ალფონსო XIII (ესპანეთი)

(გადამისამართდა გვერდიდან ალფონსო XIII)

ალფონსო XIII (დ. 17 მაისი, 1886 მადრიდი — გ. 28 თებერვალი, 1941 რომი) — ესპანეთის მეფე ბურბონთა დინასტიიდან. დედის მარია კრისტინას რეგენტობით მეფობდა 1886-იდან, დამოუკუდებლად 1902–1931. ამერიკა-ესპანეთის ომის (1898) შემდეგ ესპანეთმა დაკარგა კუნძული კუბა და ფილიპინების კუნძულები. ატარებდა კოლონიურ პოლიტიკას. მასების გავლენით ალფონსო XIII იძულებული იყო გაეტარებინა ბურჟუაზიული რეფორმები. იგი ახშობდა მუშათა მოძრაობას. უთანხმოება ჰქონდა კორტესთან. ხელი შეუწყო გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატურის დამყარებას (1923 წლის 13 სექტემბერი). 1931 რევოლუციის დაწყებისთანავე ტახტიდან ჩამოაგდეს და ესპანეთიდან გააძევეს.

ალფონსო XIII
ესპანეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 17 მაისი, 1886
მმართ. დასასრული: 14 აპრილი, 1931
წინამორბედი: ალფონსო XII
მემკვიდრე: ხუან კარლოს I
რეგენტი: მარია კრისტინა ავსტრიელი
(1885-1902)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 მაისი, 1886
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 28 თებერვალი, 1941, (54 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
მეუღლე: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი
შვილები: ალფონსო, ასტურიის პრინცი
ხაიმე, ანჟუს ჰერცოგი
ბეატრისი, სივიტელას ჰერცოგინია
მარია კრისტინა, მარონეს გრაფინია
ხუანი, ბარსელონას გრაფი
გონსალო
სრული სახელი: ალფონსო ლეონ ფერნანდო მარია ხაიმე ისიდრო პასკალ ანტონიო დე ბურბონ ი ჰაბსბურგ-ლოთარინგია
დინასტია: ბურბონები
მამა: ალფონსო XII, ესპანეთის მეფე
დედა: მარია კრისტინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლიტერატურა რედაქტირება

  • Pilapil, Vicente R. Alfonso XIII. Twayne's rulers and statesmen of the world series 12. New York: Twayne, 1969.
  • Sencourt, Robert. King Alfonso: A Biography. London: Faber, 1942.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება