ეთიოპიის ისტორია
წინაისტორიული ეთიოპია
რედაქტირებაეთიოპიის მაღალმთიანეთში ადამიანი უძველესი დროიდან სახლობდა, რაც დასტურდება პრეისტორიული ადამიანის ნარჩენებით მდინარე ომოს ველზე. მაღალმთიან ეთიოპია - სავარაუდო ცენტრია ეთიოპეიდური ანთროპოლოგიური ტიპის, ქუშიტური ენების და სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბების უძველესი კერაა.
უძველესი ისტორია
რედაქტირებაVI — V საუუუნეებში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ტიგრაის პლატოზე არაბეთის ნახევარკუნძულის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები დასახლდნენ, მათ შორის სებიანთა სამეფოდან. მათ ჩამოიტანეს დამწერლობა, სემიტური ენა და ცივილიზაციის სხვა მიღწევები. V საუკუნეში ჩვ.წელთაღრიცხვამდე ტიგრაის პლატოზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამეფო, რომელიც დაეცა IV საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
პირველ სააუკუნეში თანამედროვე ეთიოპიის ჩრდილოეთით ჩამოყალიბდა ადრეულ ფეოდალური აქსუმის სამეფო, რომლის დედაქალაქიც იყო ქალაქი აქსუმი,ხოლო მთავარი პორტი ადულისი გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა ეგვიპტედან ინდოეთში,ასევე აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირომდე.
აქსუმის სამეფოს აყვავების პერიოდში IV — VI საუკუნეებში მისი გავლენა ვრცელდება ნუბიაზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ასევე სუდანის ვრცელ ტერიტორიაზე, ეთიოპიის მთიანეთზე და აფრიკის რქის ჩრდილოეთ ნაწილზე.III საუკუნეში ვაჭრობის საჭირეობის მიზნით აქსუმის სამეფოში მოიჭრა ვერცხლის და ოქროს მონეტები.
I-IV საუკუნეებში აქსუმის სამეფოში დომინირებდა ადგილობრივი წარმართული რელიგია,რომელშიც მთავარი საკულტო სიწმინდე მეფე იყო. IV საუკუნეში აქსუმის სამეფოში იწყება ქრისტიანობის(მონოფიზიტობის) გავრცელება და მეფე ეზანეს (325—360) დროს ხდება სახელმწიფო რელიგია. 329 წელი ითვლება ეთიოპიის მონოფიზიტური ეკლესიის დაარსების თარიღად, რომელიც დამოკიდებული იყო ეგვიპტის კოპტურ ეკლესიაზე 1948 წლამდე. ეთიოპიის ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები - აბუნი (ეპისკოპოსები)ინიშნებოდა ალექსანდრიის პატრიარქის მიერ და როგორც წესი ეგვიპტელები იყვნენ.
VII საუკუნეში არაბეთში გაჩნდა ისლამი. 615 წელს აქსუმს აფარებდნენ თავს მუსულმანური საზოგადოების წევრები , რომელიც განდევნეს მექადან თავისივე ტომებმა. აქსუმის მეფე არმახ I იყო მუჰამედის მოკავშირე. თუმცა მას შემდეგ რაც მუსლიმებმა გაიმარჯვა არაბეთში, ეთიოპია მტრულად განეწყო ახალი მეზობლის მიმართ, მიზეზი ვაჭრობაში კონკურენცია იყო. 630 წელს აქსუმის ფლოტი თავს დაესხა ჰიჯაზის სანაპიროს, არაბებმა შეძლეს მათი დამარცხება. 640 წელს აქსუმის სამეფო კვლავ დაესხა თავს არაბეთის სანაპიროებს, საპასუხოდ იემენელები შემოესივნენ აქსუმს.მას შემდეგ რაც არაბებმა დაიპყრეს ეგვიპტე 641 წელს და დაიქვემდებარეს სუდანის სამეფო 652 წელს, აქსუმი ყველა მხრიდან არაბეთის სამფლობელოებში მოექცა და მოწყდა ქრისტიან მოკავშირეებს და ბაზრებს ხმელთაშუა ზღვაში.
