ერვინ შრედინგერი
ერვინ რუდოლფ ჯოზეფ ალექსანდერ შრედინგერი (გერმ. Erwin Rudolf Josef Alexander Schrödinger; დ. 12 აგვისტო, 1887, ვენა — გ. 4 იანვარი, 1961, ვენა) — ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. 1933 წელს პოლ დირაკთან ერთად გაიყო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. მიიჩნევა კვანტური მექანიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად.
ბიოგრაფია
რედაქტირებაერვინ შრედინგერი 1887 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ვენაში, ავსტრიაში. იყო რუდოლფ შრედინგერის[17] და ქიმიის პროფესორის, ალექსანდერ ბაუერის ქალიშვილის, ემილია ბრენდა შრედინგერის[18][19][20] ერთადერთი შვილი.
დედამისი წარმოშობით ნახევრად ავსტრიელი და ნახევრად ინგლისელი იყო, მამამისი იყო კათოლიკე, ხოლო დედამისი ლუთერანი. გაიზარდა რელიგიურ ოჯახში, მოგვიანებით გახდა ათეისტი. თუმცა, იგი დაინტერესებული იყო აღმოსავლური რელიგიითა და პანთეიზმით, იგი ხშირად იყენებდა რელიგიურ სიმბოლოებს თავის სამეცნიერო ნამუშევრებში.
მას შეეძლო სკოლაში ინგლისური ენის სწავლა, რადგან მისი ბებია ბრიტანელი იყო.[21] 1906-1910 წლებში სწავლობდა ვენაში, ფრანც ს. ექსნერის (1849-1926) და ფრიდრიხ ჰეიზენჰარლის (1874-1915) მითითებით. მან ასევე კარლ ვილჰელმ ფრიდრიხთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი.
1911 წელს შრედინგერი ექსნერის ასისტენტი იყო. ადრეულ ასაკში, შრედინგერზე ძლიერი გავლენა მოახდინა არტურ შოპენჰაუერმა. შოპენჰაუერის ნამუშევრების ინტენსიურმა კითხვამ, მისი ღრმა ინტერესი გამოიწვია ფილოსოფიისადმი. თავის ლექციაზე „გონება და მატერია“-ზე მან თქვა, რომ „სამყარო სივრცეში და დროში ვრცელდება, მაგრამ ეს ჩვენი წარმოდგენაა.“ ამ სიტყვებით მან შოპენჰაუერის მთავარი ნაშრომის დასაწყისის ციტირება მოახდინა.
1914–1918 წლებში ოფიცრად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ავსტრიის ციხე-სიმატიის საარტილერიო შტატში (გორიზია, დუინო, სიციანა, პროსეკო, ვენა). 1920 წელს იყო მაქს უიენის ასისტენტი. ამა წლის სექტემბერს გახდა ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1921 წელს სრული პროფესორი ბრესლაუში (ახლა ვროცლავი, პოლონეთში).
1921 წელს სამუშაოდ გადავიდა შვეიცარიის უდიდეს უნივერსიტეტში, ციურიხის უნივერსიტეტში, 1927 წელს მან დიდ წარმატებას მიაღწია ბერლინში, „ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტში“. 1933 წელს ერვინმა გერმანიის დატოვება გადაწყვიტა, მას არ მოსწონდა ნაცისტების ანტისემიტიზმი. მან მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტში, მაგდალენას კოლეჯში დაიწყო. მოგვიანებით იგი პოლ დირაკთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. მისი რეპუტაცია ოქსფორდში არც თუ ისე სახარბიელო იყო. მისი არატრადიციული ცხოვრების სტილი, საცხოვრებელი კვარტალი და ორ ქალთან ერთად ცხოვრება მიუღებელი იყო. 1934 წელს შრედინგერი ლექციებს კითხულობდა პრინსტონის უნივერსიტეტში. მას აქ ხანგრძლივი თანამდებობაც შესთავაზეს, თუმცა მეუღლესთან და საყვარელ ქალთან საერთო სახლში ცხოვრების დიდმა სურვილმა ისევ შეუქმნა პრობლემები.[22] მას ედინბურგის უნივერსიტეტშიც ჰქონდა სამუშაო პერსპექტივა, თუმცა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა, საბოლოოდ 1936 წელს „გრაცის უნივერსიტეტში“ დაიწყო მუშაობა. მან ასევე ინდოეთიდან, „ალაჰაბადის უნივერსიტეტისგან“ მიიღო სამუშაო შეთავაზება.[23]
დუბლინის „მოწინავე სწავლების ინსტიტუტის“ ჩამოსაყალიბებლად 1938 წელს ირლანდიის პრემიერ მინისტრისგან, ეამონ დე ვალერასგან ერვინმა მიიღო პირადი მიწვევა.[24] ერვინი საცხოვრებლად გადავიდა დუბლინში, სადაც ცხოვრობდა მოკრძალებული ცხოვრების სტილით.[25][26][27] 1940 წელს იგი გახდა თოერიული ფიზიკის სკოლის დირექტორი, ამ თანამდებობაზე იგი 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 1948 წელს გახდა ირლანდიის კანონიერი მოქალაქე, თუმცა ამავდროულად შეინარჩუნა ავსტრიის მოქალაქეობაც. მან დაწერა დაახლოებით 50 პუბლიკაცია სხვადასხვა თემაზე, მათ შორისაა ერთიანი ველის თეორია.
