გიგა ბოკერია

ქართველი პოლიტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ბოკერია)

გიორგი (გიგა) ბოკერია (დ. 20 აპრილი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 2017 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფილი დეპუტატების პარტიის — „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე 2021 წლის 10 აპრილიდან.

გიორგი (გიგა) ბოკერია
გიორგი (გიგა) ბოკერია
საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 2010 – 21 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიეკა ტყეშელაშვილი
მემკვიდრეირინე იმერლიშვილი

დაბადებული20 აპრილი, 1972 (1972-04-20) (52 წლის)
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაევროპული საქართველო
მამალევან ბოკერია
დედანანა ალექსანდრია
მეუღლეთამარ ჩერგოლეიშვილი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლისტერის უნივერსიტეტი
პროფესიაისტორიკოსი, იურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიააგნოსტიციზმი[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
დავით ბაქრაძე, აშშ-ის სახელიმწიფო მდივანი ჯონ კერი და გიგა ბოკერია, 2016 წ.

გიგა ბოკერია დაიბადა ცნობილი არქიტექტორის ლევან ბოკერიას და საქართველოს ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას ოჯახში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996 წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში — უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო.

1989-1995 წლებში გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას: გაზეთ 7 დღე ჟურნალისტი (1992), გაზეთ მიმომხილველის პოლიტიკური რედაქტორი (1992-1993), სახელმწიფო რადიოს პირველი არხის გადაცემის „პიკის საათი“ ჟურნალისტი (1993), რადიო თავისუფლების ჟურნალისტი (1994), „არგუმენტი“ (პოლიტიკური რედაქტორი 1995-1996), სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სადისკუსიო პროგრამის „აქცენტები“ წამყვანი (1996).

2003 წელს არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით სერბეთში სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა ოტპორის აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა კმარას დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს.

ხელისუფლებაში

რედაქტირება

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. 2008 წლის 19 თებერვალს ბოკერიამ განაცხადა რომ საქართველო არ ცნობდა კოსოვოს დამოუკიდებლობას. [2]

2005-2008 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რედაქტირება

2008 წლის აპრილში ცნობილი გახდა რომ ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნებოდა. [3] 2008-2010 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ბოკერია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მიერ დსთ-ის დატოვებას. [4] 2009 წელს შეიქმნა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო. [5]

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

რედაქტირება

2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.[6] 2013 წელს ბოკერია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს დაგეგმილი აქციის ჩაშლას გამოეხმაურა და აქციის მონაწილე სასულიერო პირები გააკრიტიკა. [7]

2013 წლის 15 ნოემბერს ბოკერიამ თანამდებობა დატოვა. [8]

ოპოზიციაში

რედაქტირება

2013-2016 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თანამოაზრეებთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნა ახალი პარტია „ევროპული საქართველო“.[9] 2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ.

2017 წლის 18 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გიგა ბოკერიას „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება მიანიჭა. [10] ამ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი გამოხატა ნაირა გელაშვილმა რომელმაც 20 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისში დატოვა მისთვის მინიჭებული „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო. [11]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკი-ფოთი-ხობში.[12] მიიღო 3796 ხმა (6,24%). [13]

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე 2021 წლის 10 აპრილიდან.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

გიგა ბოკერიას მეუღლე 2006 წლიდან არის ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჰყავს ორი შვილი: ლევანი (დ. 1991) და კესარია (დ. 2006).[14]

გიგა ბოკერიას თქმით, იგი აგნოსტიკოსია, თუმცა თავს „ქრისტიანული კულტურის ნაწილად“ მიიჩნევს. [15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. გიგა ბოკერია მძიმე კაცთან
  2. ”საქართველო არ აღიარებს კოსოვოს” - ბოკერია
  3. ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხდება
  4. საქართველო დსთ-ს ოფიციალურადაც ტოვებს
  5. საქართველომ და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო დააფუძნეს
  6. ცვლილებები მთავრობაში, უშიშროების საბჭოში // სივილ ჯორჯია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-06-10.
  7. ძალადობა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის წინააღმდეგ
  8. 15 ნოემბრიდან გიგა ბოკერია გადადგა
  9. „ყოფილმა ნაციონალებმა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო დააფუძნეს“. imedinews.ge. 2017-01-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-08. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  10. "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება გიგა ბოკერიამ და ხათუნა სამნიძემ მიიღეს
  11. ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის ჯილდო დაუბრუნა
  12. სამივე რაიონში აქვს ჩემს ოჯახს ფესვები – ბოკერია ფოთში, სენაკსა და ხობში კენჭისყრაზე / Netgazeti
  13. cesko.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
  14. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გიორგი ბოკერია. declaration.gov.ge (31 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  15. ბოკერია: არ ვარ ეკლესიური, მაგრამ ვარ ქრისტიანული კულტურის ნაწილი. tabula.ge (13 ოქტომბერი, 2019). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2021.