დიმიტრი ერისთავი (მხატვარი)
დიმიტრი ვახტანგის ძე ერისთავი (დ. 18 ივნისი, 1931, თბილისი — გ. 5 აგვისტო, 2021) — ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის (2006) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990).[2]
დიმიტრი ერისთავი | |
---|---|
დიმიტრი ერისთავი | |
დაიბადა | 18 ივნისი, 1931 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაიცვალა | 5 აგვისტო, 2021[1] (90 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | 5 აგვისტო, 2021 (90 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მხატვრობა |
ჟანრი | გრაფიკა |
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1931 წლის 18 ივნისს, თბილისში. მშობლები: დედა — თამარ ქართველიშვილი, მამა — ვახტანგ ერისთავი, მეუღლე — ნათელა, შვილი სანდრო. 1950-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის ფაკულტეტზე.[3] მისი პედაგოგები იყვნენ ლადო გრიგოლია, სერგო ქობულაძე, დუდა გაბაშვილი, ი. შუხაევი და სხვ.
მისმა სადიპლომო ნამუშევარმა — ილუსტრაციები ანატოლ ფრანსის მოთხრობისათვის „კრენკებილი“ (ხელმძღვანელი — იოსებ შარლემანი) უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1962 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარა. 1967-1974 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი, ხოლო 1982 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. 1957 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი; 1974 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; 1985 წლიდან საქართველოს სახალხო მხატვარია.
დიმიტრი ერისთავი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და პერსონალური გამოფენის ავტორია, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ასევე 1956 წლიდან, ასამდე წიგნის და მრავალი ჟურნალის ილუსტრატორია. ავტორია კინოაფიშებისა: „სხვისი შვილები“, „ქორწილი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „გიორგობისთვე“, „ყვარყვარე“, „ცისფერი მთები“, „ექსპრეს-ინფორმაცია“.
გარდაიცვალა 2021 წლის 5 აგვისტოს, 90 წლის ასაკში.[4]
გამოფენები
რედაქტირება- 1966 — მხატვრის სახლის საგამოფენო დარბაზი — თბილისი;
- 1966 — ჟურნალ „იუნოსტის“ საგამოფენო დარბაზი — მოსკოვი, რუსეთი;
- 1975 — აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების მუზეუმი — მოსკოვი, რუსეთი;
- 1976 — გამომცემლობა „მერანის“ საგამოფენო დარბაზი — თბილისი;
- 1979 — ქართული ხელოვნების გამოფენა — ბერლინი, გერმანია;
- 1983 — ხელოვნების სკოლა — პარიზი, საფრანგეთი;
- 1986 — ხალხთა მეგობრობის სახლის საგამოფენო დარბაზი — ბელგრადი, იუგოსლავია;
- 1995 — სამხატვრო გალერეა — ბათუმი;
- 1996 — „100 ნახატის გამოფენა“ — სამხატვრო გალერეა - თბილისი;
- 2002 — TMS საგამოფენო დარბაზი — თბილისი;
- 2006 — მ. ბერძნეშვილის სახ. კულტურის ცენტრი „მუზა“ — თბილისი;
- 2009 — ა. ჭავჭავაძის სასახლის საგამოფენო დარბაზი — წინანდალი;
- 2010 — ქართული კულტურის დღეეები — ნიდერლანდები;
- 2011 — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი — თბილისი;
ფილმები
რედაქტირება- 1962 — „ზღვის ბილიკი“, სცენარის ავტორი: ანზორ სალუქვაძე, რევაზ ჭეიშვილი; რეჟ.: რევაზ ჩხეიძე;
- 1964 — „სალამური“, სცენარის ავტორი: ანზორ სალუქვაძე, ოთარ აბესაძე; რეჟ.: ოთარ აბესაძე;
- 1966 — „გიორგობისთვე“, სცენარის ავტორი: ამირან ჭიჭინაძე; რეჟ.: ოთარ იოსელიანი;
- 1968 — „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სცენარის ავტორი: რევაზ გაბრიაძე; რეჟ.: ელდარ შენგელაია;
