ელენა კუნდურა
ელენა კუნდურა
ტურიზმის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 2016 – 4 მაისი,2019
პრემიერ-მინისტრი  ალექსის ციპრასი
წინამორბედიიორგოს სტატაკისი
მემკვიდრეაფანასიოს ტეოხაროპულოსი

ტურიზმის მინისტრის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 2015 – 4 ნოემბერი, 2016
პრემიერ-მინისტრიალექსის ციპრასი
წინამორბედიალკისტის პროტოპსალტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი, 2015 – 28 აგვისტო, 2015
პრემიერ-მინისტრიალექსის ციპრასი
წინამორბედიოლგა კეფალოიანი
მემკვიდრეალკისტის პროტოპსალტი

ევროპარლამენტის დეპუტატი

საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი, 2011 – 11 ივლისი, 2019
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მარტი, 2004 – 18 აგვისტო, 2007

დაბადებული2 ნოემბერი, 1962 (60 წლის)
ათენი, საბერძნეთი
მოქალაქეობასაბერძნეთის დროშა საბერძნეთი
პოლიტიკური პარტიაახალი დემოკრატია (2012)

დამოუკიდებელი ბერძნები (2019)

სირიზა
მამაალექსანდროს კუნდურასი
განათლებაათენის უნივერსიტეტი
საიტი[1]

ელენა კუნდურა ( ბერძ. Έλενα Κουντουρά, .დ. 2 ნოემბერი, 1962, ათენი, საბერძნეთი) — ბერძენი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, მოდელი. ევროპარლამენტის წევრი 2019 წლის 2 ივლისიდან. ამჟამად წარმოადგენს პარტია SYRIZA-ს და შედის ევროპის გაერთიანებული მემარცხენე / ჩრდილოეთის მემარცხენე მწვანეების ჯგუფში.  2015-2016 წლებში იკავებდა ტურიზმის მინისტრის მოადგილის და  2016-2019 წლებში  —   ტურიზმის მინისტრის თანამდებობას ალექსის ციპრასის პირველ და მეორე კაბინეტებში.  საბერძნეთის პარლამენტის წევრი 2004-2007 და 2011-2019 წლებში.

ადრეული წლები რედაქტირება

ელენა კუნდურა დაიბადა 1962 წლის 2 ნოემბერს ათენში. მისი მამა ალექსანდროს კუნდურასი  ბერძნული არმიის ოფიცერად მსახურობდა. „შავი პოლკოვნიკების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მონაწილეობდა 1967 წლის 13 დეკემბერს მეფე კონსტანტინე II-ის წარუმატებელ კონტრგადატრიალებაში, რის გამოც მოხდა მისი  დემობილიზაცია. იყო მონარქისტული პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი. [1]

სპორტული კარიერა რედაქტირება

კუნდურა ბავშვობიდან მძლეოსნობით იყო დაკავებული. [2] 12 წლის ასაკში მამამ მძლეოსნობაზე შეიყვანა.1978 წლის მძლეოსნობის პანელურ ჩემპიონატზე  გახდა  საბერძნეთის ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში და 100 მეტრზე დაბრკოლებებით სირბილში. მრავალი წლის განმავლობაში იყო მძლეოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი სიმაღლეზე ხტომაში.

1984 წელს დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის ეროვნული ტანვარჯიშის აკადემია და სპორტის მეცნიერებისა და ფიზიკური აღზრდის დეპარტამენტი (TEFAA). მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

სამოდელო კარიერა რედაქტირება

1984 წლიდან 1996 წლამდე  მოღვაწეობდა  მოდის ინდუსტრიაში. 1990 წელს CNN-ის მიერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მოდელთა ათეულში. გადავიდა პარიზში, მუშაობდა ტოკიოში, ნიუ-იორკში და მილანში.

წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ფრანგ ფოტოგრაფთან, მოდის დიზაინერთან და არტ დირექტორთან სერჟ ლუტენსთან, იაპონურ კოსმეტიკური კომპანია Shiseido-სთან. 1990-იან წლებში მეგობრობდა მოდელებთან იმანთან და ლინდა ევანგელისტასთან. მუშაობდა სააგენტო Elite-თან. 1997 წელს დაბრუნდა საბერძნეთში, 2003 წლამდე იყო ქალთა ჟურნალების რედაქტორი. [3] [4]

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

2004 წლის 7 მარტის არჩევნების შედეგების მიხედვით, ელენა კუნდურა აირჩიეს პარლამენტის წევრად ათენის პირველ ოლქში, სადაც წარმოადგენდა პარტიას „ახალი დემოკრატია“. 2007 წლის 16 სექტემბერსა და 2009 წლის 4 ოქტომბრის შემდგომი არჩევნების შედეგების მიხედვით, იგი პარლამენტში არ შესულა. 2011 წლის ნოემბერიდან განაგრძო თავისი პოლიტიკური საქმიანობა, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა და პარლამენტის ცხრა სხვა წევრთან ერთად შექმნა პარტია „დამოუკიდებელი ბერძნების“ პირველი საპარლამენტო ჯგუფი. 2012 წლის 6 მაისის არჩევნებში იგი წარმოადგენდა „დამოუკიდებელი ბერძნების“ პარტიას ათენის პირველ ოლქში, ხელახლა აირჩიეს 2012 წლის 17 ივნისს, 2015 წლის 25 იანვარს და 2015 წლის 20 სექტემბერს. 2014 წელს  ხელმძღვანელობდა პარტიულ ჯგუფს. 2019 წლის 14 იანვარს იგი გარიცხეს „დამოუკიდებელი ბერძნების“ პარტიიდან ალექსის ციპრასის კაბინეტის მხარდაჭერის გამო. გადავიდა პარტიაში SYRIZA.

