რიპუსი
(გადამისამართდა გვერდიდან ლადოგური რიპუსი)
რიპუსი, ლადოგური რიპუსი (ლათ. Coregonus albula ladogensis) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. წარმოადგენს ევროპული ჭაფალას ქვესახეობას.[1] მისი სხეულის სიგრძეა 46 სმ-მდე, წონა 1,5 კგ-მდე. გავრცელებულია ლადოგის, ონეგისა და სხვა ტბებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3–4 წლისა. ტოფობს ნოემბერ-დეკემბერში. ნაყოფიერება დაახლოებით 3000 ქვირითი, რომელიც ფსკერულია და რომელიც დაახლოებით 160 დღის განმავლობაში ვითარდება. იკვებება პლანქტონითა და წვრილი თევზით.[2] აკლიმატიზებულია ურალისა და სხვა ტბებში, სადაც მწიფდება სიცოცხლის მე-2 წელს. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. აკლიმატიზებულია საქართველოშიც, გვხვდება ტაბაწყურის, ფარავნისა და საღამოს ტბებში.[3]
რიპუსი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Coregonus albula ladogensis | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Coregonus albula ladogensis Berg, 1948 - GBIF
- ↑ Расс Т.С. Жизнь животных. Том 4, часть 1. Рыбы. Под ред. проф. Т. С. Расса. - М.: Просвещение, 1971.
- ↑ დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.