- 1970 — „იყო შაშვი მგალობელი“, სცენარის ავტორი: ოთარ იოსელიანი, დიმიტრი ერისთავი, ოთარ მეხრიშვილი, შერმაზან ყაყიჩაშვილი; რეჟ.: ოთარ იოსელიანი;
- 1973 — „გზა მშვიდობისა ჯაყო“, სცენარის ავტორი: ნოდარ დუმბაძე, მერაბ კოკოჩაშვილი; რეჟ.:მერაბ კოკოჩაშვილი;
- 1974 — „კაპიტნები“, სცენარის ავტორი: ბორის ანდრონიკაშვილი; რეჟ.: თამაზ გომელაური;
- 1975 — „შაბათ საღამოს“, სცენარის ავტორი: რევაზ გაბრიაძე; რეჟ.: რამაზ შარაბიძე;
- 1976 — „მწვერვალი“, სცენარის ავტორი: ვაჟა გიგაშვილი; რეჟ.: მერაბ კოკოჩაშვილი;
- 1978 — „ყვარყვარე“, სცენარის ავტორი: რევაზ ჭეიშვილი, დოდო აბაშიძე; რეჟ.: დევი აბაშიძე;
- 1984 — „მთვარის ფავორიტები“, სცენარის ავტორი და რეჟისორი: ოთარ იოსელიანი;
- 1989 — „და იყო სინათლე [და იქმნა ნათელი]“, სცენარის ავტორი და რეჟისორი: ოთარ იოსელიანი;
- 1993 — „ექსპრეს-ინფორმაცია“, სცენარის ავტორი: რევაზ ჭეიშვილი, ელდარ შენგელაია; მხატვ.: დიმიტრი ერისთავი, ბორის ცხაკაია, რეჟ.: ელდარ შენგელაია;
- 2001 — „ხვეული კიბით“, სცენარის ავტორი და რეჟისორი მერაბ თავაძე; მხატვ.: ია გიგოშვილი, ოთარ ვეფხვაძე;
- 2010 — „შანტრაპა“, სცენარის ავტორი და რეჟისორი: ოთარ იოსელიანი.
- 2016 — „ფრაგმენტების წიგნი“ რეჟ. შოთა კალანდაძე
ჯილდოები
რედაქტირება- მედალი საუკეთესო გრაფიკული პორტრეტისთვის (მანანა აბაზაძის პორტრეტი) (1963);
- საქართველოს კომკავშირის პრემია (1967);
- წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი (უ. შექსპირის „ჰამლეტის“ ილუსტრაციებისთვის) (1976);
- ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალეს მედალი (1986);
- საქართველოს სახელმწიფო პრემია (1990);
- საქართველოს ღირსების ორდენი (1998);
- I პრემია - საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისთვის (2005);
- რუსთაველის სახელობის პრემია (2006);
- ბრწყინვალების ორდენი (2009);
- თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 122;
- დიმიტრი ერისთავი: ბიობიბლიოგრაფია / შეადგინეს: მანანა გოლეთიანმა, ციური კოჭლაშვილმა ; რედ.: ციური კოჭლაშვილი; საქ. პარლ. ეროვნული ბიბ-კა. 2018. 96 გვ.:ილ.
- დიმიტრი ერისთავი: [ალბომი / რედ.: ოთარ ეგაძე].- თბ. : ხელოვნება, 1979 (საქ. კპ ცკ-ის სტ.).-104გვ.:ილ.
- დიმიტრი ერისთავი - თბ., 2002. - 38გვ.
- დიმიტრი ერისთავი: გრაფიკა: [ალბომი : ბლექ სი გრუპის ოქროს კოლექცია / პროექტის იდეის ავტ. და გამომც. გიორგი კალანდაძე; ტექსტის ავტ. დავით ანდრიაძე ; თარგმანი ლალი გეგეჭკორი; ფოტო გია ჩხატარაშვილი].- თბ.,2010.- 124გვ.:ილ.; ტექსტი ქართ. და ინგლ.. - ISBN 978-9941-0-3191-5
- დიმიტრი ერისთავი; გრაფიკა : [კატალოგი / ტექსტის ავტ. მზია ჩიხრაძე ; რედ. ნანა შარვაშიძე ; ქართ. ტექსტ. რედ. ეკა მიქაბერიძე ; მთარგმნ.: ციცო ხოცუაშვილი, ნინო ტორაძე ; ფოტოგრაფი გია ჩხატარაშვილი]. - [თბ.] : მაგთიკომი, 2011 (შპს "სეზანი"). - 276გვ.: ილ.;- ტექსტი ქართ. და ინგლ.- ISBN 978-9941-0-3791-7
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ დიმიტრი ერისთავი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2018.
- ↑ დიმიტრი ერისთავი. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2018.
- ↑ „90 წლის ასაკში მხატვარი დიმიტრი ერისთავი გარდაიცვალა“. mtavari.tv. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ მხატვარი დიმიტრი ერისთავი თბილისის საპატიო მოქალაქეა. kvira.ge (4 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2018.