ხულოს მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ხულოს რაიონი)

ხულოს მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხულოს მუნიციპალიტეტს სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი (საზღვრის სიგრძე – 20 კმ), დასავლეთით — შუახევის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 60,5 კმ), ჩრდილო-დასავლეთით — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 1 კმ), ჩრდილოეთით — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 19,5 კმ), აღმოსავლეთით — ადიგენის მუნიციპალიტეტი (საზღვრის სიგრძე – 28,8 კმ).

ადმინისტრაციული ერთეული
ხულოს მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ხულო
კოორდინატები 41°38′40″ ჩ. გ. 42°18′50″ ა. გ. / 41.64444° ჩ. გ. 42.31389° ა. გ. / 41.64444; 42.31389
მერი ვახტანგ ბერიძე     
ფართობი 710 კმ²
მოსახლეობა 23 327[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 32,85 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %
თურქები 0,6 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მუსლიმები 94,6 %
მართლმადიდებლები 4,1 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (423)
საფოსტო ინდექსი 6500
ოფიციალური საიტი https://khulo.gov.ge/
ხულოს მუნიციპალიტეტი — საქართველო
ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს მუნიციპალიტეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხულოს მუნიციპალიტეტი
 
მდინარე აჭარისწყალი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანია. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-3007 მეტრის ფარგლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმართულია არსიანისა (მწვერვალი ყანლისმთა - 3007 მეტრი) და მესხეთის (მწვერვალი ზოტიმერია - 2646 მეტრი) ქედები და მათი განშტოებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,1 °C, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 1000–1200 მმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მთა-ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები. ძირითადად გავრცელებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. ფლორის წარმომადგენლებიდან გავრცელებულია სამეფო გვიმრა, ურთხელი, ქართული ნეკერჩხალი, არმაზის ნარჩიტა, წაბლი, მუხა, კაკლის ხე, კოლხური ყოჩივარდა, ფურისულა, ვერხვი, თელა და სხვა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ხილით და სამკურნალო მცენარეებით. ფაუნა წარმოდგენილია კავკასიური ირმით, კავკასიური მურა დათვით, ბეგობის არწივით, დურაჯით, კავკასიური შურთხით, მცირეაზიური ტრიტონითა და კავკასიური სალამანდრით.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით: სასარგებლო წიაღისეულით (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები, გაქვავებული ხის მარაგი), მინერალური წყლებით (ხიხაძირის წყალი, დანისპარაულის წყალი, საანის წყალი, დიოკნისის წყალი და ა.შ).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: აჭარისწყალი, სხალთა, ღორჯომი, დიაკონიძეები. აქ მდებარეობს მწვანე ტბა.

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1924 წელს ჩამოყალიბდა ცალკე მაზრად და ეწოდა ხულას მაზრა, 1930 წლიდან — ხულას რაიონი, ხოლო 1940 წლიდან — ხულოს რაიონი. 1952 წელს გამოეყო შუახევის რაიონი, რომელიც 1963 წელს კვლავ შეუერთდა მას. 1965 წელს მას საბოლოოდ გამოეყო შუახევის რაიონი და ჩამოყალიბდა ამჟამინდელ საზღვრებში. 2006 წლიდან ეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტი.

მოსახლეობა

რედაქტირება
წლები[3] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მოსახლეობა 28 159   34 282   38 782   39 388   32 400   33 430   23 327   24 500   25 000   25 500

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 79 დასახლებული პუნქტია: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ხულო და 78 სოფელი. ხულოს მუნიციპალიტეტი იყოფა 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 სადაბო და 12 სასოფლო თემი.

1) დაბა ხულოს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დაბა ხულო.

2) აგარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: აგარა.

3) ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მინთაძეები, ღორჯომი, ლაბაიძეები, მერჩხეთი, ჭახაური, წინწკალაშვილები, სტეფანაშვილები, ქურდული, ახალი უბანი, ტუნაძეები, ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძეები, მეხალაშვილები.

4) სხალთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ჭერი, გურძაული, ფაჩხა, ყინჩაური, ძმაგულა, კვატია, წაბლანა, წაბლიანი (ყიშლა).

5) ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ფუშრუკაული, ვერნები, რაქვთა, ოშანახევი, მახალაკური.

6) რიყეთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დანისპარაული, დიდი რიყეთი, შუასოფელი, რიყეთი, ბოძაური.

7) დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ღურტა, იაკობაძეები, ღორჯომელაძეები, დიოკნისი, მანიაკეთი, ტაბახმელა, ჯვარიქეთი, ბეღლეთი, გელაძეები, კორტოხი, პაქსაძეები.

8) დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ბოღაური, გობაძეები, ირემაძეები, დიდაჭარა.

9) ვაშლოვნის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა ვაშლოვანი, სხანდარა, შურმული, ქვედა ვაშლოვანი, თაგო, ჩაო.

10) დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დუაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, გუდასახო, კურცხალი, განახლება, გოდგაძეები, დიაკონიძეები, ელელიძეები, დეკანაშვილები, ზ.დეკანაშვილები, ქედლები, თხილაძირი, ძირკვაძეები.

11) საციხურების ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: საციხური, ნამონასტრევი, გელაურა, პანტნარი.

12) ხიხაძირის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ახალშენი, ხიხაძირი, სკვანა, კალოთა, ნადაბური.

13) თხილვანის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ბაკო, ზედა თხილვანა, ქვემო თხილვანა, მთისუბანი.

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 17 14                          
  ნაციონალური მოძრაობა 6 6            
  საქართველოსთვის 2    
  ლელო 1  
  სტრატეგია აღმაშენებელი 1  
  ევროპული საქართველო 3
  პატრიოტთა ალიანსი 1
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 28 24  

ეკონომიკა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება) და მემცენარეობა (მებოსტნეობა, კარტოფილის, მარცვლეული კულტურების წარმოება). ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძეა – 52 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე – 211 კმ.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი (ზღვის დონიდან 1850–1900 მ), მიმდინარეობს სამთო–სათხილამურო კურორტის მშენებლობა გოდერძის უღელტეხილზე (2025 მეტრი ზღვის დონიდან).

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება
 
დაბა ხულო
  • აგარა — შუა საუკუნეების ძეგლი „ნასაყდრალი“
  • ბაკო — შუა საუკუნეების „თამარის ციხე“
  • ვერნები — XII–XIII საუკუნეების ეკლესია.
  • ყინჩაური — XIII საუკუნის ეკლესია სხალთა; შუა საუკუნეების ხიდი; განვითარებული შუა საუკუნეების ნაგებობა.
  • ზედა თხილვანა — ხიხანის ციხე; XIII საუკუნის ეკლესიის ნანგრევები
  • ვანაძეები — X–XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები
  • საციხური — XI საუკუნის ეკლესიის ნანგრევები
  • ხიხაძირი — XIII საუკუნის ეკლესია თიკინაური; XI–XII საუკუნეების ციხე — ვარდციხე
  • უჩხო — XII საუკუნის ქვის თაღოვანი ხიდი
  • კალოთა — XI–XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები
  • ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგების (ხიმშიაშვილების) სასახლე (XIX ს.)
  • „ბეგების სასაფლაო“ – ხიმშიაშვილთა საგვარეულო საძვალე (XIX–XX სს.)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. georgia-religion 2014
  3. Georgia division
  4. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]