ქურთა (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
ქურთა — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1200 მ, ახალგორიდან 7 კმ. კორინთადან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 168 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ქურთიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები ხრიკულები (მაგ., თეზში).[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 575.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.