ვლადისლავ II (უნგრეთი)
ვლადისლავ II იაგელონი (პოლ. Władysław II Jagiellończyk, ჩეხ. Vladislav Jagellonský, ხორ. Vladislav II. Jagelović, სლოვაკ. Vladislav II. Jagelovský), ან ულასლო II (უნგრ. II. Ulászló; დ. 1 მარტი, 1456, კრაკოვი, პოლონეთი — გ. 13 მარტი, 1516, ბუდა, უნგრეთი) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე კაზიმირ IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის უფროსი ვაჟი. ბოჰემიის მეფე 1471-1516 და უნგრეთისა და ხორვატიის მეფე 1490-1516 წლებში.
ვლადისლავ II იაგელონი | |
---|---|
ბოჰემიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 22 აგვისტო, 1471 |
მმართ. დასასრული: | 13 მარტი, 1516 |
წინამორბედი: | გეორგ პოდებრადი |
მემკვიდრე: | ლაიოშ II |
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 აპრილი, 1490 |
მმართ. დასასრული: | 13 მარტი, 1516 |
წინამორბედი: | მატიაშ I |
მემკვიდრე: | ლაიოშ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 მარტი, 1456 |
დაბ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 13 მარტი, 1516, (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბუდა, უნგრეთი |
დაკრძ. ადგილი: | სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი |
მეუღლე: |
ბარბარა ბრანდენბურგელი (ქ. 1478 - განქ. 1490) ბეატრიჩე ნეაპოლელი (ქ. 1490 - განქ. 1500) ანა დე ფუა-კანდალი (ქ. 1502 - გარდ. 1506) |
შვილები: |
ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ლაიოშ II, უნგრეთის მეფე |
დინასტია: | იაგელონები |
მამა: | კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადისლავი დაიბადა 1456 წლის 1 მარტს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთისა და ლიტვის მეფე კაზიმირ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის პირველი შვილი. დედის მხრიდან იგი გერმანიის მეფე ალბრეხტ II-ის შვილიშვილი და უნგრეთის მეფე სიგიზმუნდ I-ის შვილთაშვილი იყო.
1471 წელს გარდაიცვალა ბოჰემიის მეფე გეორგ პოდებრადი, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომაც მისმა ქვრივმა ვლადისლავს შესთავაზა ბოჰემიის ტახტზე ასვლა, რაზეც მისგან დასტური მიიღო. როდესაც იგი ბოჰემიაში ჩავიდა მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო, ქვეყანა ათას ნაწილად იყო გახლეჩილი და სახელმწიფოს ფაქტობრივად მეფის მრჩეველები განაგებდნენ. ბოჰემიელებმა მას "მეფე დიახ" შეარქვეს. ეს ცხადია დამცინავი და დამამცირებელი იყო, რადგან ვლადისლავმა ჩეხურად მხოლოდ სიტყვა "დიახ" იცოდა, დანარჩენ დროს კი პოლონურად, ან ლათინურად საუბრობდა.
მისი გამეფებისას ბოჰემიის სამეფო გვირგვინში შედიოდა მეზობელი სილეზია, მორავია და ლუზატიაც, რომლის მმართველებიც დიდი ურჩობით გამოირჩეოდნენ. ვლადისლავმა მათთან ბრძოლებით ვერაფერი გააწყო, ამიტომაც საბოლოოდ მოისყიდათ. უნდა ითქვას, რომ გაყოყოჩებული დიდებულების დაშოშმინებამ ჩეხეთი ფეხზე წამოაყენა. 1490 წელს გარდაიცვალა უნგრეთისა და ხორვატიის მეფე მატიაშ ჰუნიადი. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომაც ვლადისლავი, როგორც მეფე სიგიზმუნდ I-ის პირდაპირი შთამომავალი უნგრეთის მეფე ხდება. 21 სექტემბერს, სეკეშფეჰერვარში შედგა მისი უნგრეთის მეფედ კურთხევა.
ვლადისლავი სულ უფრო და უფრო მეტად ეფლობოდა უნგრული საქმეების მოგვარებაში, ჩეხეთისკენ კი აღარც იხედებოდა. ამის გამო ჩეხეთის მმართველობა თავის თავზე ადგილობრივი დიდებულების საბჭომ აიღო. ვლადისლავს მალე შეუყვარდა უნგრეთი და იქ ბედნიერად ცხოვრება დაიწყო, პოლონეთის ტახტი კი თავის ძმას დაუთმო. მისი მეფობა უნგრეთში თითქმის ოცდაათ წელს გაგრძელდა.
თითქმის მთელი მმართველობის მანძილზე ვლადისლავი უმემკვიდრეობით იტანჯებოდა, რის გამოც იგი ორჯერ განქორწინდა. საბოლოოდ, მხოლოდ მესამე ცოლთან შეეძინა 1506 წელს ვაჟი, რომელსაც ლაიოში დაარქვა. 1509 წელს მან თავისი ვაჟი პრაღაში ბოჰემიის მეფედ აკურთხა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი უნგრული მმართველობა ოსმალთა შემოჭრებით ხასიათდება, რაც შემდგომში ძალიან მძიმედ იმწვნია მისმა ვაჟმა და სრულიად უნგრეთმა.
ვლადისლავი გარდაიცვალა 1516 წლის 13 მარტს ბუდაში, უნგრეთში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ათი წლის ვაჟი ლაიოშ II ადის.
ოჯახი
რედაქტირება1478 წელს ცოლად შეირთო კურფიურსტ ალბრეხტ III-ისა და ანა საქსონიელის ასული ბარბარა ბრანდენბურგელი, რომელსაც მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ, 1490 წელს გასცილდა უშვილობის გამო. ამავე წელს ცოლად შეირთო მატიაშ ჰუნიადის ქვრივი ბეატრიჩე ნეაპოლელი, რომელსაც რამდენიმე წელიწადში, 1500 წელს გაშორცა ასევე უშვილობის გამო და ცოლად საფრანგეთის მეფის ნათესავი ანა დე ფუა-კანდალი შეირთო, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
- ანა (1503-1547), უნგრეთისა და ბოჰემიის დედოფალი, ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგსა და საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი (მშობიარობას გადაჰყვა). ძმის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ ტახტზე თავის ქმართან ერთად ავიდა, რითაც შეიქმნა ავსტრია-უნგრეთი;
- ლაიოშ II (1506-1526), უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე, ცოლად შეირთო ესპანეთის მეფის ასული მარია ავსტრიელი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ. იგი მოჰაჩის ბრძოლაში მოკლეს ოსმალებმა;
ლიტერატურა
რედაქტირება- Šmahel, František (2011). "The Hussite Revolution (1419–1471)". In Pánek, Jaroslav; Tůma, Oldřich. A History of the Czech Lands. Charles University in Prague. pp. 149–169. ISBN 978-80-246-1645-2.
- Szakály, Ferenc (1981). "A középkori magyar állam virágzása és bukása, 1301–1526: 1490–1526 [Flourishing and Fall of Medieval Hungary, 1301–1526: 1490–1526]". In Solymosi, László. Magyarország történeti kronológiája, I: a kezdetektől 1526-ig [Historical Chronology of Hungary, Volume I: From the Beginning to 1526] (in Hungarian). Akadémiai Kiadó. pp. 318–350. ISBN 963-05-2661-1.
- Teke, Zsuzsa (1981). "A középkori magyar állam virágzása és bukása, 1301–1526: 1458–1490 [Flourishing and Fall of Medieval Hungary, 1301–1526: 1458–1490]". In Solymosi, László. Magyarország történeti kronológiája, I: a kezdetektől 1526-ig [Historical Chronology of Hungary, Volume I: From the Beginning to 1526] (in Hungarian). Akadémiai Kiadó. pp. 273–318. ISBN 963-05-2661-1.
- Varga, Szabolcs (2012). "II. Ulászló". In Gujdár, Noémi; Szatmáry, Nóra. Magyar királyok nagykönyve: Uralkodóink, kormányzóink és az erdélyi fejedelmek életének és tetteinek képes története [Encyclopedia of the Kings of Hungary: An Illustrated History of the Life and Deeds of Our Monarchs, Regents and the Princes of Transylvania] (in Hungarian). Reader's Digest. pp. 144–147. ISBN 978-963-289-214-6.
- Wolf, Armin (1994). "Reigning Queens in Medieval Europe: When, Where, and Why". In Parsons, John Carmi. Medieval Queenship. Sutton Publishing. pp. 169–188. ISBN 0-7509-1831-4.