ლუკრეცია დე’ მედიჩი

ლუკრეცია დე’ მედიჩი (იტალ. Lucrezia de' Medici; დ. 14 თებერვალი 1545 — გ. 21 აპრილი 1561) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ის და მისი მეუღლის, ელეონორ ტოლედოელის ქალიშვილი. ფერარის, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1559-1561 წლებში როგორც ალფონსო II-ის მეუღლე.

ლუკრეცია დე’ მედიჩი
ფერარის, მოდენის და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 3 ოქტომბერი 1559
მმართ. დასასრული: 21 აპრილი 1561
წინამორბედი: რენე დე ვალუა
მემკვიდრე: ბარბარა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 თებერვალი 1545
დაბ. ადგილი: ფლორენცია, ტოსკანის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 21 აპრილი 1561 (16 წლის)
გარდ. ადგილი: ფერარა, რომანია
მეუღლე: ალფონსო II დ’ესტე
დინასტია: მედიჩები
მამა: კოზიმო I მედიჩი
დედა: ელეონორ ტოლედოელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუკრეცია მედიჩი დაიბადა 1545 წლის 14 თებერვალს ტოსკანის დედაქალაქ ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი მეუღლის, ელეონორ ტოლედოელის ქალიშვილი. 1558 წლის 3 ივლისს ქალაქ ფერარაში მიათხოვეს მოდენის, ფერარისა და რეჯიოს ჰერცოგ ალფონსო II დ’ ესტეს. 1560 წელს ალფონსო საფრანგეთში წავიდა საბრძოლველად, სადაც ლუკრეციაც წაიყვანა. 1561 წლის 21 აპრილს ლუკრეცია მედიჩი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, 16 წლის, უშვილოდ. მის შემდეგ ალფონსომ კიდევ ორი ცოლი შეირთო, თუმცა შვილი არც მათთან შეეძინა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Murphy, Cardine P. Murder of a Medici princess. Oxford: Oxford University Press, 2008, p.70
  • Murphy, Cardine P. Murder of a Medici princess. Oxford: Oxford University Press, 2008, p.87.