დავით გაბაიძე

პოლიტიკოსი, იურისტი
(გადამისამართდა გვერდიდან გაბაიძე, დავით)

დავით გაბაიძე (დ. 10 აგვისტო, 1980, სოფ. ხიხაძირი, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 2016 წლის 28 ნოემბრიდან. 2015 წლიდან არის ევროპის რეგიონთა ასამბლეის რეგიონული ექსპერტი. 2016–2017 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2022 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი.

დავით გაბაიძე
დავით გაბაიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა28 ნოემბერი 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედიავთანდილ ბერიძე

დაბადებული10 აგვისტო, 1980 (1980-08-10) (44 წლის)
ხიხაძირი, ხულოს რაიონი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლენათია დიასამიძე
შვილებიალექსანდრე გაბაიძე
განათლებაბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, პოლიტიკოსი
ჯილდოებისაპატიო ოქროს მედალი ქვემო სილეზიის რეგიონთან (პოლონეთი) ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისთვის[1]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

2002 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2018 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2004 და 2005 წლებში ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ასევე, 2013 წელს — მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა — სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

2002 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კითხულობდა სალექციო კურსებს ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლაში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში.

2002–2004 წლებში იყო ხულოს რაიონული საკრებულოს წევრი.

2005 წლიდან 2012 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დამფუძნებელი წევრი.

2005–2006 წლებში სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკის“ იურიდიული განყოფილების უფროსი.

2006 წელს მუშაობა გააგრძელა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

2011–2012 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული კლინიკის კოორდინატორად.

2011–2012 წლებში იყო შპს „ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ის არბიტრი.

2012 წელს — სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მედია ცენტრის მედიატორი.

2013–2014 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2014–2016 მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად.

2016 წლის 28 ნოემბერს დავით გაბაიძე აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 2020 წლის 15 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.[2]

2016–2017 წლებში დავით გაბაიძე წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში რომლის ფარგლებშიც მომზადდა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. ამავე ცვლილებების ფარგლებში მიღებულ იქნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი.

2024 წლის 5 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ იქნა საჯარო სამსახურის საბჭოს წევრად.

დავით გაბაიძე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „დავით გაბაიძე საპატიო მედლით დააჯილდოეს“. sca.ge. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 16 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს“. 1TV.ge. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)