ახალი სერიოზული კონფლიქტი მოხდა VIII საუკუნის დასაწყისში. 702 წელს აქსუმმა ფლოტმა გადმოსხა დესანტი, რომელმაც მოულოდნელი შეტევით დაიპყრო ჯიდა, მექა მოიცვა პანიკამ, მუსლიმებმა ძნელად მოახერხეს გამაგრება და თავდასხმის მოგერიება. არაბები უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოცდილება საზღვაო მოგზაურობაში და მათ მოაჭყვეს დიდი ექსპედიცია აქსუმის წინააღმდეგ. არაბებმა დაიპყრე, გაძარცვე და მიწასთან გაასწორეს ქალაქი ადულისი, რომელმაც სამუდამოდ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. VIII საუკუნეში აქსუმის სამეფოს დაცემა დაიწყო.
შუა საუკუნეები
რედაქტირებაIX საუკუნეში ეთიოპიის მთიანეთის ჩრდილოეთ გარეუბნებში გავრცელებას იწყებს ისლამი.იქ გაჩნდა მაჰმადიანური სამთავრო.XI საუკუნის პირველ ნახევარში აქსუმის სამეფო დაიშალა და ახლანდელი ეთიოპიის ტერიტორიაზე წარმოიშვა მთელი რიგი სამთავროები - მუსლიმანური, ქრისტიანული, ებრაული, წარმართული.
XII საუკუნეში ქრისტიანული სამთავროები გაერთიანდნენ.ამ სამეფომ კავშირი დაამყარა ეგვიპტესთან და იემენთან. დაიწყო აღმავლობა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.1268 (ან 1270) წლებში სათავეში მოვიდა სოლომონების დინასტია, რომლებიც თვლიდნენ რომ ისინი იყვნენ ძველი ისრაელის ბიბლიური მეფის სოლომონის შთამომავლები. მისი დამაარსებელი იყო იკუნო-ამლაკი (1268-1285). იკუნო-ამლაკიმ და მისმა შვილმა სელომონ I-მა(1285—1294) შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები მუსულმანურ სასულთნოებთან. იაგბია ციონმა დაამყარა ოფიციალური კავშირი ეგვიპტის მამლუქ სულთანთან.მან ნებადართო კოპტების პატრიარქს გაეგზავნა ეპისკოპოსი ეთიოპიაში. ხშირად მუსლიმი მმართველები მოწინააღმდისგან თავდასაცავად თავს ქრისტიანულ ეთიოპიას აფარებდნენ.
იაგბია ციონის ხუთ შვილს რიგრიგობით უნდა დაეკავებინა ტახტი ერთი წლით. თუმცა ბახირ ასსეგიდმა გადაწყვიტა ქვეყნის მარტო მართვა და და თავისი ძმების დაპატიმრება.ერთ-ერთმა ძმამ გაიგო მისი გეგმა და თვითონ ბახირ ასსეგიდი დააპატიმრეს. იმ დროიდან ეთიოპიაში არსებობდა ტრადიცია იმპერატორად კურთხევის შემდეგ მისი დინასტიის წევრებს აგზავნიდნენ საპატიმროში, სადაც ისინი ატარებდნენ მთელ დარჩენილ ცხოვრებას.პრინცები მდიდრულ პირობებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ მდიდარი ბიბლიოთეკა, წერდნენ ლექსებს, მაგრამ ისინი იყვნენ სრულიად მოწყვეტილი გარე სამყაროს და მათ გაძლიერებულად იცავდნენ.
უიდიმ არიდას(1299—1314) მმართველობის შესახებ არაფერია ცნობილი. იმპერატორმა ამდე-ციონმა(1314—1344)დაიქვემდებარა ეთიოპიის მთიანეთის ქრისტიანული, მუსლიმური, ებრაული და წარმართული სამთავროები და შექმნა ძლიერი სახელმწიფო.
იმპერატორმა ისხაკმა (1414-1429) ხარკი დააკისრა არა მხოლოდ მუსლიმურ სახელმწიფოებს არამედ წარმართულ სამფოებსაც ეთიოპიის მთიანეთის სამხრეთში.იმპერატორი ზერა-იაიკობი(1434—1468) მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. მან გაათავისუფლა ყველა ვასალი მთავრები და მათ ნაცვლად იმპერატორის ნაცვლებად დანიშნა თავისი შვილები.1445 წელს ზერა იაიკობმა დაამარცხა იფატის სულთანატი, კიდევ რამდენიმე მუსლიმური სამთავროები და დაამყარა ჰეგემონია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაზე.გააძლიერა კავშირები ეგვიპტესთან და იემენთან და დაამყარა კონტაქტები დასავლეთ ევროპასთან.XVI საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთის მეზობელმა და ძველმა მტერმა დაიწყო სასტიკი ომი ეთიოპიის იმპერიის წინააღმდეგ.იმამმა აჰმედ იბნ იბრაჰიმმა გამოაცხადა ჯიჰადი და 1529—1540 წლისთვის დაიპყრო თითქმის მთელი ეთიოპიის იმპერია.იმპერატორმა გელაუდეუსმა(1540—1559) შეძლო მუსლიმების გაძევება პორტუგალიელების დახმარებით. 1557 წელს თურქებმა დაიპყრეს მასაუა და წითელი ზღვის სხვა პორტები.ამავე პერიოდში იწყება ორომოს ტომების თავდასხმა დასუსტებულ ეთიოპიაზე.ამავე პერიოდში ეთიოპიაში გამოჩნდნენ იეზუიტები.მათ შეღწევასთან ერთად სურვილმა იმპერატორებისა ჩამოეყალიბებინათ აბსოლუტური მონარქია ევროპული მოდელით, განაპირობა რამდენიმე ომი რელიგიური ნიშნით.განსაკუთრებით მაშინ, როცა იმპერატორმა სუსნიოსმა(1607—1632) მიიღო კათოლიციზმი.ეს ომი დასრულდა იმპერატორ ფასილადესის(1632—1667) დროს რომელმაც გააძევა იეზუიტები და შეწყვიტა ურთიერთობა პორტუგალიელებთან. იმპერატორმა იიასუ დიდმა(1682—1706) კვლავ დაიმორჩილა ამბოხებული ვასალი მთავრები, გაატარა რეფორმები მართვაში,ვაჭრობის განვითარებაში და საბაჟო სისტემის გამარტივებაში. XVIII საუკუნის ბოლოსათვის კვლავ გაძლიერდნენ ფეოდალები, ყოველ დიდ ფეოდალს ჰყავდა თავისი არმია, ისინი იღებდნენ გადასახადებს გლეხებისგან.
XIX საუკუნე
რედაქტირებაXIX საუკუნეში წვრილმა ფეოდალმა კასამ დაიწყო ბრძოლა ეთიოპიის ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის.წვრილ ფეოდალებზე დაყრდნობით, მან დაამარცხა,ცენტრალური რეგიონის მმართველი - რასუ ალი, და შემდეგ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ტიგრეს რეგიონის მმართველი რასა უიბევ (1853). 1855 წელს კასამ თავი გამოაცხადა იმპერატორად, სახელწოდებით თეოდროს II. თეოდროსი სათავეში ჩუდგა გადამწყვეტ ბრძოლას ფეოდალურ სეპარატისტების წინააღმდეგ. შეიქმნა რეგულარული ჯარი,რეგიონალური საგადასახადო სისტემა, აკრძალა მონებით ვაჭრობა, ეკლესიას ჩამოერთვა მიწების ნაწილი ხოლო დარჩენილი ქონება დაიბეგრა, შემცირდა შიდა საბაჟოები, დაიგო სამხედრო-სტრატეგიული გზების, მოწვეული იქნა ევროპული სპეციალისტები. თუმცა,გადასახადების შემოღებამ სამღვდელოებაზე გამოიწვია კონფლიქტი ეკლესიასთან, რომლის შედეგადაც დაიწყო ფეოდალთა ბრძოლა იმპერატორის წინააღმდეგ.1867 წელს,თეოდროსის ხელისუფლება ვრცელდებოდა ქვეყნის უმნიშვნელო ნაწილში. იმავე წელს დაიწყო კონფლიქტი ბრიტანეთთან რომელიც პროვოცირებული იქნა რამდენიმე ბრიტანეთის გვირგვინს დაქვემდებარებული ადამიანების დაპატიმრებით.1867 ოქტომბერში, ეთიოპიაში , შევიდნენ ბრიტანეთის ჯარები (დაახლოებით 30 ათასი ადამიანი.). ამ დროს იმპერატორ თეოდროსის არმია არ აღემატებოდა 15 ათას ადამიანს. ერთადერთი ბრძოლა ეთიოპიასა და ბრიტანეთს შორის გაშლილ ველზე მოხდა 10 აპრილს 1868 წელს: 2 ათასმა ბრიტანელმა დაამარცხა 5 ათასი ეთიოპელი ჯარში დისციპლინისა და შიარაღების უპირატესობით. ამის შემდეგ თეოდროსმა გადაწყვიტა ზავის დადება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლა პატიმარები და ინგლისელებს საჩუქრად გაუგზავნა უამრავი მსხვილფეხა პირუტყვი. თუმცა, ბრიტანელებმა არ მიიღეს ზავი და დაიწყეს მეკდელას ციხის შტურმი სადაც იმპერატორი იმყოფებოდა.მას არ სურდა რომ ტყვედ ჩავარდნილიყო და თავი მოიკლა. ბრიტანელებმა აიღეს მეკდელუ, გაანადგურეს ეთიოპიის არტილერია, წაიღეს იმპერატორის გვირგვინი და 1868 წელს ეთიოპიის ტერიტორია დატოვეს.
თეოდროს II სიკვდილის შემდეგ დაიწყო ომი ტახტისათვის. თეკლე-გიორგის II- (1868-1871) დაამარცხა იოჰანეს IV (1872-1889). 1875 წელს ეთიოპიაში შემოიჭრნენ ეგვიპტელები. 1875 ნოემბერში ეთიოპელებმა მოახერხეს ეგვიპტის ჯარის მთავარი დაჯგუფების დამარცხება. თუმცა, 1875 დეკემბერში , ეგვიპტემ მასაუში ჩამოსხა ახალი საექსპედიციო ძალა.1876 მარტში ეთიოპელებმა შეძლეს მის დამარცხება გურესთან ბრძოლაში. მშვიდობას ეთიოპიასა და ეგვიპტეს შორის ხელი მოეწერა 1884 ივნისში , და ეთიოპიამ დაიბრუნა პორტი მასაუა.
1885 წელს იმპერატორმა იოჰანეს IV თვითონ დაიწყო ომი სუდანის წინააღმდეგ. 1885-1886 წლებში ეთიოპიის ძალებმა დაამარცხეს სუდანი, მაგრამ ამ დროს დაიწყო ოკუპაცია ჩრდილოეთ ეთიოპიის იტალიის მიერ.
1888 წელს იმპერატორმა იოჰანესმა ზავი შესთავაზა სუდანს. თუმცა,სუდანის ხალიფამ აბდალამ წამოუყენა პირობა - რომლის მიხედვითაც იოჰანნეს უნდა მიეღო ისლამი. 1889 წელს იოჰანესი პირადად წარუძღვა 150000 ათასიან არმიას სუდანში და 1889 წელის მარტში ბრძოლაში სასიკვდილიდ დაიჭრა.
