მარია კრისტინა ესპანელი (1911-1996)

მარია კრისტინა ესპანელი (ესპ. María Cristina de España; დ. 12 დეკემბერი, 1911 — გ. 23 დეკემბერი, 1996) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის უმცროსი ასული. მარონეს გრაფინია. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის პაპიდა.

მარია კრისტინა ესპანელი
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1911
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1996, (85 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება მარონეს გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ენრიკე სინსანო, მარონეს გრაფი
(ქ. 1940 - გარდ. 1968)
შვილ(ებ)ი ვიტორია
ჯოვანა
მარია ტერეზა
ანა ალესანდრა
მშობლები მამა: ალფოსნსო XIII, ესპანეთის მეფე
დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

მარია კრისტინა დაიბადა 1911 წლის 12 დეკემბერს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის მეოთხე შვილი და მეორე ქალიშვილი. 1931 წლიდან, მას შემდეგ, რაც ალფონსო XIII დაამხეს და ქვეყნიდან გააძევეს, მარია კრისტინა პარიზში, კერძოდ კი ფონტენბლოს სასახლეში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

1933 წელს ალფონსო თავის ქალიშვილებთან, ბეატრისთან და მარია კრისტინასთან ერთად რომში გადასახლდა. აქ ალფონსომ ისინი სამედიცინო შემოწმებაზე გაატარა და დარწმუნდა, რომ ვიქტორია ევგენიასაგან მათ ჰემოფილია არ გადასცემიათ გენეტიკურად, განსხვავებით მათი ძმების, ალფონსოსა და გონსალოსგან.

ქორწინება და შვილები რედაქტირება

მარია კრისტინამ საბოლოოდ უარი განაცხადა თავის მემკვიდრეობაზე ესპანეთის ტახტზე და 1940 წლის 10 ივნისს რომში იგი დაქორწინდა ენრიკე სინსანოზე. ამავე წლის 13 მაისს ენრიკეს იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-მ მარონეს გრაფის წოდება უბოძა. მარია კრისტინასა და ენრიკეს, სულ ოთხი ქალიშვილი შეეძინა:

  1. ვიტორია ევგენია (1941-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა კასა-ლორინხის მარკიზ ხოსე კარლოს ალვარეს დე ტოლედოს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
  2. ჯოვანა პაოლა (1943-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ხაიმე გალობერტ ი სატრუსტეკის, რომელსაც საბოლოოდ გაშორდა, თუმცა სამი შვილი დარჩა მისგან;
  3. მარია ტერეზა (1945-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ხოსე ლუის დე არანას, რომელსაც მალევე გაშორდა, თუმცა მისგან სამი შვილი დარჩა;
  4. ანა ალესანდრა (1948-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ჯან კარლო სტავრო სანტაროსას, რომელსაც საბოლოოდ გაშორდა, თუმცა მისგან ორი შვილი დარჩა;

გარდაცვალება რედაქტირება

ესპანეთში მონარქიის კვლავ აღდგენასთან ერთად მარია კრისტინა თავის ქმართან ერთად ესპანეთში დაბრუნდა და იქ დასახლდა. იგი გარდაიცვალა 1996 წლის 23 დეკემბერს, 85 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ტურინში, მისი ქმრის საგვარეულო აკლდამაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Eilers, Marlene. Queen Victoria's Descendants. Rosvall Royal Books, Falkoping, Sweden, 1997, pp. 117–118.
  • Zorilla, Francisco. Genealogia de la Casa de Borbon de Espana. Editora Nacional, Madrid, 1971, p. 206.