სტეფანოს ტარონეცი
(გადამისამართდა გვერდიდან ასოღიკი)
სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი) — X-XI საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი. მისი უმთავრესი ნაშრომია „მსოფლიო ისტორია“, რომელიც კათალიკოს სარქისის (922-1019) დაკვეთით დაუწერია. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ორი ნაწილი კომპილაციური ხასიათისაა, მესამე ნაწილი ორიგინალურია და მოიცავს პერიოდს აბასის მეფობიდან (929) 1004 წლამდე. ამ ნაწილში ძირითადად აღწერილია მონასტრების მშენებლობა და სამონასტრო ცხოვრება. ნაშრომი საყურადღებო წყაროა საქართველოს ისტორიული მთელი რიგი საკითხების დასაზუსტებლად. კერძოდ შეიცავს ცნობებს ტაო-კლარჯეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების, აგრეთვე ბაგრატიონთა მოღვაწეობის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, თბ., ტ. 9, 1985, გვ. 567