მოლდოველები

(გადამისამართდა გვერდიდან მოლდაველები)

მოლდოველებიხალხი, მოლდოვის ძირითადი მოსახლენი (2,24 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე უკრაინაში (258,6 ათ.), რუსეთის ფედერაციაში (156,4 ათ.).

რაოდენობა სხვა ქვეყნებში

რედაქტირება
  1.   უკრაინა — 258 619;
  2.   რუმინეთი — 161 846;
  3.   რუსეთი — 156 400;
  4.   იტალია — 142 583;
  5.   ესპანეთი — 17 426;
  6.   ყაზახეთი — 14 245;
  7.   პორტუგალია — 13 586;
  8.   საფრანგეთი — 13 000;
  9.   საბერძნეთი — 9920;
  10.   კანადა — 8050;
  11.   აშშ — 7859;
  12.   ჩეხეთი — 5260;
  13.   პოლონეთი — 5117;
  14.   ბელარუსი — 3465;
  15.   ლატვია — 2284.

მათი ძირითადი გავრცელების არეალია ევროპა.

მოლდოველების ეთნოგენეზში გამოიყოფა ორი ეტაპი ვოლოხების (ვლახელების) ფორმირება და თანამედროვე მოლდოველი ერის ჩამოყალიბება. ვოლოხების ფორმირება მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ბალკანეთის და კარპატების მთისწინეთის არეალში იმ თრაკიელი ტომების საფუძველზე, რომლებმაც I სუაკუნეში განიცადეს რომანიზაცია, ხოლო VI სუაკუნიდან სლავების გავლენა. XIV საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა მოლდავეთის სამთავრო, რომლის შემადგენლოპბაში შევიდა მდინარე პრუტის აღმოსავლეთთ მდებარე მიწებიც. ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში დასრულდა მოდლაველი ერის ჩამოყალიბება. XVI-XIX საუკუნეებში მოლდაველები ოსმალეთის იმპერიას ემორჩილებოდნენ, XIX საუკუნეში ბესარაბია დაიპყრო რუსეთის იმპერიამ. 1918 წელს ბესარაბია რუმინეთმა შეიერთა. 1924 წელს შეიქმნა მოლდოვეთის ასსრ. 1940 წელს ბესარაბია დაიკავა საბჭოთა კავშირმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Matthew H. Ciscel (2007) The Language of the Moldovans: Romania, Russia, and Identity in an Ex-Soviet Republic", ISBN 0-7391-1443-3 - About the identity of the contemporary Moldovans in the context of debates about the their language.
  • King, C. (2000) The Moldovans: Romania, Russia and the Politics of Culture, Hoover Institution Press, ISBN 0-8179-9792-X.