მარია ტეკელი
მარია ტეკელი (გერმ. Maria von Teck), აგრეთვე ცნობილია როგორც დედოფალი მერი ( ინგლ. Queen Mary, სრული სახელი — Victoria Mary Augusta Louise Olga Pauline Claudine Agnes — ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა; დ. 26 მაისი, 1867 — გ. 24 მარტი, 1953) — ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის მეუღლე, ედუარდ VIII-ისა და ჯორჯ VI-ის დედა. 1910 წლიდან იყო ინდოეთის იმპერატრიცა და ირლანდიის დედოფალი.
მარია ტეკელი | |
---|---|
Mary af Teck | |
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრიტანეთის დომინიონების დედოფალი ინდოეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 22 ივნისი, 1911 |
მმართ. დასაწყისი: | 6 მაისი, 1910 |
მმართ. დასასრული: | 20 იანვარი, 1936 |
წინამორბედი: | ალექსანდრა დანიელი |
მემკვიდრე: | ელისაბედ ბოუზ-ლაიონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 მაისი, 1867 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდ. თარიღი: | 24 მარტი, 1953, (85 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მეუღლე: |
ჯორჯ V, დიდი ბრიტანეთის მეფე (ქ. 1893 - გარდ. 1936) |
შვილები: |
ედუარდ VIII, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI, დიდი ბრიტანეთის მეფე მერი, ჰერვუდის გრაფინია ჰენრი, გლოსტერის ჰერცოგი ჯორჯი, კენტის ჰერცოგი ჯონი |
სრული სახელი: | ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა |
მამა: | ფრანცი, ტეკის ჰერცოგი |
დედა: | მერი ადელაიდა კემბრიჯელი |
რელიგია: | ანგლიკანიზმი |
მარიას მამა უფლისწული ფრანცი გერმანელ თავადთა ოჯახს ეკუთვნოდა (ტეკელთა გვარი), ვიურტემბერგის მეფეთა შთამომავლებს მორგანატთა ქორწინებიდან. დაბადებიდან მარია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინგლისთან: ის ლონდონში კენსინგტონის სასახლეში დაიბადა. დედამისი ჯორჯ III-ის შვილიშვილი იყო. მეუღლის გამეფებამდე ის ასევე იყო უელსის პრინცესა და კორნუოლის ჰერცოგინია (1901–1910) და იორკის ჰერცოგინია (1901 წლამდე).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება