ჯორჯი (კენტის ჰერცოგი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პრინცი ჯორჯი, კენტის ჰერცოგი (ინგლ. Prince George, Duke of Kent; დ. 20 დეკემბერი, 1902 — გ. 25 აგვისტო, 1942) — გაერთიანებული სამეფოს პრინცი, ჯორჯ V-ის შვილი.

პრინცი ჯორჯი
Prince George, Duke of Kent

პრინცი ჯორჯი 1934 წელს.
კენტის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი, 1934
მმართ. დასასრული: 25 აგვისტო. 1942
წინამორბედი: ჰენრი გრეი
მემკვიდრე: პრინცი ედუარდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 დეკემბერი, 1902
დაბ. ადგილი: ნორფოლკი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 25 აგვისტო, 1942 (39 წლის)
გარდ. ადგილი: მორვენი, შოტლანდია
დაკრძ. ადგილი: უინძორის სასახლე, წმ გიორგის ტაძარი
მეუღლე: პრინცესა მარინა
შვილები: ალექსანდრა, ედუარდი, მაიკლი
სრული სახელი: ჯორჯ ედუარდ ალეგზანდერ ედმუნდი
დინასტია: უინძორები
მამა: ჯორჯ V
დედა: მარია ტეკელი

პრინცი ჯორჯი იყო ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალი მერის მეოთხე ვაჟი. 1934 წელს პრინცმა იქორწინა საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარინაზე, ეყოლათ სამი შვილი: ედუარდი (კენტის ჰერცოგი), ალექსანდრა და მაიკლი. 1936 წელს მეფე ჯორჯ V-ის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთის მეფე მისი პირველი ძმა ედუარდ VIII გახდა, რომლის გადადგომის შემდეგაც მისი მეორე ძმა, ჯორჯ VI გამეფდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას პრინცი ჯორჯი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და ერთ-ერთი იერიშისას ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, 1942 წლის 25 აგვისტოს, 39 წლის ასაკში.

დაკრძალულია უინძორის სასახლეში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება