დმიტრო დონცოვი
დმიტრო დონცოვი (უკრ. Дмитро Іванович Донцов; დ. 17 (29) აგვისტო, 1883, მელიტოპოლი, რუსეთის იმპერია — გ. 30 მარტი, 1973, მონრეალი, კანადა) — უკრაინული ნაციონალიზმის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, უკრაინული ინტეგრალური ნაციონალიზმის თანამედროვე ვერსიის ფუძემდებელი, მეწარმე, სახელმწიფო მოღვაწე, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი. უკრაინის კონსერვატიული რევოლუციის იდეოლოგი. ჟურნალ „ლიტერატურული და სამეცნიერო მაცნეს“ რედაქტორი და უკრაინის სატელეგრაფო სააგენტოს ("უკრინფორმი") პირველი ხელმძღვანელი. ავტორია წიგნებისა „ნაციონალიზმი“, „ჯვრით და ხმლით“ და „ჩვენი სიძველის სული“.
დმიტრო დონცოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | უკრ. Дмитро Іванович Донцов |
დაბადების თარიღი |
29 აგვისტო 1883 მელიტოპოლი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
30 მარტი 1973 (89 წლის) მონრეალი, კვებეკი, კანადა |
დაკრძალულია | საუტ-ბაუნტ-ბრუკი, აშშ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ავსტრია-უნგრეთი პოლონეთი კანადა |
განათლება |
სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ლვოვის უნივერსიტეტი (იურიდიულ მეცნიერებათადოქტორი) |
საქმიანობა | პუბლიცისტი, ლოტერატურული კრიტიკოსი |
ხელმოწერა |
სოციალურ დარვინიზმსა და ნაციონალიზმზე დამყარებული დონცოვის იდეები და შეხედულებები, საფუძვლად დაედო უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის პოლიტიკურ პლატფორმას.[1][2][3]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1883 წლის 17 (29) აგვისტოს მელიტოპოლში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მოვაჭრე ივან და ეფროსინია დონცოვების ხუთშვილიან ოჯახში, სადაც საუბრობდნენ რუსულად და გერმანულად. ამავე დროს, კითხულობდნენ უკრაინულ წიგნებს. [4]
დაამთავრა სკოლა მელიტოპოლში და 1900 წელს წავიდა ცარსკოე სელოში, სადაც მიიღო საშუალო განათლება. შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.[5]
1905-1907 წლებში მონაწილეობდა უკრაინის სოციალ-დემოკრატიული მშრომელთა პარტიის (უსდმპ) საქმიანობაში. 1905 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს და გადაიყვანეს ლუკიანოვსკაიას ციხეში (კიევი). საყოველთაო ამნისტიის დროს იგი სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს. 1905 წლის ნოემბერში დაბრუნდა პეტერბურგში, ხოლო მომდევნო წლის იანვარში — კიევში .
1907 წლის დასაწყისში მიიღო მონაწილეობა გაზეთ „ნაშა დუმას“ ორი ნომრის რედაქტირებაში.
1907 წელს კვლავ დააპატიმრეს. როგორც უკრაინის სოციალ-დემოკრატიული მშრომელთა პარტიის წევრი, მას ოთხწლიანი მძიმე კატორღა ემუქრებოდა, მაგრამ ახლობლების შუამდგომლობის წყალობით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ლუკიანოვის ციხეში 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ.
დმიტრო დონცოვი 1908 წლის 12 აპრილს გადავიდა ლვოვში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მკურნალობდა ზაკოპანეში, სადაც გაიცნო უკრაინული ინტეგრალური ნაციონალიზმის თეორიის შემქმნელი ვ. ლიპინსკი, რომელიც უარყოფდა მაშინდელ შოვინიზმსა და ქსენოფობიას.
1909 წელს უკრაინის პროლეტარიატის მთავარ მიზნად მიიჩნია აბსოლუტიზმის დამხობა და უკრაინის ავტონომია დემოკრატიულ რუსეთში. დონცოვის იმდროინდელი ნაშრომები მიმართული იყო ყველა უკრაინული ჯგუფისა და პარტიის წინააღმდეგ, რომლებიც იდგნენ "ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ" პოზიციებზე.
