ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

ერედასოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ერედა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი ბოლი
კოორდინატები 42°08′40″ ჩ. გ. 44°28′13″ ა. გ. / 42.14444° ჩ. გ. 44.47028° ა. გ. / 42.14444; 44.47028
ცენტრის სიმაღლე 920
მოსახლეობა 38 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 84 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ახალგორის მუნიციპალიტეტი
ერედა (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 920 მ-ზე, ახალგორიდან 4 კმ-ის დაშორებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 38 კაცი.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ერედა წყაროებში ცნობილია XV საუკუნის II ნახევრიდან. 1470 წლით დათარიღებული შალვა ქვენიფნეველის ლარგვისის მონასტრისადმი შეწირული სააღაპე გუჯარიდან ჩანს, რომ სოფლები ივრეთი, ერედა („ჰერედაჲ“), ქურთა და სხვ. მურვან-ყრუს მიერ ყოფილა მოოხრებული და დაუსახლებელი იყო მანამ, სანამ შალვას არ აღუშენებია. მომდევნო ხანებში ერედასთან გადიოდა საზღვარი ქსნის საერისთავოსა და საამილახვროს შორის. 1886 წლის აღწერით ერედა ქსნის უბნის ქვემო ბოლის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა და იქ 73 მცხოვრები (ყველა ქართველი) იყო.

1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში (ბოლის სოფსაბჭო), ოლქის გაუქმების შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის რაიონში. 2008 წლის აგვისტოდან მოქცეულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში.

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი ანტიკური ხანის სამაროვნები. შემორჩენილია ფეოდალური ხანის კოშკის ნანგრევები, ასევე გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები და „ერედის ხატი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაგოშიძე ი., ადრეანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან, თბ., 1964, გვ. 9-10.
  • შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 71.
  • ახლოური დ., ნასოფლარები ქარჩოხის ხეობაში, ჟურნ. „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“, № 9, 2023. — გვ. 25-45.