ზაკოპანე
ზაკოპანე (პოლ. Zakopane) — ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, მალოპოლსკის სავოევოდოში. 2006 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 27,486 ადამიანი. გაშენებულია ტატრების ძირას, ფიჭვნარში, ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მ სიმაღლეზე. ზაფხული ზომიერად თბილია, ზამთარი რბილი. ნალექები დაახლოებით 1000 მმ წელიწადში. ზამთარში უხვადაა უქარო მზიანი დღეების რაოდენობა, და აგრეთვე მყარი თოვლის საფარი. მთის კლიმატური კურორტია, აგრეთვე დასვენების ცნობილი ბაზა და ალპინიზმის, ტურიზმისა და ზამთრის სპორტის ეროვნული ცენტრი. არის სანატორიუმები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სათხილამურო ტრამპლინი, საბაგირო გზა, ფუნიკულიორი, საცურაო აუზი. სეზონი — მთელი წელი. ზაკოპანე განთქმულია ხის მხატვრული დამუშავებით, სპორტული თხილამურების წარმოებით. განაშენიანება ხისებრია, ხალხური, „ზაკოპანეს სტილში“. ზაკოპანეში არის პოლონეთში უდიდესი სამთო-სათხილამურო ტრამპლინი — ველკა კროკევი. განვითარებულია ტურიზმი.
ზაკოპანე | |||||
---|---|---|---|---|---|
ზაკოპანე | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
სავოევოდო | მალოპოლსკი | ||||
კოორდინატები | 49°18′00″ ჩ. გ. 19°58′00″ ა. გ. / 49.30000° ჩ. გ. 19.96667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1578 | ||||
ფართობი | 84 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 837 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | პოლონური ენა | ||||
მოსახლეობა | 27,486 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 330 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | KTT | ||||
ოფიციალური საიტი | zakopane.eu | ||||
1975-1998 წლებში შედიოდა ნოვი-სონჩის სავოევოდოში, ხოლო 1999 წლიდან მალოპოლსკის სავოევოდოშია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზაკოპანე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ზაკოპანე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)