ომომდინარე ეთიოპიაში. მისი სიგრძეა 760 კმ. სათავეს იღებს ადის-აბების სამხრეთ-დასავლეთით და ჩაედინება ტურკანის ტბაში. გაედინება ეთიოპიის პლატოზე, სადაც საუკეთესო პირობებს ქმნის კუების ბინადრობისთვის.

მდინარე ომოს ხეობა ქვემო დინებაში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 4°58′27″ ჩ. გ. 35°58′45″ ა. გ. / 4.97417° ჩ. გ. 35.97917° ა. გ. / 4.97417; 35.97917
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 17
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

პირველი ევროპელი, რომელიც თავის მეორე ექსპედიციისას (1895–1897 წლები) გაუყვა მდინარის კალაპოტს მის შესართავამდე — ტურკანის ტბამდე, იყო მკვლევარი ვიტორიო ბოტეგო.

მდინარის ქვემოწელი საკმაოდ მნიშვნელოვანია გეოლოგიური და არქეოლოგიური თვალსაზრისით. აქ მდებარეობს რამდენიმე არქეოლოგიური ზონა, რომლებიც პლიოცენისა და პლეისტოცენის ხანას განეკუთვნება. პირველად ისინი ფრანგულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა გათხარეს. მრავალ ადგილასაა აღმოჩენილი ნამარხი ნივთები, რომლებიც ავსტრალოპითეკსა და ჰომოს განეკუთვნება. მათ შორისაა კვარციტისგან დამზადებული იარაღები. ყველაზე ძველი ნივთი 2,4 მლნ წლით თარიღდება.

ყოველივე ამის შედეგად, იუნესკომ ეს ტერიტორია 1980 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 17
ინგლ.რუს.ფრ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ომო&oldid=4100211“-დან