახტის მემკვიდრეობა ჩამოართვა, კარლოს მარია მოდენაში ცხოვრობდა ბაბუასთან, ჰერცოგ ფრანჩესკო IV-თან. კარლოსს კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის ბიძასთან, მოდენას ახალ ჰერცოგ ფრანჩესკო V-თან, რომელიც მის მსგავსად ძალიან ტრადიციული კაცი იყო. ამ ყოველივეთი იგი ძალიან განსხვავდებოდა თავისი ლიბერალი მამისაგან.

ქორწინება და შვილებირედაქტირება

1867 წლის 4 თებერვალს, ავსტრიის ქალაქ ფროშდორფში კარლოსმა ცოლად შეირთო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ კარლო III-ისა და მარი ტერეზ ლუიზ არტუელის ასული მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. ბლანკა (1868-1949), ცოლად გაჰყვა ტოსკანის პრინც ლეოპოლდ სალვატორ ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ხაიმე (1870-1931), მადრიდის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ელვირა (1871-1929), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. ბეატრისი (1874-1961), ცოლად გაჰყვა როვიანოს პრინც ფაბრიციო მასიმოს, რომელიც იყო მარია კაროლინა სიცილიელის შვილიშვილი;
  5. ალისია (1876-1975), პირველად იქორწინა სკოინბურგ-ვალდენბურგის პრინც ფრიდრიხზე და შეეძინა შვილებიც, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ლინო დელ პრეტეს, რომელთანაც ასევე შეეძინა შვილები.

დე ფაქტო მეფერედაქტირება

1868 წელს კარლისტების პარტიამ კარლოსის მამას მისი ლიბერალური შეხედულებების გამო ჩამოართვა ტახტის მემკვიდრეობა და მის ვაჟს, ანუ კარლოსს გადასცა. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში მესამე კარლისტურ ომს, რომელიც 1872-76 წლებში მთელი ესპანეთის მასშტაბით მძვინვარებდა. ყოველივე ამით ისარგებლეს რესპუბლიკელებმა: დაამარცხეს დასუსტებული კარლისტები, დაამხეს მეფე ამადეო I და ესპანეთის პირველი რესპუბლიკაც ჩამოაყალიბეს.

დარჩენილი ცხოვრებარედაქტირება

1893 წელს კარლოსის პირველი ცოლი, პრინცესა მარგერიტა გარდაიცვალა, თუმცა სულ ერთ წელიწადში იგი მეორედ დაქორწინდა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ორ პრინცესას შორის: ტერეზია ლიხტენშტაინელსა და ბერტა დე როანს შორის. საბოლოოდ მან ბერტა აირჩია.

1894 წელს პრაღაში კარლოსი და მარტა დაქორწინდნენ. ბერტას ფრანგული წარმომავლობის გამო, კარლოსს ესპანელებში ავტორიტეტი დაუვარდა. ყოველივე ამის გამო ისინი ჩრდილო იტალიაში გადასახლდნენ და იქ გაატარეს სიცოცხლის უკანასკნელი წლები. სწორედ აქ, ქალაქ ვარეზეში, 1909 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა კარლოსი.

ლიტერატურარედაქტირება

  • Walther L. Bernecker, Horst Pietschmann: Geschichte Spaniens. Von der frühen Neuzeit bis zur Gegenwart. 4. überarbeitete und aktualisierte Auflage. Kohlhammer, Stuttgart 2005, ISBN 3-17-018766-X.