მარია კრისტინა ავსტრიელი

მარია კრისტინა ავსტრიელი (გერმ. Maria Christina von Österreich, ესპ. María Cristina de Austria; დ. 21 ივლისი 1858, ბრნო, ავსტრია - გ. 6 თებერვალი 1929, მადრიდი, ესპანეთი) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელის ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1879-1885 წლებში, როგორც ალფონსო XII-ის მეორე მეუღლე. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის დედა და მისი რეგენტი 1885-1902 წლებში.

მარია კრისტინა ავსტრიელი
Maria Christina von Österreich
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 ნოემბერი 1879
მმართ. დასასრული: 25 ნოემბერი 1885
წინამორბედი: მერსედეს ორლეანელი
მემკვიდრე: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 ივლისი 1858
დაბ. ადგილი: ბრნო, მორავია, ავსტრია
გარდ. თარიღი: 6 თებერვალი 1929, (70 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
მეუღლე: ალფონსო XII, ესპანეთის მეფე
შვილები: 1. მერსედესი, ასტურიის პრინცესა
2. მარია ტერეზა
3. ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე
სრული სახელი: მარია კრისტინა ჰენრიეტა დეზიდერია ფელიჩიტა რაინერია ვონ ჰაბსბურგ-ლოთარინგია
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგია
მამა: ერცჰერცოგი კარლ ფერდინანდი
დედა: ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მარია კრისტინა დაიბადა 1858 წლის 21 ივლისს ავსტრიის იმპერიაში შემავალ მორავიულ ქალაქ ბრნოში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელის შვილი.

მამის ხაზით მას ბებია-ბაბუად ტესჩენის ჰერცოგი კარლი და მისი ცოლი, პრინცესა ჰენრიეტა ნასაუ-ვეილბურგელი ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ უნგრეთის პფალცგრაფი იოზეფ ავსტრიელი და მისი მეუღლე, ჰერცოგინია მარია დოროთეა ვიუტემბერგელი.

მარია კრისტინაზე დაქორწინება უამრავ ევროპელ უფლისწულს სურდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს - ავსტრიის პრინცესა იყო, იგი ასევე აკმაყოფილებდა იმ ეპოქის სილამაზის ყველა სტანდარტს, ანუ იყო მაღალი, ქერა, თეთრკანიანი, გამხდარი, ცისფერთვალება, გონიერი, კარგად განათლებული, გემოვნებიანი, სამართლიანი და ძალიან დახვეწილი.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1879 წლის 29 ნოემბერს მარია კრისტინა ცოლად გაჰყვა ესპანეთის დაქვრივებულ მეფე ალფონსო XII-ს, რომელიც ასევე იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, სიმპათიურ და მდიდარ მონარქად მიიჩნეოდა. მარია კრისტინასა და ალფონსოს ექვსწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ სამი შვილი შეეძინათ:

  1. მარია მერსედესი (დ. 11 დეკემბერი 1880 - გ. 17 ოქტომბერი 1904), ასტურიის პრინცესა, ცოლად გაჰყვა სიცილიის პრინც კარლო დე ბურბონს და შეეძინა სამი შვილი;
  2. მარია ტერეზა (დ. 12 ნოემბერი 1882 - გ. 23 სექტემბერი 1912), ცოლად გაჰყვა ბავარიის პრინც ფერდინანდ ვიტელსბახს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  3. ალფონსო XIII (დ. 17 მაისი 1886 - გ. 28 თებერვალი 1941), ესპანეთის მეფე 1886-1931 წლებში, ცოლად შეირთო ვიქტორია ევგენია ბეტენბერგელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, გარდა ამისა მას საყვარლებთან ჰყავდა ექვსი უკანონო შვილი;

ალფონსო XII-ის პირველმა მეუღლემ, დედოფალმა მერსედეს ორლეანელმა, რომელიც სულ ექვსი თვე იყო მისი ცოლი, ვერ მოახერხა მისთვის მემკვიდრის გაჩენა, რადგან იგი ქორწილიდან ექვს თვეში დაიღუპა. ამიტომაც ტახტზე მარია კრისტინას ვაჟს კონკურენტები არ ჰყავდა. როგორც დედოფალი, იგი საკმაოდ გონივრად მმართველობდა. თუმცაღა მისი დედოფლობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ალფონსო ქორწილიდან ექვს წელიწადში დაიღუპა.

