ბოსელი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ბოსელი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში, მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ბურსაჭირის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, დუშეთიდან 53 კილომეტრში. ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას.
სოფელი | |
---|---|
ბოსელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გუდამაყარი |
კოორდინატები | 42°27′56″ ჩ. გ. 44°41′45″ ა. გ. / 42.46556° ჩ. გ. 44.69583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1520 მ |
მოსახლეობა | 2[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფლის ბოლოს, ციხის გორაზე, კაინჩხევისა და ბოსლისწყლის შესართავთან, მდებარეობს შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკის ნაშთი. კოშკი ზურგით ჩრდილოეთისკენ დგას. ნაგებია მსხვილი მასიური ლოდებითა და დუღაბის ხსნარით. სოფლის თავში, შემაღლებულ ტყიან ადგილზე, მთავარანგელოზის სალოცავია, რომელიც შედგება დარბაზისა და საქობისაგან.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 12[2] |
2002 | 7[3] |
2014 | 2 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 469.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ 2.0 2.1 წიკლაური ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 469.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.