განთიადის ტაძარი
განთიადის ტაძარი, ცანდრიფშის ტაძარი — VI საუკუნის სამაფსიდიანი ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი). 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
განთიადის ტაძარი | |
![]() განთიადის ტაძრის ნანგრევები | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 43°22′45″ ჩ. გ. 40°04′15″ ა. გ. / 43.3794167° ჩ. გ. 40.0709083° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | აფხაზეთი |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | განთიადი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ფუნქციური სტატუსი | ტაძარი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ქართული, ბიზანტიური |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 543 წელი |
აშენებულია VI საუკუნის I ნახევარში. მაგრამ არაერთხელ იყო გადაკეთებული VIII—X საუკუნეებში. 1576 წელს ნაწილობრივ დაინგრა ოსმალეთის შემოსევებისაგან. არის აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი. ჩვენამდე მხოლოდ ბაზილიკის ნანგრევები შემორჩა.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა
რედაქტირებადარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ განთიადი სწორედ ის ტაძარია, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა აბაზგების ტომს მათი გაქრისტიანებისას აუგო. ბაზილიკის ნანგრევებში აღმოჩენილია თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის ფრაგმენტი, ბერძნული ასომთავრული წარწერით. როგორც ჩანს, ის ადგილობრივი საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნებოდა. წარწერა თარიღდება VI საუკუნით.
განთიადის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. იგი აგებულია საშუალო ზომის სწორი ფორმის კირქვის კვადრებით, მშენებლობისას გამოყენებულია ასევე სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური.
ამჟამინდელი მდგომარეობა
რედაქტირებატერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. არსებული ინფორმაციით, ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
განთიადის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაოშვილი ვ., უშვერიძე გ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 550.
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, აფხაზეთი, თბ., 2007, გვ. 36-37
- როგავა გ., რელიგია და ეკლესია აფხაზებში, თბ., 2007, გვ. 147-148
- როგავა გ., აფხაზეთის ისტორიის საკითხები, თბ., 2009, გვ. 148-149
- ზუხბაია ვ.,„დავიცვათ არქიტექტურული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 4 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1965 წელი. — გვ. 53-55
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2020-02-01.