1909 წლიდან 1911 წლამდე იყო ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი სტუდენტი. იქ გაიცნო მარია ბაჩინსკაია, რომელზეც დაქორწინდა 1912 წლის 17 მაისს.
1911 წლიდან ცხოვრობდა ლვოვში, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. [6]
დროთა განმავლობაში დონცოვის პუბლიკაციებმა ანტირუსული ხასიათი მიიღო, მან დაიწყო "მოსკოვფილობის" კრიტიკა, აცხადებდა, რომ უკრაინელები უნდა "იზოლირებულიყვნენ" რუსეთისგან და გეზი დასავლეთ ევროპის კულტურისკენ აეღოთ. 1913 წელს, დმიტრო დონცოვმა ლვოვში მეორე უკრაინის სტუდენტურ კონგრესზე წაიკითხა მოხსენება „ერის ამჟამინდელი მდგომარეობა და ჩვენი ამოცანები“, სადაც განაცხადა:
1913 წელს დონცოვმა დატოვა უსდმპ იდეოლოგიური მიზეზების გამო.[7]
1914 წლის 4 აგვისტოს იგი სათავეში ჩაუდგა უკრაინის განთავისუფლების კავშირს ლვოვში ვ.დოროშენკოსთან, ნ.ზალიზნიაკთან, ჟუკთან, მ.მელენევსკთან და სკოროპის-იოლტუხოვსკისთან ერთად, რომელმაც უკრაინელებს მოუწოდა. დაეკავებინათ ავსტრიის მხარე რუსეთის წინააღმდეგ.
გალიციაში რუსული ჯარების შეტევასთან დაკავშირებით, უკრაინის განთავისუფლების კავშირის ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან ერთად, დმიტრო დონცოვი გადავიდა ვენაში. 1914 წლის ბოლოს მან დატოვა უკრაინის განთავისუფლების კავშირი და მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ბერლინში, სადაც ხელმძღვანელობდა უკრაინის საინფორმაციო სამსახურს . აქ მან გამოაქვეყნა ბროშურა გერმანულ ენაზე სათაურით "უკრაინის სახელმწიფო და ომი რუსეთის წინააღმდეგ", სადაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის შეჩერება შეუძლებელია მსოფლიო ბატონობისკენ მიმავალ გზაზე, გარდა მისი გაყოფისა, ხოლო მოსკოვის იმპერიისგან გამოყოფილი ტერიტორიები უნდა წარმოადგენდნენ საკმარისად ძლიერ ავტონომიურ შენაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ რუსული ექსპანსია. დონცოვის თქმით, უკრაინა, 30 მილიონიანი მოსახლეობით, ყველაზე შესაფერისი ტერიტორიაა ამ მიზნის განსახორციელებლად, რადგან მას აქვს აუცილებელი ისტორიული ტრადიციები. გერმანიისთვის და ავსტრიისთვის ეს გახლავთ ერთადერთი გზა პანსლავისტური საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ თავიდან ასაცილებლად; ამისთვის საკმარისია უკრაინის ძველი თავისუფლების აღდგენა, ამ ახალი სახელმწიფოსთვის მფარველობის გაწევა და ამით ევროპაში პოლიტიკური ბალანსის უზრუნველყოფა.[8]
1916 წელს გადავიდა ბერნში, სადაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ხალხთა ბიუროს. 1917 წლის მარტის ბოლოს იგი დაბრუნდა ლვოვში. დაასრულა სწავლა ლვოვის უნივერსიტეტში და მიიღო სამართლის დოქტორის წოდება.
1917 წელს შეუერთდა უკრაინის ცენტრალურ რადას. 1918 წლის მარტში დონცოვი გადავიდა კიევში, ჩაერთო უკრაინის დემოკრატიულ ფერმერთა პარტიის მუშაობაში. 1918 წლის 24 მაისიდან ხელმძღვანელობდა პრესის ბიუროს და უკრაინის სატელეგრაფო სააგენტოს ჰეტმან პ. სკოროპადსკის მთავრობაში.
1918 წლის 14 ნოემბერს, მას შემდეგ რაც სკოროპადსკიმ გამოაცხადა რუსეთთან ფედერაციაში გაერთიანების შესახებ, დონცოვმა 1918 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია, სადაც დაგმო ჰეტმანის გადაწყვეტილება.
