ევროპული ჭაფალა
ევროპული ჭაფალა (ლათ. Coregonus albula)[1] — თევზი ორაგულისერთა ოჯახისა. უმეტესწილად ტბის მტკნარწყლიანი თევზია. გავრცელებულია ბალტიის, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზში და აგრეთვე მდინარე ვოლგის ზემოთებში. ლადოგისა და ონეგის ტბებში გავრცელებულია მსხვილი ფორმები რიპუსი და კილეცი. სიცივის მოყვარული ჯოგური თევზია. უპირატესობას ანიჭებს ისეთ წყალსატევებს, რომელთა წყლის ტემპერატურა არ აღემატება 16–17°С-ს. ნაყოფიერება 0,8–57 ათ. ქვირითი. ტიპური ჭაფალას წონა 25–30 გრ აღწევს, მსხვილი ფორმებისა — 160–180 გრ. ლადოგური რიპუსის სიგრძეა 40 სმ, წონა 1,2 კგ. ონეგური კილეცისა შესაბამისად, 37 სმ და 600 გრ. სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 წელს. იკვებება ძირითადად პლანქტონით.[2] საქართველოში აკლიმატიზებულია ევროპული ჭაფალას ქვესახეობა რიპუსი.
ევროპული ჭაფალა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Coregonus albula | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 5360 | |||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
- ↑ Ряпушка европейская — Аквакультура России