მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II, ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი (ინგლ. Her Majesty Queen Elizabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი — გ. 8 სექტემბერი, 2022, ბალმორალის მამული[1]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური 2022 წლამდე(მის გარდაცვალებამდე). ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ელისაბედ II ასევე იყო თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.

დედოფალი ელისაბედ II
Queen Elizabeth II

დედოფალი 2015 წლის მარტში
გაერთიანებული სამეფოსა და ერთა თანამეგობრობის სხვა წევრების დედოფალი
კორონაცია: 2 ივნისი, 1953
მმართ. დასაწყისი: 6 თებერვალი, 1952
მმართ. დასასრული: 8 სექტემბერი, 2022
წინამორბედი: ჯორჯ VI
მემკვიდრე: ჩარლზ III
სხვა წოდებები: მისი უდიდებულესობა დედოფალი, ერთა თანამეგობრობის ლიდერი, ქვეყნის მთავარსარდალი, ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის წინამძღლოლი, ლანკასტერის ჰერცოგი, ედინბურგის ჰერცოგინია (1947-1952), კუნძულ მენის ლორდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 აპრილი, 1926
დაბ. ადგილი: ლონდონი
გარდ. თარიღი: 8 სექტემბერი, 2022 (96 წლის)
გარდ. ადგილი: ბალმორალის სასახლე, შოტლანდია
მეუღლე: პრინცი ფილიპი
(ქ. 1947 - გარდ. 2021)
შვილები: ჩარლზ III
ანა, სამეფო პრინცესა
ენდრიუ, იორკის ჰერცოგი
ედუარდი, უესექსის ერლი
დინასტია: უინძორები
მამა: ჯორჯ VI
დედა: ელისაბედ ბოუზ-ლაიონი
რელიგია: ანგლიკანიზმი

ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 6 თებერვალი, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. განთლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედუარდი.

ადრეული წლები

რედაქტირება

ელისაბედი 1926 წელს დაიბადა. იგი მოინათლა ბაკინგემის სასახლეში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი.[2] ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.

ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძა, უელსის პრინცი ედუარდი ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა ჯორჯ VI-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.

 
3 წლის ელისაბედი

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელისაბედი შოტლანდიაში იმყოფებოდა, მაგრამ ლონდონში დაბრუნდა. როცა შეტევა ლონდონზე მიიტანეს, მეფემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადა, რომ კანადაში გამგზავრებულიყო.

1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად. მან განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კარგად დამთავრებულიყო.

ელისაბედი მართლაც ყველაფერს აკეთებდა. იგი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი. ის, რომ პრინცესაც ჩართული იყო საქმის მოგვარებაში, ხალხს მეტი სტიმული ეძლეოდა. 1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ელისაბედი ლონდონელებთან ერთად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვებას.

 
ელისაბედ II-ის პირადი დროშა

ელისაბედი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ელისაბედი სულ რაღაც 13 წლის იყო. ფილიპმა და ელისაბედმა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა დაიწყეს. 1947 წლის 20 ნოემბერს ფილიპი და ელისაბედი დაქორწინდნენ.

1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ VI გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.

გენეალოგია

რედაქტირება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ვიქტორია მ. 1837-1901
 
 
 
 
 
 
 
ედუარდ VII მ. 1901-1910
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალბერტი, პრინცი კონსორტი
 
 
 
 
 
 
 
ჯორჯ V მ. 1910-1936
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი ალექსანდრა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯორჯ VI მ. 1936-1952
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი მერი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელისაბედ II მ. 1952-2022
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დედოფალი ელისაბედი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ჯორჯ VI
გაერთიანებული სამეფოს მეფე
19522022
შემდეგი:
ჩარლზ III