1919 წელს შეუერთდა დირექტორიას. ე.კონოვალეცისა და ს.პეტლიურას წინადადებით დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ვენაში. 1919 წლის თებერვლის შუა რიცხვებში იგი გადავიდა ბერნში. იქ ხელმძღვანელობდა შვეიცარიაში უკრაინის წარმომადგენლობის ინფორმაციისა და პრესის განყოფილებას.
1921 წლის თებერვალში დონცოვი გაემგზავრა ვენაში უკრაინის დიპლომატიური მისიების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. 1922 წლის იანვარში მან პოლონეთისგან მიიღო ნებართვა გადასულიყო ლვოვში, სადაც ცხოვრობდა 1939 წლის სექტემბრამდე.
ევგენი კონოვალეცის (უკრაინის სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი) წინადადებით მუშაობდა ჟურნალ „ლიტერატურული და სამეცნიერო მაცნეს“ რედაქტორად. დასავლეთევროპული ფაშისტური იდეების გავლენით მან დაწერა და გამოსცა წიგნი „ნაციონალიზმი“, რომელშიც გამოკვეთა ინტეგრალური ნაციონალიზმის დოქტრინა, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ იქნა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ოფიციალურ იდეოლოგიად.
დონცოვი ასევე გახლდათ ჟურნალ „ზარევოს“ რედაქტორი 1923 წლის 1 აპრილიდან 1924 წლამდე. მას შემდეგ, რაც მცდელობის მიუხედავად, ვერ გამოიყენა ხსენებული ჟურნალი ნაციონალისტური ორგანიზაციის ბაზად, დონცოვმა განაცხადა, რომ სამუდამოდ მიატოვა პრაქტიკულ პოლიტიკაში მონაწილეობის ყველა მცდელობა.
1932 წლის ბოლოს „ლიტერატურული და სამეცნიერო მაცნეს“ გამოცემა შეჩერდა ფინანსური სახსრების არქონის გამო, მაგრამ ამან არ შეაჩერა დონცოვი. სათაურით „ლიტერატურის, პოლიტიკისა და მეცნიერების მაცნე“ (ან უბრალოდ „მაცნე“) მან განაგრძო ჟურნალის კერძო გამოცემა 1933-1939 წლებში. 1939 წლის აგვისტოს ბოლოს გამოვიდა ბოლო — მე-9 ნომერი.
1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთის პოლიციამ დააპატიმრა დონცოვი და მოათავსა „ბერიოზა კარტუზსკაიას“ საკონცენტრაციო ბანაკში. იქ პოლონეთის სახელმწიფოს დაცემამდე იმყოფებოდა. ციხის დატოვების შემდეგ დონცოვი გადავიდა ბერლინში, სადაც დარჩა 1940 წლის ზაფხულამდე, ვიდრე უკრაინელმა ემიგრანტმა ა.სევრიუკმა არ დაასმინა გესტაპოში. მაგრამ დონცოვი არ დააპატიმრეს და საქმის გარკვევის შემდეგ გაემგზავრა ბუქარესტში. რუმინეთში დარჩა 1941 წლის შუა რიცხვებამდე.
დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე დონცოვი დაბრუნდა ბერლინში, იქიდან კი — რიგაში. 1943-1944 წლებში დონცოვი ბოლოს ეწვია ლვოვს და მეორე მსოფლიო ომის ბოლოს გერმანიის ამერიკულ საოკუპაციო ზონაში მოხვდა, საიდანაც პარიზში გადავიდა.
დმიტრო დონცოვი საბჭოთა ხელისუფლებამ სამხედრო დამნაშავეთა სიაში შეიყვანა და მისი ექსტრადიცია მოითხოვა.
დონცოვი გადავიდა დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი — აშშ-ში. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კანადაში. 1949 წლიდან 1952 წლამდე ასწავლიდა უკრაინულ ლიტერატურას მონრეალის უნივერსიტეტში, თანამშრომლობდა უკრაინულენოვან გამოცემებთან, დაკავებული იყო სამწერლო საქმიანობით, მაგრამ არ ჰქონდა მუდმივი სამუშაო. სცადა ჟურნალის გამოცემა ან უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დამყარება, მაგრამ არ გამოუვიდა. [9]
ტორონტოში მან გამოაქვეყნა კიდევ ერთი წიგნი („ჯვრით და ხმლით“), სადაც კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იტალიელი სოციოლოგების გ.მოსკასა და ვ.პარეტოს „ელიტების თეორიას“.
