განთიადი (დაბა)

დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).

განთიადი[3][4] (აფხ. Ганҭиади; ყოფილი პილენკოვო[5]; წანდრიფში[6]) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე მეხადირის ნაპირზე საქართველო-რუსეთის საზღვართან. ზღვის დონიდან 40 მ., გაგრიდან 22 კმ. დაბაზე გადის თბილისი-სოჭის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.

დაბა
განთიადი
აფხ. Ганҭиади
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°22′45″ ჩ. გ. 40°05′00″ ა. გ. / 43.37917° ჩ. გ. 40.08333° ა. გ. / 43.37917; 40.08333
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ცენტრის სიმაღლე 40
ოფიციალური ენა ქართული და აფხაზური ენები
მოსახლეობა 7,8 ათასი კაცი (1991)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 443[1]
საფოსტო ინდექსი 6700[2]
განთიადი (დაბა) — საქართველო
განთიადი (დაბა)
განთიადი (დაბა) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
განთიადი (დაბა)
განთიადი (დაბა) — გაგრის მუნიციპალიტეტი
განთიადი (დაბა)

ისტორია რედაქტირება

დაბის ადგილას ადრე აქ არსებობდა სოფელი ცანდრიფში, რომელიც XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დასტურდება. სახელწოდებას საფუძვლად უდევს ჯიქების თავადური საგვარეულოს ცანბა ფუძე და „ცანბების მხარეს, საცხოვრისს“ ნიშნავს. ცანბები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 1864 წელს მუჰაჯირობის გამო იძულებით გადასახლდნენ ოსმალეთის იმპერიაში. 1867 წელს მას პილენკოვო ეწოდა შავი ზღვის ოკრუგის უფროსის გენერალ დიმიტრი პილენკოს პატივსაცემად და 70-იან წლებში რუსები, მოლდაველები და სომხები ჩაასახლეს.

1917 წელს დაბის ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობის დროს აღმოჩნდა ძვ. წ. XIII-XIV საუკუნეების ბრინჯაოს ორი ცული[7]

XX საუკუნის 20-იან წლებამდე ტერიტორია მდინარე ბაღრიფსთასა და მდ. ფსოუს შორის შეადგენდა პილენკოვოს თემს, რომელიც სოჭის რაიონში შედიოდა. 1929 წელს ეს ტერიტორია მრავალწლიანი დავის შემდეგ საქართველოს სსრ-ს გადაეცა. 1948 წლის 23 ივნისს პილენკოვოს ქართული სახელი განთიადი ეწოდა. საბჭოთა პერიოდში დაბაში მდებარეობდა თამბაქოს საფერმენტაციო ფაბრიკა, საკონსერვო, ღვინის ქარხნები, ადგილობრივი მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მევენახეობა. 1991 წელს დაბაში ითვლებოდა 3 საშუალო ზოგანსაგანმანათლებლო სკოლა, სკოლა-ინტერნატი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, კლუბები, საავადმყოფო, აფთიაქი და კავშირგაბმულობის განყოფილება.

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ განთიადს ცანდრიფში (აფხ. Цандрыԥшь) დაარქვა[8].

კურორტი რედაქტირება

განთიადი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი (იანვრის საშალო ტემპერატურა 5,6 °C) და ძლიერ თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21,8 °C). ნალექები 1550 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 22-25 °C. სამკურნალო ფაქტორია ზღვის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძრღვთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური დაავადებები. სეზონი — მთელი წელი.

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 7358 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 7358 -- --

ისტორიული ძეგლები რედაქტირება

განთიადში შემორჩენილია სამი ეკლესია:

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯაოშვილი ვ., უშვერიძე გ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 550.

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები - „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები - „საქართველოს ფოსტა“
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
  4. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 42.
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  6. პილენკოვოს კუთვნილების საკითხი — „თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია“
  7.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24746
  8. В. Е. Кәаҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002, ад. 176
  9.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № განთიადის ბაზილიკა № 9106
  10.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9110
  11.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ბერძნული ეკლესია № 9108