დრაქმა (ძველი საბერძნეთი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დრაქმა.

დრაქმა (ძვ. ბერძნ. δραχμή [drachme]) — მასისა და ფულის ერთეული ძველ საბერძნეთში (მასა — 4,366 გ). ვერცხლის მონომეტალიზმზე დამყარებული სამონეტო სისტემების ძირითადი ნომინალი. იჭრებოდა ძვ. წ. VI საუკუნიდან.

ვერცხლის დრაქმა (5,57 გ). ნაქსოსი, სიცილია, ძვ. წ. 530-510 წწ.

აქვს დანაყოფები: ტრიბოილი ანუ ჰემიდრაქმა (დრაქმის 1/2), დიობოლი (დრაქმის 1/3), ობოლი (დრაქმის 1/6) და სხვ. ცნობილია აგრეთვე დიდი ნომინალებიც: დეკადრაქმა (10-დრაქმიანი), ტეტრადრაქმა (4-დრაქმიანი), დიდრაქმა (2-დრაქმიანი). დრაქმა ფართოდ იყო გავრცელებული მიმოქცევაში, დიდი რაოდენობით გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალაშიც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დუნდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Зограф А. Н., Античные монеты, М.-Л., 1951