დილიფის განძი — VII-IX საუკუნეების ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილია 1949 წელს სოფელ დილიფში (ახლანდ. დილითი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი).

შემორჩენილია 14 მონეტა და 19 ნატეხი. განძის დიდი ნაწილი დაკარგულია. 1 მონეტა სასანური დრაქმაა, 1 — არაბულ-სასანური, ხოლო დანარჩენი ომაიანთა და აბასიანთა დირჰემებია. მონეტების ქრონოლოგიური ჩარჩოა 620–833 წწ. (ჰიჯრით).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯალაღანია ი., ქუფური მონეტების ტოპოგრაფია საქართველოში, თბ., 1972.
  • ჯალაღანია ი., საქართველოს სამონეტო განძები, [ტ.] 1, თბ., 1976.