გმირი ქალაქები
გმირი ქალაქები (რუს. город-герой, gorod-geroy, უკრ. місто-герой, misto-heroy, ბელარ. горад-герой, horad-heroy) — საბჭოთა უმაღლესი საპატიო წოდება, რომელიც მიკუთვნებული აქვს სსრკ-ის 12 ქალაქს, მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირული თავდაცვისთვის.[1] მათ გარდა, ბრესტის ციხესიმაგრესაც აქვს მინიჭებული გმირი ციხესიმაგრის წოდება. ამჟამად, ამ ცამეტიდან ოთხი უკრაინის, მინსკი და ბრესტის ციხესიმაგრე — ბელარუსის, ხოლო დანარჩენი კი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ქალაქები, რომელთაც გმირი ქალაქების წოდება მიიღეს, იყვნენ: ლენინგრადი, სტალინგრადი, სევასტოპოლი და ოდესა. მათ ეს წოდება უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ სტალინმა მიანიჭა 1945 წლის 1 მაისს.[2] კიევს ეს წოდება სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით 1961 წლის 21 ივნისს მიენიჭა.[3] საპატიო წოდება „გმირი ქალაქი“ მიიღეს 1965 წლის 8 მაისს, მას შემდეგ რაც, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, თავისივე ბრძანების საფუძველზე, დაამტკიცა დებულება უმაღლესი ხარისხის წოდების — გმირი ქალაქის მიღების თაობაზე.[4] ამავე დღეს ლენინგრადს, ვოლგოგრადს, სევასტოპოლს, ოდესას, კიევს, მოსკოვსა და ბრესტის ციხესიმაგრეს გადაეცათ „ოქროს ვარსკვლავის“ მედლები, ასევე მოსკოვს გმირი ქალაქის, ხოლო ბრესტის ციხესიმაგრეს გმირი ციხესიმაგრის წოდება მიენიჭათ.
დებულებაში წოდების შესახებ წერია:
„1. წარჩინების უმაღლესი ხარისხი — გმირი ქალაქის წოდება ენიჭებათ საბჭოთა კავშირის ქალაქებს, რომლებმაც დიდ სამამულო ომში გამოიჩინეს მასობრივი გმირობა და სიმამაცე სამშობლოს დაცვისათვის.
<…> 3. ქალაქი, რომელსაც მიენიჭება წარჩინების უმაღლესი ხარისხი — გმირი ქალაქის წოდება: ა) გადაეცემა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო — ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი; ბ) სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადასცემს სიგელს. <…> 6. გმირი ქალაქის დროშაზე უნდა იქნეს გამოსახული ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი. <…> 7. გმირ ქალაქში უნდა აღიმართოს ობელისკი ლენინის ორდენისა და ოქროს ვარსკვლავის გამოსახულების, ასევე მასზე უნდა იქნეს დაწერილი სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანების ტექსტი. “ | |
გმირი ქალაქები და გმირი ციხესიმაგრე
რედაქტირება№ | ქვეყანა | გმირი ქალაქი | წოდების მინიჭების თარიღი |
---|---|---|---|
1 | რუსეთი | ლენინგრადი (თანამედროვე სანქტ-პეტერბურგი) | 8 მაისი, 1965 |
2 | უკრაინა | ოდესა | 8 მაისი, 1965 |
3 | უკრაინა | სევასტოპოლი | 8 მაისი, 1965 |
4 | რუსეთი | ვოლგოგრადი (1961 წლამდე სტალინგრადი) | 8 მაისი, 1965 |
5 | უკრაინა | კიევი | 8 მაისი, 1965 |
6 | ბელარუსი | ბრესტის ციხესიმაგრე (გმირი ციხესიმაგრე) | 8 მაისი, 1965[5] |
7 | რუსეთი | მოსკოვი | 8 მაისი, 1965 |
8 | უკრაინა | ქერჩი | 14 სექტემბერი, 1973 |
9 | რუსეთი | ნოვოროსიისკი | 14 სექტემბერი, 1973 |
10 | ბელარუსი | მინსკი | 26 ივნისი, 1974 |
11 | რუსეთი | ტულა | 7 დეკემბერი, 1976 |
12 | რუსეთი | მურმანსკი | 6 მაისი, 1985 |
13 | რუსეთი | სმოლენსკი | 6 მაისი, 1985 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 193.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია — გმირი ქალაქები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-13. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
- ↑ Сталин И. В Cочинения. т. 15. — М.: «Писатель», 1997. — стр. 218–221. Приказ Верховного Главнокомандующего от 1 мая 1945 года, №20.
- ↑ Указе Президиума ВС СССР Об учреждении медали «За оборону киева» от 21 июня 1961 года
- ↑ Положении о почетном звании «Город-Герой», утвержденном Указом Президиума Верховного Совета СССР от 8 мая 1965 года (Ведомости Верховного Совета СССР, 1965, N 19, ст. 248, пункт 7.)
- ↑ Указ Президиума ВС СССР от 8.05.1965 № 3573-VI