ახალმა იმპერატორმა მენელიკ II (1889-1913) ჩაახშო სეპარატიზმი გოჯამესა და ტიგრეში,შექმნა ერთიანი სახელმწიფო. 1889 წელს იტალიასა და ეთიოპიას შორის გაფორმდა ხელშეკრულების რომელშიც მენელიკი აღიარებდა სანაპირო რაიონების იტალიელების ხელში გადასვლას.
1890 წელს იტალიამ წითელი ზღვის მთელი თავისი სამფლობელო გააერთიანა ერიტრეას კოლონიაში და გამოაცხადა, რომ 1889 წლის შეთანხმების მიხედვით ეთიოპიამ მიიღო იტალიის პროტექტორატი. 1894 წელს კვლავ განახლდა საომარი მოქმედებები იტალიასა და ეთიოპიას შორის. ეთიოპიას დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის მოკავშირედ გამოუჩნდა რუსეთი.
1894 წლის ბოლო იტალიელებმა დაიკავეს ქალაქები ადდი-ურივ ,ადდი-გრატი და ადუა , 1995 წლის ოქტომბრისთვის მოახერხეს ტიგრაის რეგიონის მთლიანად ოკუპაცია. იმპერატორმა მენელიკმა იტალიელების წინააღმდეგ გაგზავნა 1120000-იან არმია. 1895 წლის 7 დეკემბერს ამბა-ალაგესთან ბრძოლაში დიდი დარტყმა მიაყენეს იტალიელებს. იმპერატორმა მენელიკმა ზავი შესთავაზა იტალიელებს, იტალიელებმა ზავი არ მიიღეს და ომი განახლდა. 1896 წლის 1 მარტს ადუასთან ბრძოლაში საბოლოოდ გაანადგურეს იტალიელები.
1893-99 წლებში მენელიკ მეორემ დაადგინა თანამედროვე ეთიოპიის საზღვრები, დაიპყრო მთელი რიგი რეგიონები ადის-აბებას სამხრეთ დასავლეთით: უოლამო, სიდამო,კაფა, გიმირა და სხვა. მან პრაქტიკულად გზა ჩაუკეტა ბრიტანელი კოლონიალისტების გადაადგილებას აფრიკის ტერიტორიაზე, რის გამოც ეთიოპია განიცდიდა ზეწოლას ბრიტანეთისგან.მენელიკ მეორემ გამოსცა განკარგულება მონობის აკრძალვასა და შეზღუდვაზე, ნება დართული იყო მხოლოდ სამხედრო ტყვეების მონობა ისიც არაუმეტეს 7 წლით. მენელიკის დროს მიმდინარეობდა გზების დაგება, გამოჩნდა ტელეფონი და ტელეგრაფი,განვითარდა ვაჭრობა, გაიხსნა ეთიოპიაში პირველი საავადმყოფო და გაჩნდა პირველი გაზეთი. მენელიკმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა მოკავშირე რუსეთთან.
XX საუკუნე
რედაქტირება1913 წელს მენელიკი გარდაიცვალა.იმპერატორი გახდა მისი 17 წლის შვილიშვილი ლიჯ იასუ V. ეთიოპია ფორმალურად არ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1916 წლის სექტემბერში იასუ V ცამოაგდეს ტახტიდან. იმპერატორად გამოაცხადეს მენელიკის 40 წლის ქალიშვილი ზაუდიტუ, მაგრამ ეთიოპიას ფაქტობრივად მართავდა 24 წლის ტეფერი მაკონენი, რომელიც 16 წლისა გახდა სიდამოს რეგიონის გუბერნატორი, შემდგომ ჰარარის რეგიონს. 1930 წელს ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორი გახდა ტეფერი მაკონენი სახელით ჰაილე სელასიე I(1930—1974). მან შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1935 წელს ფაშისტური იტალია შეიჭრა ეთიოპიაში, თავდაპირველად ეთიოპიის არმიამ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და ზოგჯერ წარმატებებსაც აღწევდა,თუმცა 1936 წლის 31 მარტს იტალიელებმა ეთიოპიის არმიის დიდი ნაწილის განადგურება შეძლეს და იმავე წლის 5 მაისს დედაქალაქ ადის-აბებაში შეიჭრნენ. 1936 წლის 1 ივნისს იტალიამ ეთიოპია შეუერთა სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის იტალიურ კოლონიას ერიტრეასა და სომალისთან ერთად. იტალიის მიერ ეთიოპიის ოკუპაცია გაგრძელდა 1941 წლის შემოდგომამდე, როდესაც ბრიტანულმა არმიამ დამხმარე ძალებთან ერთად გაათავისუფლა ეთიოპია და სხვა იტალიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები სომალის ნახევარკუნძულზე.
