ერეთო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
ერეთო — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გუდაურის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ღუდის ხეობაში, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1960 მ-ზე, სტეფანწმინდიდან 53 კმ-ის დაშორებით. 2002 და 2014 წლების აღწერებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
ისტორია
რედაქტირებაერეთო ღუდის ხეობის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა. ამ ადგილზე სოფლის აღმოცენებას ხელი შეუწყო მისმა მდებარეობამ ჩრდილოეთ კავკასიისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ განშტოებაზე. სოფელზე გადიოდა ქსნის ხეობიდან გადმოსული ადგილობრივი მნიშვნელობის გზაც. სოფლის მოსახლეობა ძველი დროიდანვე ქართული იყო. XVIII საუკუნიდან კი ძირითადად ოსური გახდა. 1865 წელს ერეთო შედიოდა მთიანი ოლქის ქვემო მლეთის სასოფლო თემში და ცხოვრობდა 14 კომლი. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 78 | 38 | 40 |
2002[3] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფლის მაცხოვრებლები ოსები იყვნენ.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 180.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 455-456.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 37.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ 2.0 2.1 სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II