დილიფი
დილიფი, დილითი (ისტ. დლივი) — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დიდი გონდრიო).
სოფელი | |
---|---|
დილიფი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | გონდრიო |
კოორდინატები | 41°16′36″ ჩ. გ. 43°28′12″ ა. გ. / 41.27667° ჩ. გ. 43.47000° ა. გ. |
ადრეული სახელები | დლივი |
ცენტრის სიმაღლე | 1850 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1098[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 16 კმ-ით.
სოფელთან არის ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია. დილიფის მიდამოებში არის მძლავრი მინერალური წყაროები და პემზის დიდი მარაგი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა „დლივი“. ასეა იგი მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებასა“ და სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის (X– XI სს.) თხზულებაში „მსოფლიო ისტორია“.[4] X–XI საუკუნეებში იგი ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო. 988 წელს, ბაგრატ III-ის თავდასხმის მოლოდინში, დლივში დაბანაკდა დავით III კურაპალატი. აქვე, პერიოდულად, სადგომი ჰქონდათ ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების მტრებს – კლდეკარის ერისთავებს – ბაღვაშებს. 1058 წელს დლივში შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე.[2]
სოფლის მახლობლად შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების საყდრის ნანგრევები.[2] სოფლის მახლობლად აღმოჩენილია სასანური და არაბული მონეტების განძი.
მოსახლეობა
რედაქტირებაწელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეროვნება | წყარო |
---|---|---|---|---|---|
2002 | 1528 | 757 | 771 | სომხები | [5] |
2014 | 1098 | 553 | 545 | სომხები (99,6 %) | [1] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ბერძენიშვილი დ., დილიფი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 432.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ დლივი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 456.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.