1953 წელს ეთიოპიამ გააფორმა მეგობრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-თან. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ამერიკას ეთიოპია უნდა მოემარაგებინა 140 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებით.
1974 წლის დასაწყისში ჰაილე სელასიე I-ის რეჟიმი გახდა სრულიად ოდიოზური: იმპერატორი პოლიტიკური სივრცის ყველა მხრიდან გახდა კრიტიკის საგანი,კატალიზატორი შემდგომი მოვლენების გახდა ადამიანების მასობრივი გარდაცვალების შემთხვევები შიმშილით (1972-1974).1974 წელს ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის გატარებული ზომების შედეგად მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა, რამაც გამოიწვია მასობრივი გამოსვლები. შექმნილი სიტუაცია გამოიყენეს მარქსისტმა ოფიცერებმა სახელწოდებით დერგი , დაიწყო მონარქიის დემონტაჟის პროცესი, ცნობილი როგორც "მხოხავი გადატრიალება". მარქსისტებმა დაიქვემდებარეს ყველა ადმინისტრაციული რესურსი და დაიწყეს სოციალიზმის მშენებლობა. იმპერატორი ჰაილე სელასიე I გარდაიცვალა 1975 წლის 27 აგვისტოს .1976—1977 წლებში დერგმა თავისი პოზიციების გამყარება დაიწყო «წითელი ტერორის» გზით მონარქიის მომხრეების, სეპარატისტების და "მემარცხენეების" წინააღმდეგ. დერგის ლიდერი ამ დროისათვის გახდა მენგისთუ ჰაილე მარიამი.
1975—1991 წლებში სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინეს მენგისთუ რეჟიმს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ოგადანში სომალის არმია ინტენსიურად ეხმარებოდა ეთნიკური სომალელების სეპარატისტულ მოძრაობებს. 1977-78 წლებში ოგადანის ომში ეთიოპიას ეხმარებოდა კუბა, სსრკ და სამხრეთ იემენი.
რეჟიმმა ვერ მოახერხა ქვეყნის გადაყვანა ფეოდალური წყობიდან კომუნისტურში.1984 წელს ქვეყანაში დაიწყო შიმშილობა.
სსრკ-ში კრიზისის დროს მენგისთუს ხელისუფლება ჩამოგდებული იქნა 1991 წლის მაისში.სათავეში მოვიდნენ მეამბოხე ლიდერების ჯგუფი.იმ დროიდან ქვეყანას მართავს ამ ჯგუფის წევრი მელეს ზენავი, თავდაპირველად როგორც პრეზიდენტი, მაგრამ საპარლამენტო რეპუბლიკის შემოღების შემდეგ როგორც პრემიერ მინისტრი.
1993 წელს ეთიოპიას გამოეყო ერიტრეა. ყოფილ მოკავშირეებს შორის ეთიოპია-ერიტრეას კონფლიქტი მოხდა 1998-2000 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ა ბარტინცკი. ეთიოპიის ისტორია; გამომცემლობა „პროგრესი“, 1976.
- ი კობიშანოვი. მ რეიტი.. „ეთიოპიის ისტორია“; გამომცემლობა „მეცნიერება“, 1988.
- გ ციპკინი. ვ იაგია. ეთიოპიის ახალი და უახლესი ისტორია. გამომცემლობა „მეცნიერება“, 1989.