სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(გადამისამართდა გვერდიდან პეტერბურგის უნივერსიტეტი)
სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუს. Санкт-Петербургский государственный университет) — რუსეთის ფედერალური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში; ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი, უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. აქვს 19 ფაკულტეტი, 13 კვლევითი ინსტიტუტი, კანადური კოლეჯი, სამხედრო სწავლებათა ფაკულტეტი და ფიზიკური კულტურისა და სპორტის საუნივერსიტეტო კათედრა. 2004 წლისთვის უნივერსიტეტს 4.055 პროფესორ-მასწავლებელი ჰყავდა. უნივერსიტეტი განლაგებულია ორ მთავარ კამპუსზე: ვასილიევსკის კუნძულზე და პეტერგოფში.
სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
![]() | |
დევიზი | ლათ. Hic tuta perennat |
---|---|
დაფუძნდა | 1724 ან 1819 |
რექტორი | ნიკოლოზ კროპაჩევი |
პრეზიდენტი | ლუდმილა ვერბიცკაია |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
საიტი | http://www.spbu.ru |
საბჭოთა პერიოდში ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Ленинградский государственный университет) ეწოდებოდა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი
- Сайт выпускников СПбГУ/ЛГУ
- Сайт студентов СПбГУ
- Сайт новостей СПбГУ
- Бочарова Е. Северная столица знаний // Вокруг Света. — 2006. — № 10.