2014-2015 წლებში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბერძენი წევრი, მუშაობდა იმიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტში და თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტში.

2015 წლის 27 იანვრიდან  — მინისტრის მოადგილე ტურიზმის საკითხებში, 2016 წლის 5 ნოემბრიდან  —  ტურიზმის მინისტრი ალექსის ციპრასის კაბინეტში. ის თანამდებობას იკავებდა  2019 წლის მაისში ხელისუფლების შეცვლამდე.

2019 წლის 26 მაისის არჩევნების შედეგების მიხედვით, იგი აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად პარტიიდან SYRIZA. შეუერთდა  ევროპის გაერთიანებული მემარცხენე / ჩრდილოეთის მემარცხენე მწვანეთა ჯგუფს.  

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.

ქველმოქმედება რედაქტირება

2009 წლიდან ეწევა საქველმოქმედო საქმიანობით.  იკავებს ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია Europa Donna საბერძნეთის ფილიალის პრეზიდენტის პოსტს, რომელიც ეძღვნება მკერდის კიბოს პრევენციას და ინფორმირებულობას ონკოლოგიური პაციენტებისთვის უკეთესი მომსახურების გაწევის უფლებების დასაცავად. 2009 წლიდან ის მოხალისედ მუშაობს ბერძნულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორიცაა UNESCO, UNICEF, Κιβωτός του Κόσμου, ფოკუსირებულია ქველმოქმედებაზე, ადამიანის უფლებებზე, ჯანმრთელობაზე, ქალთა საკითხებზე და ოჯახზე.

პრემიები და ჯილდოები რედაქტირება

  • ITB Berlin — საერთაშორისო ჯილდო "ტურიზმის მინისტრი 2019"
  • მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს 2019 წლის ჯილდო

ელენა კუნდურას ჯილდო გადაეცა საბერძნეთის პარაოლიმპიელთა მხარდაჭერისთვის.

2007 წლის დეკემბერში საბერძნეთის სახელმწიფომ დააჯილდოვა, როგორც კეთილი ნების ელჩი სოციალური  საქმიანობისთვის.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ელენა კუნდურამ 1986 წელს გაიცნო ესპანელი ფეხბურთელი მიშელ პინედა. 1987 წელს იქორწინეს ვულიაგმენის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. საქორწინო ცერემონიალს  ესპანიოლის საფეხბურთო გუნდი დაესწრო. 2,5 წლის შემდეგ განქორწინდნენ.

მეორედ ცოლად გაჰყვა კალათბურთელ სარანდის პაპაქრისტოპულოსს (Σαράντης Παπαχριστόπουλος), პანიონიოსის, ოლიმპიაკოსისა და საბერძნეთის ნაკრების მოთამაშეს. ამ ქორწინებაში  შეეძინა ორი ვაჟი — ალექსანდროსი და მარიოსი.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. Staff writers - no byline (May 2012). "ΕΦΥΓΕ" Ο ΑΛΕΞΑΝΔΡΟΣ ΚΟΥΝΤΟΥΡΑΣ, Ο ΙΔΡΥΤΗΣ ΤΗΣ ΒΥΖΑΝΤΙΝΗΣ ΕΘΝΙΚΗΣ ΟΡΓΑΝΩΣΕΩΣ“ ["He Departed" Alexandros Kountouras, Founder of the National Byzantine Organisation"]. Stochos Newspaper (Greek) (May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2015. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  2. Maria Lemonia (2 February 2015). „Ελενα Κουντουρά: Νέο μοντέλο Τουρισμού“ [Elena Kountoura: New model of Tourism]. Proto Thema (ბერძნული) (2 February 2015). Athens. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  3. Staff writer(s) (7 June 2014). „Τα δύο πρόσωπα της Ελενας Κουντουρά“ [The Two Faces of Elena Kountoura]. To Vima (ბერძნული) (Saturday magazine, 7 June 2014). ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  4. Staff writer(s) (23 May 2013). „Οι φωτογραφίες της Ελενας Κουντουρά όταν ήταν μούσα του κορυφαίου Serge Lutens“ [Photographs of Elena Kountoura when she was the muse of the pre-eminent Serge Lutens]. iefemerida.gr (ბერძნული) (23 May 2013). Athens. ციტირების თარიღი: 9 July 2015.
  5. "Κουντουρά - Κόκκαλης στηρίζουν την κυβέρνηση και διαγράφονται από τους ΑΝΕΛ". ΑΘΗΝΑ984 (ბერძნ). 2019-01-14. Retrieved 2019-01-14.