გუჯარეთი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუჯარეთი.

გუჯარეთი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული წაღვერი).

სოფელი
გუჯარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°45′38″ ჩ. გ. 43°43′15″ ა. გ. / 41.76056° ჩ. გ. 43.72083° ა. გ. / 41.76056; 43.72083
ცენტრის სიმაღლე 1600
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
გუჯარეთი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გუჯარეთი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
გუჯარეთი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გუჯარეთი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
გუჯარეთი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
გუჯარეთი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1600 მ-ზე, ბორჯომიდან 40 კმ დაშორებით. 2014 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.

სოფელი ისტორიულ თორში მდებარეობდა, შემდეგ გუჯარეთისხევის ცენტრი გამხდარა. VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში „აშხარაცუიც“ იხსიენიება თორი და გუჯარეთისხევი. სოფლის ირგვლივ მდებარე ნოყიერი საძოვრების არსებობამ და ძამის, ტანის, თრიალეთის, ტაბაწყურ-ნარიანისა და გუჯარეთისწყლის ხეობებით მომავალი ურთიერთგადამკვეთი გზების ხელსაყრელმა თავმოყრამ განაპირობა გუჯარეთის დაწინაურება.

ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს ერთი გუჯარეთი, 1917 წლამდე რუკებზე კი აღნიშნულია 2 გუჯარეთი — დიდი და პატარა. ამ რუკების მიხედვით, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ირგვლივ დიდი გუჯარეთის ნასოფლარია, თანამედროვე გუჯარეთი კი პატარა გუჯარეთის ადგილასაა. დღევანდელ გუჯარეთში ღვთისმშობლის ძველი ეკლესიის ბუდეღაა დარჩენილი.

წმ. ნიკოლოზის ეკლესია სოფლის დასავლეთით, ხევგაღმა შემაღლებულ ადგილზე დგას. ძეგლი ნაგებია უხეშად გათლილი რუხი მოჟანგისფრო ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნით პილასტრების ერთი წყვილია, მასზე ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღი. კედლები შელესილ-შეთეთრებულია. შემორჩენილია ეკლესიის დანგრეული გალავანი, რომლის ახლოს ნასოფლარია. ტაძარი XIX საუკუნეშია აღდგენილ-გადაკეთებული, შენობის ქვედა ნაწილში ჩაყოლებული დიდი ზომის ქვები და გალავანი კი ყველაზე ადრინდელი ფენა უნდა იყოს. ეკლესიის პროპორციების, სარკმელთა გაფორმების და სამშენებლო ხელოვნების მიხედვით ეკლესია XVI–XVIII საუკუნეებს განეკუთვნება.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 0[2]
2014 0

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.