გუჯარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი

გუჯარეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნუციპალიტეტის სოფელ გუჯარეთთან.

ტაძარი ნაგებია უხეშად გათლილი რუხი ქვებით. ალაგ-ალაგ ქვა ჟანგისფერი გამხდარა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს რომლის არქიტრავის ქვაზე მოგრძო ჯვარია გამოსახული. ტაძარს სამი სარკმელი აქვს მათი ღიობები შენობების ზომებთან შედარებით ძალზე პატარაა. შიგნით გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრით არის გაყოფილი. ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს გადაუკეთებია მოწვეულ ბერძენ ოსტატს. სავარაუდოდ ამ პერიოდში უნდა იყოს ამოკაწრული არქიტრავის ქვაზე ჯვარი და სხვა უმნიშვნელო ცვლილელები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 86-87
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც. და გ. ჭანიშვილი, არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი `გუჯარეთი, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957