ბარბარა ავსტრიელი

ბარბარა ავსტრიელი (გერმ. Barbara von Österreich, იტალ. Barbara d'Austria, დ. 30 აპრილი, 1539, ვენა, ავსტრია — გ. 19 სექტემბერი, 1572, ფერარა, იტალია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა უნგრელის ქალიშვილი. ფერარას, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია როგორც ალფონსო II-ის მეორე ცოლი.

ბარბარა ავსტრიელი
ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 5 დეკემბერი, 1565
მმართ. დასასრული: 19 სექტემბერი, 1572
წინამორბედი: ლუკრეცია დე’ მედიჩი
მემკვიდრე: მარგერიტა გონძაგა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აპრილი, 1539
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1572, (33 წლის)
გარდ. ადგილი: ფერარა, იტალია
მეუღლე: ალფონსო II, ფერარას ჰერცოგი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ანა უნგრელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბარბარა დაიბადა 1539 წლის 30 აპრილს ვენაში, ავსტრიაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა უნგრელის ქალიშვილი. 1547 წლიდან მოყოლებული იგი თავის დებთან — მაგდალენასთან, მარგარეტასთან, ჰელენასა და იოჰანასთან ერთად იზრდებოდა ინსბრუკში, სადაც ისინი მკაცრ კათოლიკურ განათლებას იღებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად განიხილებოდა ბარბარას ესპანეთის სამეფო კარზე გათხოვება, იგი საბოლოოდ 1565 წელს ცოლად შერთეს ფერარას, მოდენისა და რეჯოს დაქვრივებულ ჰერცოგ ალფონსო II-ს. მიუხედავად იმისა, რომ ალფონსო და ბარბარა ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ, ამ ქორწინებაში ბავშვი ვერ გაჩნდა. იტალიაში ჩასულმა ბარბარამ მალევე დაიწყო ხელოვნების მფარველობა.

1570 და 1571 წლებში ფერარაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრებმა ბარბარა აიძულა მამამისისთვის ეთხოვა ფინანსური დახმარება. მან დააარსა წმინდა ბარბარას სახელობის კონსერვატორია, რომელმაც ფერარას მოსახლეობაში მალევე ჰპოვა დიდი პოპულარობა. ბარბარას ძალიან ხშირი შეხება ჰქონდა იეზუიტთა ორდენთან, თუმცა ამასთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის დედამთილთან, საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის უმცროს ქალიშვილ რენე დე ვალუასთან, რომელიც თავის ქალიშვილ ანასთან ცხოვრობდა საფრანგეთში.

ბარბარას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ 1566 წლიდანვე შეირყა, საბოლოოდ კი იგი 1572 წლის 19 სექტემბერს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით, რის შემდეგაც მემკვიდრის გაჩენის მიზნით ალფონსო მალევე დაქორწინდა ბარბარას დის ელეონორას ქალიშვილ მარგერიტა გონძაგაზე, თუმცა შვილი არც მასთან ეყოლა.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Joanna". Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Priebatsch, Felix (1908), "Wladislaw II.", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 54, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 688–696
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Philipp I. der Schöne von Oesterreich" (in German). Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 7. Wikisource. p. 112.
  • Boureau, Alain (1995). The Lord's First Night: The Myth of the Droit de Cuissage. Translated by Cochrane, Lydia G. The University of Chicago Press. p. 96.
  • Noubel, P., ed. (1877). Revue de l'Agenais [Review of the Agenais]. 4. Société académique d'Agen. p. 497.
  • Holland, Arthur William (1911). "Maximilian I. (emperor)". In Chisholm, Hugh. Encyclopædia Britannica. 17 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Poupardin, René (1911). "Charles, called The Bold, duke of Burgundy". In Chisholm, Hugh. Encyclopædia Britannica. 5 (11th ed.). Cambridge University Press.