დმიტრო დონცოვი გარდაიცვალა 1973 წლის 30 მარტს. დაკრძალულია საუტ-ბაუნდ-ბრუკში, (აშშ) უკრაინელების სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Авдеенко С.И. Память. Рассказы о знаменитых мелитопольцах. — Мелитополь: «Мелитополь», 2014. — С. 90—108. — 288 с. — ISBN 978-966-197-292-5.
- Баган О. Поміж містикою і політикою: Дмитро Донцов на тлі української політичної історії 1-ї пол. ХХ ст.— К.: УВС ім. Ю. Липи, 2008. — 77 с. (უკრ.)
- Крупач М. Дмитро Донцов та Євген Маланюк: перше полемічне перехрестя // Вісниківство: літературна традиція та ідеї. — Дрогобич: Коло, 2009. — С. 49—58. (უკრ.)
- Лісовий В. Драгоманов і Донцов // Філософська і соціологічна думка. — 1991. — № 9. — С. 83—101. (უკრ.)
- Матеріали наукової конференції, присвяченої пам'яті Дмитра Донцова. — К.: Видання Конгресу українських націоналістів, 1993. — 46 с. (უკრ.)
- Михайлин І. Л. «А дай жити, серцем жити…» Тарас Шевченко в літературній публіцистиці Дмитра Донцова" / Ігор Михайлин // Літературний Тернопіль. — 2014. — № 3(60). — С. 17—24. (უკრ.)
- Михайлин І. Л. Тарас Шевченко в літературній публіцистиці Дмитра Донцова / Ігор Михайлин // Українська періодика: історія і сучасність: доп. та повідомл. одинадцятої Всеукр. наук.-теорет. конф., Львів, 29-30 листопада 2013 р. / НАН України, ЛННБУ ім. В. Стефаника, НДІ пресознавства; за ред. М. М. Романюка. — Львів, 2013. — С. 518—530. (უკრ.)
- Міщук Р. С. Донцов Дмитро Іванович // Українська літературна енциклопедія: У 5 т. — К.: Українська енциклопедія ім. М. П. Бажана, 1990. — Т. 2. — С. 93-94. (უკრ.)
- Сварник Г. Архіви Дмитра Донцова // Пам'ятки України. — 1994. — № 3/6. — С. 122—123. (უკრ.)
- Сосновський М. Дмитро Донцов: політичний портрет. — Нью-Йорк — Торонто, 1974. — 419 с. რუს.)
- Тофтул М. Г. Донцов Дмитро Іванович // Сучасний словник з етики. — Житомир : Вид-во ЖДУ ім. І. Франка, 2014. — 416 с. — ISBN 978-966-485-156-2. (უკრ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Volodymyr Yaniv. Dontsov, Dmytro. Encyclopedia of Ukraine. Canadian Institute of Ukrainian Studies. ციტირების თარიღი: 31 მარტი 2022. დაარქივებულია 28 დეკემბერი 2021.
- ↑ Олександр Зайцев: “Націоналізм як релігія: приклад Дмитра Донцова” | Український Католицький Університет. ucu.edu.ua (უკრ.). Процитовано 2 березня 2017.
- ↑ Квіт С. М.. Дмитро Донцов. Ідеологічний портрет: Монографія. — К.: ВЦ «Київський університет», 2000. — 260 с. — С. (უკრ.)
- ↑ Кумок В. Н. Три брата (судьба Донцовых) // Мелитопольский краеведческий журнал, 2013, № 1, с. 61-65
- ↑ Особиста справа студента Петербурзького університету Донцова, арк. 8. (უკრ.)
- ↑ Clerical Fascism in Interwar Europe edited by Matthew Feldman, Marius Turda, Tudor Georgescu
- ↑ Мирослава Бердник. Пешки в чужой игре. Тайная история украинского национализма. Litres, 2015. ISBN 5457723771
- ↑ Леонид Соколов. Украина между Россией и Европой. Взгляды Донцова и Липинского Архивная копия от 14 января 2019 на Wayback Machine (რუს.)
- ↑ Націократичні концепції. litopys.org.ua. Процитовано 2 березня 2017.(უკრ.)