1944 წელს მან დაწერა სამეცნიერო ნაშრომი „რა არის ცხოვრება?“ (What is life?), რომელიც შეიცავს ენტროპიის შესახებ მსჯელობას და კომპლექსური მოლეკულის კონცეფციას ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკური კოდექსით. ჯეიმზ უოტსონის მოგონებაზე, „ცხოვრების საიდუმლოზე“ დაყრდნობით, შრედინგერის წიგნმა შთააგონა უოტსონს გენის შესახებ კვლევის ჩატარება, რამაც საბოლოოდ დნმ-ის ორმაგი ჰელიქსის სტრუქტურის აღმოჩენამდე მიიყვანა. უოტსონის მსგავსად ფრენსის კრიკმაც აღნიშნა ერვინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, „What Mad Pursuit“-ში, სადაც მან ისაუბრა თუ როგორ იმოქმედა მასზე შრედინგერის ვარაუდებმა, იმის შესახებ რომ შესაძლოა გენეტიკური ინფორმაცია მოლეკულაში ინახებოდეს.
შრედინგერი დუბლინში 1955 წლამდე დარჩა, იგი დაინტერესებული იყო ჰინდუიზმით, რომლის ზეგავლენაც გამოიკვეთა მის სამეცნიერო წიგნში რა არის ცხოვრება?. 1956 წელს დაბრუნდა ვენაში. მსოფლიო ენერგეტიკის კონფერენციის დროს გამართულ მნიშვნელოვან ლექციაზე, მან სკეპტიციზმის გამო უარი თქვა ბირთვულ ენერგიაზე სიტყვით გამოსვლაზე, და მის ნაცვლად ჩაატარა ფილოსოფიის ლექცია.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1920 წლის 6 აპრილს შრედინგერი დაქორწინდა ანემარია ბერტელზე.[28] ამ წელს იგი დაავადდა ტუბერკულოზით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ჰქონდა ცხოვრების არატრადიციული სტილი, იგი 1938 წელს ირლანდიაში გაემგზავრა თავის ცოლთან და მისის ჰილდა მარტთან ერთად. ჰილდა იყო ავსტრიელი კოლეგის მეუღლე, ერვინს და მას 1934 წელს ეყოლათ ქალიშვილი.[29]
1961 წლის 4 იანვარს, 73 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა ვენაში. დაკრძალეს ავსტრიაში, კათოლიკურ სასაფლაოზე. მიუხედავად იმისა რომ იგი არ იყო კათოლიკე, სასაფლაოზე პასუხისმგებელმა მღვდელმა მისი სასაფლაოზე დაკრძალვის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ იგი „Pontifical Academy of Sciences“-ის წევრი იყო.[30] მისი მეუღლე ენი (დაიბადა 3 დეკემბერი, 1896) გარდაიცვალა 1965 წლის 3 ოქტომბერს. შრედინგერის ვაჟი პროფესორი ტერი რუდოლფი გაჰყვა მამამისის ნაბიჯებს, ფიზიკას ასწავლის „ლონდონის იმპერიულ კოლეჯში“.[31][32]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ერვინ შრედინგერი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ბიოგრაფია დაარქივებული 2006-10-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118823574 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 10.0 10.1 Dictionary of Irish Biography — RIA.
- ↑ 11.0 11.1 Munzinger Personen
- ↑ Шрёдингер Эрвин // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://web.archive.org/web/20120309141433/http://bdaugherty.tripod.com/berlin/schrodinger.html
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1933/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 317.
- ↑ Rudolf Schrödinger. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
- ↑ Alexander Emil Anton Bauer. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
- ↑ Josefa Bauer. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
- ↑ Alexander Josef Bauer. geni.com. ციტირების თარიღი: 14 August 2016.
- ↑ Hoffman, D. (1987). Эрвин Шрёдингер. Мир, გვ. 13–17.
- ↑ "Schrödinger, Erwin Rudolf Josef Alexander" in Deutsche Biographie
- ↑ Bombay University Names Refugee Scientist to Faculty. Jewish Telegraphic Agency (20 May 1940). ციტირების თარიღი: 14 August 2016.
- ↑ Daugherty, Brian. Brief Chronology. Erwin Schrödinger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
- ↑ https://www.irishtimes.com/news/a-quantum-leap-to-clontarf-1.454580
- ↑ https://books.google.ie/books?id=he_UDAAAQBAJ&pg=PT13&dq=erwin+schr%C3%B6dinger+plaque+dublin&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjvvMucifjpAhXbgVwKHTkoBn0Q6AEIODAC#v=onepage&q=erwin%20schr%C3%B6dinger%20plaque%20dublin&f=false
- ↑ https://openplaques.org/plaques/9190
- ↑ Moore 1992 discusses Schrödinger's unconventional relationships, including his affair with Hildegunde March, in chapters seven and eight, "Berlin" and "Exile in Oxford".
- ↑ Ronan Fanning, Éamon de Valera: A Will to Power, Faber & Faber, 2015
- ↑ Moore 1992, p. 482: "There was some problem about burial in the churchyard since Erwin was not a Catholic, but the priest relented when informed that he was a member in good standing of the Papal Academy, and a plot was made available at the edge of the Friedhof."
- ↑ Ryan, Greg (3 June 2013). „Searching for the Man Behind the Cat“. The Brooklyn Rail. ციტირების თარიღი: 11 February 2017.
- ↑ Gribbin 2012, p. თარგი:Page missing.