რეგენტობა

რედაქტირება

როდესაც მეფე ალფონსო გარდაიცვალა მარია კრისტინა ორსული იყო და მხოლოდ გოგონები ჰყავდა გაჩენილი, ამიტომ ტახტზე არავინ არ ასულა, იმ იმედით, რომ ვაჟი გაჩნდებოდა. თუ ვაჟი გაჩნდებოდა, ცხადია მეფე სწორედ ის გახდებოდა, ხოლო თუ გოგონა დაიბადებოდა ტახტზე მარია კრისტინას უფროსი ქალიშვილი მერსედესი ავიდოდა. ამ პერიოდის მანძილზე ესპანეთს დედოფალი მარია კრისტინა მართავდა. რამდენიმე თვეში კი მეფე ალფონსო XIII დაიბადა. ცხადია მას ქვეყნის მართვა არ შეეძლო რის გამოც რეგენტად მარია კრისტინა დაინიშნა მის სრულწლოვანებამდე. სოწორედ მარია კრისტინამ დადო 1898 წელს პარიზის ხალშეკრულება და აწარმოა ესპანეთ-ამერიკის ომი.

მისი მთავარი მრჩეველი და მოკავშირე მატეო საგასტა გახდა, რომლის მითითებების საფუძველზეც მართავდა ქვეყანას. მის დედოფალთან მიწერილ წერილებში აღწერილია, რომ ქვეყანაში შიდა ომების თავიდან ასაცილებლად ის კონსტიტუციური მონარქიის პრინციპით, ადამიანთა უფლებების პატივისცემითა და ხალხზე ზრუნვით უნდა მართო. მარია კრისტინას ძალიან უხაროდა, რომ მის შვილს გვირგვინი სრულწლოვანებამდე შეუნარჩუნა, მისი შენარჩუნება კი უკვე თავად ალფონსოს საქმე გახდა. 1902 ალფონსო სრულწლოვანი გახდა და მარია კრისტინასაც რეგენტობა ჩამოერთვა.

დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება

1906 წელს მას შემდეგ რაც ალფონსომ ცოლად ვიქტორია ევგენია ბეტენბერგელი შეირთო, სწორედ ის გახდა ქვეყნის დედოფალი და მარია კრისტინამაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, ალფონსო მაინც დედის რჩევებზე დაყრდნობით განაგრძობდა ქვეყნის მართვას.

1929 წლის 6 თებერვალს გულის შეტევის შედეგად 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი დაკრძალეს ესკორიალის სამეფო საძვალეთში, ქმრის გვერდით. ისტორიკოსთა მოსაზრებით ეს სასიკვდილო შეტევა ალფონსოს მუქარამ გამოიწვია, რომელშიც იგი ამბობდა, რომ პოლიტიკასთაც მარია კრისტინას აღარასდროს გააკარებდა. დედის გარდაცვალებიდან სულ ორ წელიწადში, ალფონსომ თავისი უხეირო მმართველობით ხალხი აჯანყებამდე და მონარქიის დამხობამდე მიიყვანა.

ჰერალდიკა და მონოგრამა

რედაქტირება

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Campos y Fernández de Sevilla, Francisco-Javier. María Cristina de Habsburgo y la Regencia, 1885–1902. San Lorenzo de El Escorial: Estudios Superiores del Escorial, Real Colegio Universitario "María Cristina", 1994.
  • Cancio R. Capote, Rita Maria. The Function of Maria Christina of Austria's Regency, 1885–1902, in Preserving the Spanish Monarchy. México: Ediciones Botas, 1957.
  • Figueroa y Torres, Alvaro de, Conde de Romanones. Doña María Cristina de Habsburgo Lorena, la discreta regente de España. Madrid: Espasa-Calpe, 1934.
  • Martín Alonso, Aurelio. Diez y seis años de regencia, María Cristina de Hapsburgo-Lorena, 1885–1902. Barcelona: L. Tasso, 1914.
  • Wormeley Latimer, Elizabeth (1907). Spain in the Nineteenth Century. Chicago: A.C. McClurg & Co.
  • Thoma, Helga. Habsburgs letzte Herrscherin: Maria Christine, Erzherzogin von Österreich, Königin-Regentin von Spanien. Wien-Klosterneuburg: Edition Va Bene, 2003.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მარია კრისტინა ავსტრიელი
დაიბადა: 21 ივლისი 1858 გარდაიცვალა: 6 თებერვალი 1929
წინამორბედი:
მერსედეს ორლეანელი
ესპანეთის დედოფალი
1879-1885
შემდეგი:
ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი