ეულალია ესპანელი (ესპ. Eulalia de España; დ. 12 თებერვალი, 1864 — გ. 8 მარტი, 1958) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ისა და კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისის ნაბოლარა ასული. ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის უმცროსი და.

ეულალია ესპანელი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1864
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1958, (94 წლის)
გიპუსკოა, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება გალიერას ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ანტონიო, გალიერას ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ალფონსო, გალიერას ჰერცოგი
ლუის ფერნანდო
მშობლები მამა: ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი
დედა: ისაბელ II, ესპანეთის დედოფალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ეულალია დაიბადა 1864 წლის 12 თებერვალს, მადრიდის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ისა და მისი ქმრის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისის ნაბოლარა ქალიშვილი. იგი დაბადებიდან სულ ორ დღეში, 14 თებერვალს მონათლეს კათოლიკედ, რა დროსაც მას დაარქვეს მარია ეულალია ფრანსისკა დე ასის მარგარიტა რობერტა ისაბელ ფრანსისკა დე პაულა კრისტინა მარია დე ლა პიედადი. მისი ნათლიები იყვნენ პარმის ჰერცოგი რობერტო I და მისი და, მადრიდის ჰერცოგინია მარგერიტა დე ბურბონ-პარმელი.

1868 წელს დედოფალ ისაბელ II-ის მმართველობა დაამხეს და იგი მის ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ესპანეთიდან საფრანგეთში გააძევეს. ისინი პარიზში დასახლდნენ, სადაც ეულალიამ და მისმა უფროსმა დებმა მიიღეს განათლება. იგი ამ დროს პირველად ეზიარა რომის პაპ პიუს IX-თან.

1874 წელს ეულალიას ძმამ, ალფონსო XII-მ მოახერხა ესპანეთის ტახტის დაბრუნება და სამშობლოში დაბრუნება. ეულალია და მისი დები ესპანეთში 1877 წელს დაბრუნდნენ, თუმცა მათი მშობლები კვლავ პარიზში დარჩნენ. თავიდან ეულალია მადრიდში, ესკორიალის სასახლეში დასახლდა, რის შემდეგაც იგი ქალაქ სევილიის ალკასარის სასახლეში გადავიდა.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1886 წლის 6 მარტს, მადრიდში, ეულალია ცოლად გაჰყვა თავის დეიდაშვილს, გალიერას ჰერცოგ ანტუან ორლეანელს. წყვილს ჯვარი სევილიის არქიეპისკოპოსმა სერეფინო გონსალესმა დასწერათ. აღსანიშნავია, რომ ეს საოცრად პომპეზური ქორწილი თვეების მანძილზე იგეგმებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ ალფონსო XII-ის გარდაცვალების გამო ქორწილმა კიდევ რამდენიმე თვით გადაიწია. მიუხედავად ყველაფრისა, ეულალიასა და ანტუანს მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი და ბედნიერი ოჯახიც შექმნეს. მრავალწლიანი ქორწინებიდან მათ მხოლოდ ორი ვაჟი შეეძინათ:

  1. ალფონსო (1886-1975), გალიერას ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბეატრიქს საქსენ-კობურგ-გოთელი, რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა;
  2. ლუის ფერნანდო (1888-1945), ესპანეთის ინფანტი, ცოლად შეირთო მარია კონსტანსია კარლოტა დე საი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;

ნაბოლარა ვაჟის გაჩენის შემდეგ, ეულალია განშორდა მეუღლეს და ცალკე აპარტამენტში გადავიდა. ამის შემდეგ იგი მარტო სტუმრობდა ხოლმე ესპანურ რეზიდენციებს, პარიზსა და ინგლისს.

ვიზიტი აშშ-ში

რედაქტირება
 
ჯოვანი ბოლდინის მიერ შესრულებული ეულალიას პორტრეტი

1893 წლის მაისში ეულალია ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებს. იგი მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციის გამო ეწვია ქალაქ ჩიკაგოს. საკუთრივ აშშ-მდე მან მოინახულა კუბას დედაქალაქი ჰავანა, რის შემდეგაც, 18 ჩავიდა ნიუ-იორკში. იქ მას ამერიკელების ოფიციალური დელეგაცია დახვდა და ესპანელი პრინცესა დიდი პატივით ჩაიყვანეს ვაშინგტონში, სადაც მას თეთრ სახლში საოცრად პომპეზურად დახვდა პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი. იგი ვაშინგტონში ძალიან ცოტა ხანს გაჩერდა, რის შემდეგაც იგი კვლავ ნიუ-იორკს ეწვია, რომლის ნახვაზეც იგი ყოველთვის ოცნებობდა.

პუბლიკაციები

რედაქტირება

ეულალია იყო არაერთი პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი, რაც მის წრეში დიდად საკამათო საკითხი იყო. მიუხედავად ამისა, მას ყოველთვის ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა ნათესავებთან, როგორც ესპანეთში, ასევე საზღვარგარეთ.

1912 წელს ავილას გრაფინიის ფსევდონიმით გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი, რომელიც შემდგომში ინგლისურადაც ითარგმნა. აქ ეულალია თამამად გამოთქვამდა თავის აზრებს განათლების, ქალთა უფლებების, კლასების თანასწორობის, სოციალიზმის, ცრურწმენების, რელიგიისა და ტრადიციების მიმართ. საბოლოოდ, მისმა ძმისშვილმა, მეფე ალფონსო XIII-მ მას აუკრძალა მსგავსი ნაშრომების გამოქვეყნება, რომლებიც ხალხში მეფისადმი უკმაყოფილებას იწვევდა. მიუხედავად ამისა, ეულალიამ უარი განაცხადა მისი ბრძანების შესრულებაზე და წერას განაგრძობდა.

1915 წლის მაისში მან გამოაქვეყნა კიდევ ერთი ნაშრომი, სადაც იგი გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ს სრულიად ღიად აკრიტიკებდა. მისმა ამ ნაწერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ხალხის მხრიდან და ის მალევე გამოიცა ლონდონსა და ნიუ-იორკშიც.

1925 წლიდან ეულალიამ სასამართლოს კორუფციულობასა და მსოფლიოში არსებულ უსამართლო ომებზე დაიწყო წერა. ამ დროს მან კომენტარი გააკეთა მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და სრულიად თამამად განაცხადა, რომ საფრანგეთსა და გერმანიას შორის კიდევ ერთი დიდი ომი იყო მოსალოდნელი, რაც მართლაც ასე მოხდა. მან აგრეთვე გააკრიტიკა იტალიის მეფეც, რომელმაც ხელისუფლება ხელში ფაშისტ ბენიტო მუსოლინს ჩაუგდო. ამასთან დაკავშირებით მან დაწერა: "იტალიის აღსასრულის მატარებელი დაიძრა". აღსანიშნავია, რომ მის ყველა ნაწერს აქტიურად თარგმნიდნენ და აქვეყნებდნენ ბრიტნელები და ამერიკელები.

1931 წელს ალფონსო XIII-ის მმართველობა დაამხეს და მთელი სამეფო ოჯახი ესპანეთიდან გააძევეს. ამ დროს დამხარდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკა ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით, რომელმაც დიდი პატივისცემის გამო, რომელიც მას მისი სამართლიანი აზროვნების გამო ჰქონდა, ეულალიას ესპანეთში დარჩენის ნება დართო. 1935 წელს ეულალიამ გამოაქვეყნა მემუარები, რომლებშიც იგი საფრანგეთში ცხოვრების წლებზე ჰყვებოდა. 1946 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა წიგნი, სახელად ესპანეთის პრინცესაა, რომელიც მთლიანად ეულალიას ცხოვრების გზაზე იყო.

გარდაცვალება

რედაქტირება

ეულალია გარდაიცვალა 1958 წლის 8 მარტს 94 წლის ასაკში გულის შეტევით, საკუთარ რეზიდენციაში. იგი დაკრძალეს მადრიდში, ესკორიალის სამეფო აკლდამაში. იგი იყო ფერდინანდ VII-ის უკანასკნელი ცოცხალი შვილიშვილი.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • García Luapre, Pilar. Eulalia de Borbón, Infanta de España: lo que no dijo en sus memorias. Madrid: Compañía Literaria, 1995. ISBN 84-8213-021-8.
  • "King Alfonso and His Aunt", The Times ( 4 December 1912): 9; "Princess Eulalia's Book", The Times ( 6 December 1912): 5; "The Infanta Eulalia", The Times ( 8 December 1912): 5.
  • "Cartas a Isabel II, 1893: Mi viaje a Cuba y Estados Unidos" by Eulalia de Borbón, Infanta de España, pgs. 30–33.