სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი
სიგიზმუნდ I (დ. 15 თებერვალი, 1368, ნიურნბერგი — გ. 9 დეკემბერი, 1437, ცნაიმი, ჩეხეთი) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1410-1437 წწ., უნგრეთის მეფე 1387–1437 წლებში (უნგრეთის მეფის ასულზე დაქორწინების შედეგად), ჩეხეთის მეფე 1419–1421 და 1436–1437 წლებში ლუქსემბურგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მეთაურობდა დასავლეთ ევროპის ფეოდალთა ჯვაროსნულ ლაშქრობას ოსმალების წინააღმდეგ. ნიკოპოლის ბრძოლაში 1396 წელს სიგიზმუნდ I დაამარცხა ბაიაზიდ I-მა. იყო კონსტანცის საეკლესიო კრების (1414–1418) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. თავისი ძმის ჩეხეთის მეფე ვაცლავ IV-ის გარდაცვალების შემდეგ გახდა ჩეხეთის მეფე. ებრძოდა ჰუსიტურ მოძრაობას. რომის პაპათან ერთად მოაწყო ჯვაროსნული ლაშქრობა ჰუსიტების წინააღმდეგ. 1421 წელს გადააყენეს ჩეხეთის ტახტიდან, 1436 წელს კვლავ აღადგინეს ჩეხეთის მეფედ.
სიგიზმუნდ I | |
---|---|
Sigismund | |
საღვთო რომის იმპერიის, უნგრეთის და ჩეხეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1410 |
მმართ. დასასრული: | 9 დეკემბერი 1437 |
წინამორბედი: | კარლ IV |
მემკვიდრე: | ფრიდრიხ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 თებერვალი, 1368 |
დაბ. ადგილი: | ნიურნბერგი |
გარდ. თარიღი: | 9 დეკემბერი 1437 |
გარდ. ადგილი: | ცნაიმი, ჩეხეთი |
მეუღლე: |
მარია უნგრელი ბარბარა ცილი |
დინასტია: | ლუქსემბურგები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 323.