შერმაზან ყაყიჩაშვილი

შერმაზან დიმიტრის ძე ყაყიჩაშვილი (დ. 12 აგვისტო, 1936, თბილისი, საქართველო — გ. 18 აგვისტო, 2001, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი.

შერმაზან ყაყიჩაშვილი

შერმაზან ყაყიჩაშვილი
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1936
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 18 აგვისტო, 2001 (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ცნობილია როგორც პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებელი
სამეცნიერო სფერო ფიზიკოსი

შერმაზან ყაყიჩაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. სწავლობდა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში (ამჟამად პირველი კლასიკური გიმნაზია). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1963 წლებში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლად. 1963 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკური კვლევების ლაბორატორიას, სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი წრიული ჰოლოგრამა. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებაში, კიევის ფიზიკის ინტიტუტში. 1982 წელს სანქტ-პეტერბურგის, ვავილოვის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში, მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო 1986 მიენიჭა პროფესორის წოდება. აქვს მინიჭებული გამომგონებლის სტატუსი (1979). შერმაზან ყაყიჩაშვილი ითვლება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებლად. პირველმა შექმნა წრიული ჰოლოგრამა, რომელზეც თავისი თავი ასახა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლოგრაფიის განვითარებაში. მისი ავტორობით გამოცემულია 250-მდე სტატია. მის სახელს უკავშირდება 22 გამოგონება. შერმაზან ყაყიჩაშვილი ეწეოდა პედაგიგიურ საქმიანობას, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე შუა აზიის ქვეყნებშიც. გარდაიცვალა თბილისში 65 წლის ასაკში.

მის მიერ შექმნილი ჰოლოგრამები გამოფენილ იყო მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე, მათ შორის საფრანგეთში, რუსეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, ირანში, ვიეტნამში, სირიაში, ესპანეთში. მისი ჰოლოგრამები გამოფენილია პარიზის ჰოლოგრაფიის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზეც.

  • „პოლარიზაციული ჰოლოგრაფია“ - Поляризационная голография, Ш. Д. Какичашвили ; Отв. ред. Ю. Н. Денисюк; АН СССР, Науч. совет по голографии, Физ.-техн. ин-т им. А. Ф. Иоффе. - Ленинград : Наука : Ленингр. отд-ние, 1989. - 141,[1] с. : ил ; 22 см. - Библиогр.: с. 133-140 (172 назв.). - ISBN 5-02-024393-0 1.80 р.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება